ლევან ყიფიანი საბერძნეთში ფიფ-პროს მიერ გამართულ კონფერენციას დაესწრო და იქაური ამბები მოგვითხრო
"ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებელი ლევან ყიფიანი საბერძნეთში ფიფ-პროს მიერ გამართულ კონფერენციას დაესწრო და იქაური ამბები მოგვითხრო.

- ფიფ-პრო ფეხბურთელთა ინტერესების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრიც 50 ათასი ფეხბურთელია. მას ფიფა აღიარებს და პარტნიორული ურთიერთობაც აქვს, რადგან თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშეთა უფლებების დაცვა აქტუალური თემაა.

"ჩვენი ფეხბურთი" ამ ორგანიზაციასთან უკვე მეორე წელია, თანამშრომლობს. ახლახან ფიფ-პრომ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომლის მიზანიც ორგანიზაციაში ახალი ქვეყნების ჩართვაა. ცოტა ხნის წინ სალონიკში გამართულ კონფერენციაზე აღმოსავლეთევროპელები შევიკრიბეთ, პლუს საბერძნეთის, კვიპროსისა და მალტის წარმომადგენლები. მთავარი მოთხოვნაა, ორგანიზაცია იყოს დამოუკიდებელი და დაიცვას ფეხბურთელთა ინტერესები. იგულისხმება კონტრაქტის პირობების დაცვა, დროული შესრულება და ბევრი სხვა რამ, რაც საქართველოშიც პრობლემურია.

ჩვენი პროფილის გაერთიანებებმა უნდა იბრძოლონ არაერთი მანკიერი მოვლენის წინააღმდეგ - რასიზმის, ჩაწყობილი თამაშების, სტადიონებზე ძალადობის...

სექტემბერში აღმოსავლეთევროპელებისთვის მორიგი კონფერენცია ჰოლანდიის ქალაქ პოოპდორფში გაიმართება, სადაც ფიფა-პროს შტაბბინაა.

- ამ მიმართულებით თქვენი ორგანიზაცია საქართველოში რას აკეთებს?

- "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებლები ვართ მიშა ყაველაშვილი, გოჩა ჯამარაული და მე. სხვათა შორის, მიშა იყო ერთ-ერთი პირველი მოთამაშე, რომელიც შვეიცარიულ ორგანიზაციაში გაწევრდა და იქიდან სურდა მსგავსი გაერთიანების საქართველოში დაფუძნება. თავდაპირველად სწორედ შვეიცარიელებთან ვთანამშრომლობდით, რომლის პრეზიდენტიც ცნობილი ადვოკატი ლუსიენ ვილინიაა.

ჩვენი ძირითადი მიმართულება იურიდიულ საკითხებში ფეხბურთელთა და გუნდების დახმარებაა. სექტემბერში მოთამაშეთა გაწევრებას დავიწყებთ, რომლებსაც ფიფ-პროს სახით სერიოზული დამცველი ეყოლებათ. ხშირად იქმნება კურიოზული ვითარება - ფეხბურთელები და გუნდები საკუთარი საკითხების გადაწყვეტაში არ მონაწილეობენ, მათი უფლებები ხშირად არც არის გათვალისწინებული. ფეხბურთელებს აქვთ კონტრაქტები, მაგრამ ხდება ხოლმე, როდესაც მათ შუა სეზონში გუნდიდან უმიზეზოდ ითხოვენ ან დროულად არ უხდიან ხელფასს, არად აგდებენ საერთაშორისო ვალდებულებებს. ამ ამბებს ევროპელები ვერ იჯერებენ, არადა, ეს ჩვენი საფეხბურთო ყოფის სერიოზული ხარვეზებია.

ცხადია, პრობლემები მხოლოდ საქართველოში არ არის და ამიტომ თანამშრომლობენ ფიფა, ფიფ-პრო და ევროკავშირი.

მალე საქართველოში ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები გვესტუმრებიან და საჭირბოროტო საკითხებზე სემინარებს ჩაგვიტარებენ.

ერთ საინტერესო სიახლესაც გეტყვით: ჩვენი აქტიურობის შედეგად ქართველი მოთამაშეები მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მიიღებენ მონაწილეობას.

- როგორ?

- 2010 წელს ფიფამ და ფიფ-პრომ ერთად გამოავლინეს საუკეთესო და ის ლიონელ მესი გახდა, გამოკითხვაში ორგანიზაციაში გაწევრებული ქვეყნების მოთამაშეები მონაწილეობდნენ, წლეულს კი საქართველოში გამოკითხვას ორგანიზებას "ჩვენი ფეხბურთი" გაუწევს, ფეხბურთელებს კითხვარებს მივაწვდით და შედეგებს ორგანიზაციას გავუგზავნით.

- ადრე ამბობდით, ფეხბურთელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები უგუნდო მოთამაშეებსაც ეხმარებიანო.

- ეხმარებიან გუნდების მოძებნაში, შეკრებების მოწყობაში, ფორმის შენარჩუნებაში, ფიფ-პრო კი უგუნდოთა სანაკრებო ტურნირებს ატარებს. სხვათა შორის, წლევანდელ ტურნირში მეორე ადგილი შვეიცარიელი უგუნდოების ნაკრებმა დაიკავა, რომლის კონსულტანტიც ყაველაშვილია.

- ყაველაშვილმა მწვრთნელობა დაიწყო?

- წლეულს მიიწვიეს, რადგან მიშას შვეიცარიაში ავტორიტეტი აქვს და იციან მისი საქმიანობის შესახებ. მისმა გუნდმა იტალიასთან და საფრანგეთთან მოიგო, მხოლოდ ესანეთთან წააგო და მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირის შემდეგ კი რამდენიმე მოთამაშე კლუბებში მიიწვიეს.

ასე რომ, საქართველოში არაერთი მიმართულებით გვაქვს სამუშაო და ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებაც შეგვიძლია. ვურთიერთობთ ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა მან თავის სუბიექტად გვაღიაროს. სამწუხაროდ, წინა ფედერაციამ ეს არ ისურვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rizha
წესიერი და საქმის გამკეთებელი ხალხია. წარმატებები "ჩვენ ფეხბურთს".
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ