საინტერესო იქნება თვალი გადავავალოთ მსოფლიო რაგბის განვლილ უდიდეს ფორუმებს და მათი გმირები და ანტიგმირები გავიხსენოთ
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშება რიგით მეშვიდეა. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება თვალი გადავავალოთ მსოფლიო რაგბის განვლილ უდიდეს ფორუმებს და მათი გმირები (ანტიგმირებიც) გავიხსენოთ.

პირველი მსოფლიოს თასის გათამაშება 1987 წელს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გაიმართა, რომელიც სრულიად ლოგიკურად, პლანეტის საუკეთესო გუნდის, "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ მაშინ შეჯიბრებაში 16 ქვეყნის ნაკრები ასპარეზობდა.

ტურნირის აღმოჩენა: ფიჯის ნაკრები

ფიჯის ნაკრებმა ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდის შემდეგ ტურნრზე ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. ფიჯელებმა C ჯგუფში, სადაც ახალი ზელანდიის ნაკრებმა პირველობა არავის დაუთმო, იტალიისა და არგენტინის ნაკრებებს აჯობეს და მეოთხედფინალში გააღწიეს. აქ კი დიდი მცდელობის მიუხედავად მომავალ ფინალისტთან, საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდნენ - 16:31. მიუხედავად ამისა, კუნძულელებმა მსოფლიოს თასის გათამაშება ამაყად თავაწეულებმა დატოვეს.

ტურნირის იმედგაცრუება: ინგლისის ნაკრები

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ტურნირი დასძლია, ცხადია, "პომების" გამოსვლას ამ მსოფლიოს თასზე აქტივში ვერ ჩავთვლით. მეოთხედფინალში ინგლისლებმა ისტორიულ მეტოქესთან, უესლის ეროვნულ გუნდთან წააგეს - 3:16.

მანამდე, ჯგუფურ ეტაპზე, მართალია, ინგლისის ნაკრებმა საკმაოდ შთამბეჭდავი ანგარიშით დაამარცხა იაპონია (60:7) და აშშ (34:6), მაგრამ ეს "პომების" მხოლოდ ეპიზოდური გაელვება გამოდგა.

ტურნირის გუნდი: ახალი ზელანდიის ნაკრები

ახალი ზელანდიის ნაკრებმა მსოფლიოს თასის პირველვე გათამაშებაზე დაამტკიცა პლანეტის საუკეთესო გუნდის სტატუსი. "ოლ ბლექსმა", რომლის ღირსებასაც ისეთი უმაღლესი დონის ვარსკვლავები იცავდნენ ჯონ ქირვანი, მაიკ ჯოუნზი, შონ ფიცპატრიკი, დევიდ კირკი და გრანტ ფოქსი, რომ იყვნენ, ყველა შეხვედრა აშკარა უპირატესობით მოიგო. შედეგად ახალზელანდიელთა გუნდის კაპიტანი დევიდ კირკი პირველი იყო მსოფლიო რაგბის ისტორიაში, ვინც ვებ ელისის თასი აღმართა.

შთამბეჭდავია, "ოლ ბლექსის" სტატისტიკა. თავად განსაჯეთ, 50 ქულა საშუალოდ მატჩში. მგეზავი გრანტ ფოქსი კი საუკეთესო მექულე გახდა, მან "ოლ ბლექსს" 126 ქულა შესძინა.

ტურნირის მატჩი: საფრანგეთი-ავსტრალია

ეს შეხვედრა წარმოუდგენელი სცენარით განვითარდა. დაუვიწყარი, ძალიან ლამაზი და დაძაბული მატჩი გამოდგა. თამაში სიდნეიში, კონკორ ოვალზე გაიმართა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტად მიჩნეული ავსტრალიის ნაკრების უპირატესობით დაიწყო. "ვოლაბები" მთელი მატჩის განმავლობაში ანგარშში წინ იყვნენ. ჯერ 9:0 დაწინაურდნენ, თუმცა პირველი ტაიმი მხოლოდ სამი ქულის სხვაობით 15:12 მოიგეს.

მეორე ნახევარი დასასრულს უხალოვდებოდა. ავსტრალია 24:21 იგებდა. ფრანგების დამრტყმელმა დიდიე კამბერაბერომ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა. ყველა მოელოდა, რომ დამატებითი დრო დაინიშნებოდა, თუმცა ფრანგები, სრულიად სხვანაირად ფიქრობდნენ. მათ საკუთარი მოედნის სიღრმიდან შესანიშნავი შეტევა წამოიწყეს. ხელდახელ ბურთაობაში ფრანგთა თერთმეტმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვების მომტანი ლელო კი ფრანგული რაგბის ლეგენდამ სერჟ ბლანკომ გაიტანა და "ლე ბლე" ფინალში გაიყვანა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე: სერჟ ბლანკო

ვისაც არ უნახავს მისი თამაში, ძალიან ბევრი დაკარგა. ელასტიური, უაღრესად სწრაფი და მახვილგონიერი ბლანკო მსოფლიოს ნებისმიერი უძლიერსი გუნდის მშვენება იქნებოდა. ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში გატანილი მისი ლელო კი, უდავოდ უნდა მივიჩნიოთ შედევრად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

omar korgazakhia
მადლობა მინდა ვუთხრა გაზეთ ლელოს, რომ რაგბის განყოფილება ყოველდღიურად ახლდება ახალი და ახალი სტატიებით, სხვა გაზეთებისგან განსხვავებით...
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა