15 წლის წინ, 2008 წლის ივნისში, შოთა არველაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის ყველაზე შედეგიანი ფორვარდია. ამის შემდეგ მუდმივად "ვეძებდით" თავდამსხმელს, რომელიც ისევ ბევრს გაიტანდა. იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც შესაძლოა, საკლუბო კარიერით ვერ გამოირჩეოდნენ, თუმცა ნაკრებში გატანას ახერხებდნენ. რა თქმა უნდა, ყველას დიდი მოლოდინი ლევან მჭედლიძის მიმართ იყო. მისი კარიერა წარმატებულად ადრეულ ასაკშივე დაიწყო, რასაც სამწუხარო ტრავმები და ბევრი გაცდენა მოჰყვა. მას გაჰქონდა იტალიური გრანდების კარში და ჩატარებულ მატჩებს თუ შევადარებთ, მშვენიერი სტატისტიკაც აქვს...

ფორვარდის პრობლემა ბოლო წლებში სახეზე იყო. ვლადიმირ ვაისი ბუდუ ზივზივაძეს შანსს ჯიუტად არ აძლევდა, არადა, კარგად დავინახეთ, მას რამხელა პოტენციალი აქვს. ამასობაში, ბელგიის რანგით მეორე ლიგაში გამოჩნდა ქართული გვარის კაცი, რომელსაც ძალიან ბევრი გაჰქონდა და საკუთარი გუნდი ელიტაში დააწინაურა. გიორგი მიქაუტაძემ "ჯვაროსნების" რიგებში სადებიუტო მატჩივე გაიტანა - ოთარ კიტეიშვილმა ბურთი კარგად წაიღო და "ჟორჟმა" რუმინელთა კარი დალაშქრა. ამის შემდეგ იყო რთული პერიოდი. საქართველოს ნაკრების ტაქტიკა მიქაუტაძესთან ნაკლებად ადაპტირებული იყო. გავიხსენებთ ბათუმში ბერძნებთან (0:2) წაგებულ მატჩს, სადაც გიორგის ბურთით მომარაგებას ჩვენი გუნდი მხოლოდ მაღალი ჩაწოდებებით ცდილობდა, რაც უბრალოდ, არ გამოდიოდა. ამის შემდეგ ვილი სანიოლმა ტაქტიკა შეცვალა, თუმცა ამას ფორვარდის ტრავმიანობა ერთვოდა. "მეციდან" ისევ "სერენში" დაბრუნებული გიორგი ძველებურად შედეგიანი ვეღარ იყო, რასაც უფრო მისი გუნდის სისუსტე განაპირობებდა...

სანიოლმა მიქაუტაძეს შანსი გიბრალტართან მისცა. ფრანგმა მწვრთნელმა ისიც თქვა, რომ მათი საუბრის შემდეგ, ფორვარდმა გარკვეული ასპექტები გამოასწორა. საბა ლობჟანიძის ძალიან მაგარი პასით საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გაიტანა და ძალიან ბედნიერი იყო. "ვაკოცე საბას" - თქვა მატჩის შემდეგ გიორგიმ. ის თანაგუნდელებს უფრო და უფრო გაუშინაურდა და ამასობაში, "მეცში" ყველაფერი გამოსდიოდა, ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ელიტაში კი კიდევ ერთი გუნდი დააწინაურა.

ახალი შესარჩევი ციკლის დაწყების წინ სანიოლმა თქვა, რომ იქნებ მიქაუტაძე ორფორვარდიან ტაქტიკაში უფრო შედეგიანი ყოფილიყო. ეს სიტყვები მალევე ასრულდა. ნორვეგიასთან ბათუმურ მატჩში მოედანზე როგორც კი ბუდუ ზივზივაძე შევიდა, მიქაუტაძემ გათავისუფლებული სივრცით ისარგებლა, ბურთი მშვენივრად მოიხელთა, კარგი რეიდი შემოგვთავაზა და ანგარიში გაათანაბრა.

"მეცი" კი დაწინაურდა, თუმცა გიორგის აქ დიდხანს არავინ გააჩერებს, "მილანის" ინტერესზეც კი წერენ. 22 წლის თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი 6 მილიონი ევროა. გიორგი "ლიონის" აკადემიის აღზრდილია, მისი ინტერვიუებიდან ჩანს, რომ ეს გუნდი ძალიან უყვარს. რამდენად დაინტერესდებიან ისინი ყოფილ შეგირდთან თანამშრომლობით, ეს რთული საკითხია, ანაც თავად ჩვენებურისთვის რამდენად იქნება ის იდეალური არჩევანი. ლიონელები ახლა ევროტურნირებზე მოხვედრასაც ვერ ახერხებენ, თუმცა ვიცით, მათ ჩემპიონობაც შეუძლიათ და ჩემპიონთა ლიგაზე "რეალიც" ბევრჯერ გაუმწარებიათ. ქარიმ ბენზემა ის კაცია, რომელიც "ლიონიდან" "სამეფო კლუბში" აღმოჩნდა და თუკი გიორგი ასეთივე თამაშს, თანაც უფრო მაღალი დონის ლიგაში განაგრძობს, გამორიცხული არაფერია. ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითი იმედით გვავსებს და ოპტიმისტურად განგვაწყობს.

მიქაუტაძემ ახლა ეროვნულ ნაკრებში უნდა ითამაშოს, ამის შემდეგ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის განაცხადში იქნება, სატრანსფერო ამბებს კი მერე მიხედავს...

karoche
ვა საღოლ, ჯიგარო, თუ იწვიმებს გვავლა არ იქნება, უეჭველი, ხო? :დ
გიორგი_ს
და ქართულიც არ ეცოდინებოდა კარგად
ჯონდო-ს
მთვარიდან ჩამოხვედი და არ იცი,რომ მარტო მამით ქართველები არ ქართველობენ,მარადიშვილი მაგის მაგალითია!!!!მამები როცა სხვა ეროვნების ქალებზე არიან დაქორწინებულები ვერ ან არ ასწავლიან ქართველობას!!!!!
ჯონდო
და გვარი დედასი აქვს იდიოტო?
გიორგი
მიქაუტაძეს ქართველი დედა რომ არ ყოლოდა არც ქართველად გაიზრდებოდა და არც ნაკრებში ითამაშებდა!!!!ასეა ეს!!!
L.J .
Evro turnirebi nakrebtan araper shuashia,qartuli klubebi isev ise cud dgeshia rogorc iyvnen...
კვარადონა
კარგი თაობა წამოვიდა ამ ნაკრებში, ბუდუც კარგია და აზერბაიჯანში რომ თამაშობს ვოლკოვი, ასევე ნახევარდაცვაც და დაცვაც მშვენიერია, მამარდაზე აღარაფერს ვამბობ.. მთავარია კარგ გუნდებში მოხვდნენ, ცოტა მეტი კიდე ისწავლონ, სათამაშო პრაკტიკა ჰკონდეთ და მსოფლიოზე და ევრო ტურნირებზე გასვლა სანატრელი აღარ გაგვიხდება
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!