„ლელოების მანქანა“ – ასე მოიხსენიებს "ბორჯღალოსანთა" ფრთა აკა ტაბუცაძეს, 60 წლის ისტორიის მქონე სარაგბო გამოცემა Rugby World-ი, რომელიც ქართული რაგბის ბოლოდროინდელი, ისტორიული წარმატებების ფონზე, სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ქართველ მორაგბეებს.

ტაბუცაძეს 26 წელი აგვისტოში შეუსრულდება. დღემდე მის ანგარიშზე 28 მატჩში 27 გატანილი ლელოა (!), რაც უნიკალური მაჩვენებელია. გატანილი ლელოების რაოდენობით, ის ლეგენდარულ მამუკა გორგოძეს გაუტოლდა და შემდეგი შედეგიანი შეტევა მას "ბორჯღალოსანთა" ისტორიაში ერთპიროვნულ საუკეთესო მელელოვედ აქცევს. ეს შესაძლოა წელსვე მოხდეს, რადგან "ბორჯღალოსნებს" მინიმუმ 7 თამაში ელით – 3 გასახურებელი (რუმინეთი, აშშ, შოტლანდია) აგვისტოში და 4-იც მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე.

„საქართველო მსოფლიო თასზე დიდი ოცნებით მიდის – მოიპოვოს ფლეი ოფის საგზური, რის მიღწევაშიც ხაზის მოთამაშეებს გადამწყვეტი როლი ექნებათ.

საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძე საკვანძო ფიგურა იქნება და გაგაცნობთ 10 ფაქტს, რომელიც მის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ:

1. დაიბადა 1997 წლის 19 აგვისტოს საქართველოს დედაქალაქ თბილისში. აკაკი ტაბუცაძე შალვა და ირინა ტაბუცაძეების მეორე ვაჟია.

2. რაგბამდე ის 6 წლის განმავლობაში ფეხბურთს თამაშობდა ‘საბურთალოში’. აკა 13 წლის იყო ფეხბურთს თავი რომ დაანება.

3. 16 წლის იყო როდესაც რაგბზე მივიდა კლუბ ‘ლელოში’ და სწრაფად იქცა გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ.

4. კაცთა გუნდში დებიუტი 2015 წელს ჰქონდა და გუნდს დიდი 10-ის ზედიზედ ორჯერ მოგებაში დაეხმარა – 2015 და 2016 წლებში.

5. ახალგაზრდულ ნაკრებებში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ტაბუცაძეს 7-კაცაში უხმეს, სადაც სპრინტერული და დამაგვირგვინებელი უნარები კიდევ უფრო დახვეწა.

6. საერთაშორისო არენაზე მისი დებიუტი 2020 წელს, ესპანეთთან შედგა. მან თამაში ფრთაზე, სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 1 ლელო გაიტანა, მომდევნო შეხვედრაში კი – 4!

7. ტაბუცაძემ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ლელო 2021 წელს საფრანგეთს გაუტანა.

8. ტაბუცაძე 2022 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასის, ასევე 2022 და 2023 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვეა.

9. სისწრაფისა და რეაქცების გამო, მისი თიკუნია „ტყვია“.

10. 2023 წელს, ტაბუცაძეს აქვს შანსი, რომ გატანილი ლელოებით მამუკა გორგოძეს გადაასწროს და ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდეს – ეს შესაძლოა მსოფლიო თასზე მოხდეს.

Rugby.ge

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
სალაჰმა გამოაცხადა, რომ "ლივერპულს" ტოვებს
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
დატოვებს მამარდაშვილი "ლივერპულს"? - ვითარებას ინგლისელი საფეხბურთო ექსპერტი განმარტავს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება