„ჩელსის“ 27 წლის ესპანელი თავდამსხმელი ამბობს, რომ არ დავიწყებია, როგორ უნდა გოლის გატანა
„ჩელსის“ 27 წლის ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი ამბობს, რომ არ დავიწყებია, როგორ უნდა გოლის გატანა. „სტემფორდ ბრიჯზე“ „ლივერპულიდან“ 50 მილიონ ფუნტად გადასული ფორვარდი კრიტიკოსებმა დაღალეს, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მათ ეჭვის გამოთქმის სრული დაფუძველი აქვთ.

„ჩელსი“, მოგეხსენებათ, ჰონკონგშია, სადაც ტორესს ჟურნალისტებმა კითხვები დააყარეს.

„ჯერ 27 წლის ვარ და კიდევ ბევრ გოლს გავიტან. არ დამვიწყებია, როგორ უნდა მოწინააღმდეგის კარში გოლის შეგდება. წელიწადის ამ დროისთვის მეც, ჩემი თანაგუნდელების მსგავსად, ნორმალურ ფორმაში ვარ. ჩვენ ყველანი ვცდილობთ სეზონის დაწყებას სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. უკვე ექვსი თვეა რაც „ჩელსის“ ფეხბურთელი ვარ და ვხედავ, რომ მოთამაშეები მოგებისთვის მზად არიან. აქ ყველას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. წინ ხანგრძლივი სეზონი გველის. გუნდში თავს კომფორტულად ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, ჯილდოს გარეშე არ დავრჩებით“.

ტორესს შეახსენეს, რომ ბოლო დროს გაზეთები მის შესახებ ცუდს წერენ.

„პრობლემა არ არის. თქვენ, ჟურნალისტები, თქვენს საქმეს აკეთებთ“.

საინტერესოა, რომ ეს ტორესის პირველი საჯარო გამოსვლა იყო მას მერე, რაც იანვარში, „ჩელსიში“ გადასვლასთან დაკავშირებულ პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა. შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავმა, რომელსაც კვირაში 180 ათას ფუნტს უხდიან, „ლურჯების“ შემადგენლობაში, 18 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ისიც წყალწაღებული „ვესტ ჰემის“ კარში. ტორესის შესახებ ლაპარაკი ახალი ძალით ამ ზაფხულშიც წამოიწყეს. მიზეზი: აზიაში, სეზონისწინა შეკრებაზე, ესპანელმა ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გოლი ვერ შეაგდო.

მავანმა ჰონკონგელმა ჟურნალისტმა ტორესი უკრაინელ ვარსკვლავ ანდრეი შევჩენკოს შეადარა. შევჩენკო „მილანიდან“ „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ კალაპოტიდან ამოვარდა და მას მერე დიდ სიმაღლეებზე აღარც დაბრუნებულა.

„ჩელსის“ კაპიტანმა, ჯონ ტერიმ თავისი თავდამსხმელი დაიცვა:

„ნანდოს უსამართლოდ ეპყრობიან. მას არასდროს დაუმალავს, რომ შარშან, მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებულმა ტრავმამ უკვალოდ არ გაუარა. როდესაც ის „ჩელსიში“ გადმოდიოდა, ამის შესახებ ყველამ კარგად ვიცოდით. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ერთი სული აქვს პრემიერლიგაში გოლების გატანა კვლავ დაიწყოს. მას ინგლისის ჩემპიონობა უნდა და ჩვენთან ამიტომ გადმოვიდა. „ლივერპულთან“ ერთად ის ამას ვერ ახერხებდა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე