„ნიუკასლ იუნაიტედის“ მწვრთნელ ალან პერდიუს აზრად „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ 28 წლის ჯერმაინ დეფოს ყიდვა მოუვიდა
„ნიუკასლ იუნაიტედის“ მწვრთნელ ალან პერდიუს აზრად „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ 28 წლის ჯერმაინ დეფოს ყიდვა მოუვიდა. უფრო ზუსტად, საქმე ასეა: თუ პერდიუ 24 წლის თურქ მევლუთ ერდინჩს ვერ იყიდის, მაშინ დეფოზე გადაერთვება.

„კაჭკაჭები“ ამერიკაში იყვნენ, საიდანაც დღეს ბრუნდებიან და პერდიუც, უპირველეს ყოვლისა, „პარი სენ ჟერმენიდან“ ერდინჩის 7 მილიონ ფუნტად (7,9 მილიონი ევრო) ყიდვის საქმეს მიხედავს. „ნიუკასლის“ მწვრთნელს იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის აგენტებს ბოლოს და ბოლოს მოტეხავს, მაგრამ თუ ისინი ძველებურ „თამაშს“ განაგრძობენ, მაშინ პერდიუ ზურგს შეაქცევს და „დეზების“ ბოლო ხანს დაწუნებულ თავდამსხმელს შეიძენს. „სფურზის“ მწვრთნელი ჰარი რედნაპი, რომელსაც თავისი გუნდის თავდასხმის გადახალისება სურს, დეფოს 10 მილიონ ფუნტს აფასებს. პერდიომ ჯეკ კიდევ გუშინ, ოჰაიოში ყოფნისას განაცხადა:

„არ მინდა ვინმეს რამეს დავპირდე, რადგან პირობის დადება მეტად საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თავდამსხმელს დავიმატებთ. ბოლო დროს ჩვენი თამაშის სანახავად უამრავი ადამიანი მოვიდა და ყველამ ერთი და იგივე იკითხა: კი მაგრამ, გუნდს თავდამსხმელი არ უნდა ჰყავდეს? მინდა გითხრათ, რომ ფანები აბსოლუტურ სიმართლეს ამბობენ. მეც იმავეს ვამბობ, „ნიუკასლს“ კარგი თავდამსხმელი სჭირდება“.

ადრე პერდიუს იმავე „ტოტენჰემიდან“ პიტერ კრაუჩის ყიდვა უნდოდა, მაგრამ 30 წლის ვეტერანში 9 მილიონი ფუნტის გადახდა მეტისმეტი იქნებოდა. მეორე მხრივ კი „კაჭკაჭებს“ ფული აქვთ. მათ ხომ ინავარში „ლივერპულს“ 35 მილიონ ფუნტად ენდი ქეროლი მიჰყიდეს.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც „კაჭკაჭებს“ მიზანში ჰყავთ ამოღებული, „ასტონ ვილას“ მარცხენა მცველი სტივენ უორნოკია. უორნოკი 29 წლისაა და მის ყიდვას პერდიუ იმიტომ აპირებს, რომ ესპანელი ხოსე ენრიკე „აჯანყდა“ და „სენტ ჯეიმსი’ზ“ პარკიდან წასვლას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა