„ბლექბერნი“ პრემიერლიგიდან გავარდნას ბოლო ტურში გადაურჩა, მაგრამ ეს მწვრთნელ სტივ კინს თამამი განცხადებების გაკეთებაში ხელს არ უშლის
„ბლექბერნი“ პრემიერლიგიდან გავარდნას ბოლო ტურში გადაურჩა, მაგრამ ეს მწვრთნელ სტივ კინს თამამი განცხადებების გაკეთებაში ხელს არ უშლის. კინმა ბრძანა, რომ მისი ხელმძღვანელობით „ბლექბერნი“ ოთხ წელიწადში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს? ძლიერი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი. და როგორ არის ამ მხრივ „ბლექბერნის“ საქმე? მას მცველი, 19 წლის ფილ ჯონსი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაექცა. კინი ამბობს, რომ ყმაწვილი ვერაფრით შეაჩერა. „ბლექბერნმა“ ჯონსის სანაცვლოდ 16,5 მილიონი ფუნტი მიიღო.

„ფილი გამოცდილი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის, მას ჩვენთან ჯერ ძალიან ცოტა ჰქოდა ნათამაშები, მაგრამ როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავისთან გადასვლა შესთავაზა და ჩემპიონთა ლიგაში თამაში უხსენა, ის გაიქცა. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ამ სიმაღლეზე არ ვართ. იმედი მაქვს, რომ სამ-ოთხ წელიწადში „ბლექბერნიც“ ითამაშებს ლიგაში. ვცდილობ, საქმე სწორედ აქეთკენ წავიყვანო. რასაკვირველია, რეალიზმს არ ვკარგავ და არ ვაცხადებ, რომ ამას გაისადვე მოვახერხებთ. იმ პოზიციიდან, რომელზეც დღეს ვიმყოფებით, პრემიერლიგის ოთხეულამდე შორია, მაგრამ გეზი სწორედ იქითკენ გვაქვს“.

შემდეგ კინმა განაცხადა, რომ ამ ზაფხულში 27 წლის ცენტრალურ მცველ კრის სამბას არ გაყიდის.

„კრისმა ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს ხელი ორი თვის წინ მოაწერა. ესეც არ იყოს, მის შესახებ არავინ დამკავშირებია. თუ ვინმე რამეს ამბობს, ჭორია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"