თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ სუპერლიგის ჩემპიონი თსუ-ს სრული შემადგენლობა უნივერსიტეტის მედლებით დააჯილდოვა. თსუ-ს კალათბურთელებმა არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონობა, თუმცა მხოლოდ ეს არ გახლავთ უნივერსიტეტელთა წლევანდელი მიღწევა.

თსუ-მ აპრილის თვეში საქართველოს თასი მოიგო და სუპერლიგის ჩემპიონობის შემდეგ შეასრულა დუბლი – მოიგო ჩვენს ქვეყანაში არსებული 2 უმაღლესი საკალათბურთო ტიტული. სწორედ ამ გამორჩეული მიღწევისთვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გუნდის მოთამაშეები, მწვრთნელები, ექიმები და სრული შემადგენლობა თსუ-ს მედლებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა, რომელსაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, გენერალური მდივნის მოადგილე ლაშა გამყრელიძე, გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაული და სუპერლიგის დირექტორი გიორგი ჯაფარიძე დაესწრნენ.

GBF

ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა