4 ივნისი ფოთელებს კარგა ხანი ემახსოვრებათ. ამ კვირა დღეს ბექა ბექაიას გაწვრთნილმა 16-წლამდელთა გუნდმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში (A ლიგა) პირველი მატჩი მოიგო. ეს იყო ფოთელთა პირველი საშინაო მატჩი, რომელიც გუნდმა ულტრათანამედროვე სპორტული კომპლექსის საკალათბურთო დარბაზში ჩაატარა. ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, გასული წლის ოქტომბერში გარდაცვლილი ირაკლი ხახუბიას მიერ პირადი სახსრებით აშენებული მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც მან გარდაცვალებამდე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა და სხვა სპორტულ წრეებთან ერთად იქ საკალათბურთო გუნდებიც ვარჯიშობენ.

გამარჯვებაცაა და გამარჯვებაც. ბექა ბექაიას გუნდმა სასწაულებრივად მოიგო. ფოთელებს აქამდე 6 მატჩი სულ სტუმრად ჰქონდათ ჩატარებული და გამარჯვების გემო არ იცოდნენ. "ფოთს" პირველ საშინაო მატჩში მეტოქედ "თელავი" ჰყავდა, რომელსაც მანამდე გამართული 7 მატჩიდან 5 მოეგო. მატჩის დასაწყისიდან ბოლო პერიოდამდე ფოთელები ლიდერობდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე ფავორიტად მიჩნეულმა თელაველებმა უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე 5 ქულით – 60:55 დაწინაურდნენ.

ეს, ფაქტობრივად, გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა სავსე დარბაზის ქომაგობით შეგულიანებულმა ფოთელებმა საოცრად ითამაშეს და გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის გმირი გახდა ნიკოლოზ ცხვარაძე, რომელმაც მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეკვეცა – 58:60. დროის მოგების მიზნით მასპინძლებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, რამაც გაამართლა: თელაველმა თენგო ენუქაშვილმა ორივე საჯარიმო გააცუდა და ფოთელებს თამაშის გადასარჩენად 17 წამი დარჩათ. ბოლო შეტევაში ნიკოლოზ ცხვარაძემ საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო, ანგარიში 61:60 გახადა და მოედანი ფოთელი მოთამაშეებისა და ქომაგების ზეიმის ასპარეზად იქცა. მთელი დარბაზი ხარობდა – გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბექა ბექაიამ ეს გამარჯვება ფოთში კალათბურთის დიდ მოამაგეს, არაერთი თაობისა და წარმატებული კალათბურთელის გამზრდელს, თავად უბადლო მოთამაშესა და პიროვნებას – როლანდ გარუჩავას ხსოვნას მიუძღვნა.

ფოთელები მომდევნო 5 მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.

GBF

ვაჟა მასწ.
ბატონო ჟურნალისტებო თუ შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ და გააშუქოთ ის ჩემს მიერ ყურმოკრული ცნობა, რომ ზურა საკანდელიძე როგორც ევროპის 4 გზის და ოლიმპიური 1 გზის ჩემპიონი შეიყვანეს დიდების წიგნში. მიშიკო ქორქია არ შეიყვანეს?
შოთა
გილოცავთ ბიჭებო. წარმატებები და ბევრი გამარჯვებები!
"კსუ-კავკასია" ხორვატიაში "დუბრავასთან" ბრძოლაში დამარცხდა
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა