ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერის" 1:0 დამარცხების შემდეგ, BBC-სთან კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა:

"დავიღალე. მშვიდად ვარ. გამარჯვების მოპოვება ძნელი იყო. ჩვენს საუკეთესო დონეზე ვერ ვიყავით. მსოფლიოს ჩემპიონატის მერე გუნდმა ნაბიჯი წინ გადადგა. თუმცა, "ინტერთან" საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ. ჩემპიონთა ლიგასთან ერთად ტრებლის გაფორმება რთული იყო.

ამ მოვლენის სასტუმროში ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშვნას ვაპირებთ. ორშაბათს მანჩესტერში აღლუმი გაიმართება".

ზურა
შენ რომ სამსახურს შეიცვლი, იმაზე მეტი არ უნდა გადაგიხადონ, რაც წინა სამსახურში გქონდა. მერე ვნახავთ, რა კარგად იმუშავებ
დათა თუთაშხია
თასი ფეხბურთში ბევრად ძველი და ტრადიციული მოვლენაა, ვიდრე ჩემპიონატი. ოღონდ ვინ ეკითხება უეფას, ქვეყნის თასის გათამაშება ჩატარდება თუ არა? არაა ეგ უეფას პრეროგატივა. რაც არის - ევროთასები, მანდ გეთანხმები, ეს კონფერენს ლიგა სრული მარაზმია და სლოვენიელი უეფას პრეზიდენტის დამსახურება მგონია, რომელმაც ევროთასები კალათბურთის ევროთასებს დაამსგავსა, სადაც ვერ გაიგებ, ვინ რისთვის და რატომ თამაშობს. პრობლემა იმაშია, რომ ევროთასების სტრუქტურას შემოსავლების ზრდის მიხედვით განიხილავენ და შინაარსობრივს საერთოდ აღარავინ კითხულობს. შინაარსი მაშინ იყო ევროთასებში, როდესაც ჩემპიონები ჩემპიონთა თასისთვის იბრძოდნენ, თასების მფლობელები შესაბამისი თასისთვის და ჩემპიონატების პრიოზიორები უეფას თასისთვის. დღეს რა გვაქვს? ვინ სად თამაშობს, რომელი თასიდან სად გადადის, ყოველგვარ აზრსა და შინაარსსაა მოკლებული. მთელი სისტემა იმაზეა აგებული, რომ ფინანსურად ძლიერი კლუბები წლიდან წლამდე სტაბილურ შემოსავალს იღებდნენ ე.წ. ევროთასებიდან, რომლებიც დიდი ხანია თასები აღარაა და სხვადასხვა სახის შინაარსს მოკლებულ ლიგებად იქცნენ.
Levani
ფეხბურთს შეიხები კი არა უტვინო ფიფა-უეფა კლავს. რა საჭიროა თასის გათამაშება(ყველა ქვეყნისთვის) რომელიც კალენდარს ტვირთავს.რა საჭიროა ევროპა და კონფერენს ლიგები? წელს ვესტ ჰემის ფეხბურთელებმა ისე იზეიმეს გეგონება ჯოკერში მოიგეს თან კახიანის გარეშე,სკამის ქვეშ გაძეომაზე..უბანში რო ჯოკერს იგებენ ლუდზე ის უფრო უხარიათ ვიდრე იმათ კონფერენს ლიგის მოგება გაუხარდათ. მერე მეორე თემაა-დროის გაწელვა- 90წუთიან თამაშში ფეხბურთს მაქსიმუმ 30-40 წუთი თამაშობენ,გაჩერდეს დრო კალათბურთივით ყველა სტოპზე და მერე დაემგვანება ფეხბურთი თამაშს გულშემატკივარიც მივა სტადიონზე,ბილეთსაც იყიდის და ვინც სანახაობას წარადგენს გულშემატკივარიც ეყოლება მერე მეტი პრიორიტეტი უნდა მიეცეს სანაკრებო ფეხბურთს,ოლიმპიადაზე რო გიჟდება ყველა ქვეყნის მთავრობა-ხო შეიძლება ცოტა მეტი ყურადღება მიაქციონ უპატრონო სანაკრებო ფეხბურთს.ყოველ ორ წელში მუნდიალიც არ არის ურიგო იდეა. აბა ასე- უაზროდ გადატვირთული კალენდარი,მოსეირნე დროის გაყვანის სპეცი ფეხბურთელები და პლეისტეიშენის მასტერ ლიგასავით აწყობილი გუნდები-სრული კატასტროფაა.
Gio
Interma ajoba tamashit, yochag indzagis.
ლაშა
100%-ით სიმართლეს ამბობ. 90-იანი წლების შემდეგ ინტერნეტმა (ვგულისხმობ ტოტალიზატორმა) და ახლა შეიხებმა კიდევ უფრო უინტერესო გახადეს ფეხბურთი. მართალია, სიტიმ იმდენი ხარჯა (მარტო მიმდინარე სეზონში 900 მილიონი), რომ ფაქტიურად ჩემპიონთა თასი მესამე ცდაზე მოიგო, უფრო სწორად იყიდა, რატომ (ზოგიერთების გასაგონად)? იმიტომ, რომ მარტო ჰაალანს 800 000-ს ფუნტს უხდიან კვირაში, სხვებზე რომ არ ვილაპარაკოთ და გვარდიოლას კიდევ უმკაცრესი დისციპლინა აქვს, თორემ გვახსოვს პელეგრინის და მანამდე ქინქლაძის დროინდელი სიტი, რომელიც ამჟამად ერთი-ერთში ჰგავს პსჟ-ს! სწორია, ფეხბურთის სამყაროს გარკვეული რეგულაციები თუ არ დაუწესდა, კიდევ პროცესები უმართავი გახდება. სინამდვილეში, სუპერლიგა იყო ანგლოსაქსების წინააღმდეგ მიმართული პროცესი. ეხლა მოხდა ის, რომ ამავე ანგლოსაქსების მეცადინეობით და დანარჩენი ევროპის წინააღმდეგ (ანგლოსაქსები VS ევპოპა) სუპერლიგის პროექტის განხორციელების იდეა ჩავარდა და ხდება პრემიერლიგის ენ-ბი-ეი-ზაცია, ანუ დაახლოებით ისეთი საგიჟეთი, აშშ-ში მექსიკი საზღრიდან რომ იპარებიან გაჭირვებული ქვეყნებიდან, ინგლისშიც ასეთი ვითარება უნდათ იყოს, ოღონდ ფეხბურთელების მხრიდან. ამ სრულ საგიჟეთს თუ რეგულაციები არა, სულ მალე უმართავ პროცესებს მივიღებთ. ეგერ, 1994 წლის შემდეგ ძალიან გააპიარეს აშშ-ში ფეხბურთი და ახლა პოპულარობა გაასმაგებულია, რომელიც უფრო პოლიტიზირებულ ხასიათს შეიძენს!...
ძია ისიდორე
რითი დაიღალა საინტერესოა,უპრაკონოდ ფულის ხარჯვით? მილიარდები დახარჯეს და მოიგეს ის ტიტული,რომლიდანაც ას მილიონზე ცოტა მეტს გამოიმუშავებენ. სპორტია და ფული არ ადარდებთ,ეს დავიჯერეთ,მარა იმას რა ვუყოთ,როცა ლიგას იგებს გუნდი და მისი ორი კინკილა ფანი არცკი მღერის? ერთი ჩენთი არ შეუსრულებიათ,თავიდან ბოლომდე ჩახადა ინტერის ფანობამ. იმას თქმა რათ უნდა,სიტის ლიგის მოგება ფეხბურთის სირცხვილია,რადგან არაფერი არ აქვს ამ გუნდს,არც ფანობა უვარგა და არც ისტორია აქვს. დიდ ფულს რეალიც ხარჯავს და ბარსაც,ლივერპულსას გადაუხდია დიდი ფული,თუმცა მათ სტადიონზე თუ მიხვალ,სულ სხვა გარემოა და იგრძნობა რო ფეხბურთია იქ მთავარი. სიტიმ დახარჯა დიდი თანხა და ვერ მოიგო,კიდევ დახარჯა და უფრო მეტი ფული ჩაასხა,მაინც ვერ მოიგო და ასე გაგრძელდა მანამდე,სანამ არ მოიგეს. სულ სხვა საქმეა,რამდენად სწორად ხარჯავენ და რანაირად არ არღვევენ უეფას წესებს? იყო შემთხვევა,როცა გამოიჭირეს და 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს,მერე უდანაშაულოდ ცნეს და 10 მილიონი გადაახდევინეს,ეს რანაირი ამბავია? სუპერლიგაზე ამბობდა ჩეფერინი,ფეხბურთს კლავსო და სიტის,პსჟ ან ნიუკასლი რას უშვება? უეფა რო მონოპოლისტია ეგ ფაქტია და კორუფციაში იხრჩობა,ფეხბურთი შეიხებს მიყიდეს და ჯიბე გაისქელეს. ცოტა ხანში,ფეხბურთს განადგურება უწერია და დაირღვევა სპორტული პრინციპი. სასწრაფოდ უნდა მოხდეს წესების ცვლილება და კლუბები ვალდებულები უნდა იყვნენ,რომ უფროსი გუნდის წევრების 90% ყავდეთ აკადემიელი ხალხი და სატრანსფერო თანხა არ უნდა იყოს 50 მილიონზე მეტი,ასევე კლუბს არ უნდა ქონდეს უფლება ფეხბურთელს გადაუხადოს იმაზე მეტი ხელფასი,ვიდრე წინა კლუბში ქონდა. მერე ვნახავთ,რა მუღამი გაუჩნდებათ შეიხებს და რამდენად გაქაჩავენ იქ,სადაც მართლა ფეხბურთის ცოდნა მოითხოვება. ეჭვი მაქვს,რომ რადიკალურად შეიცველბა ვითარება და ვიხილავთ ისეთ გუნდებს სათავეში,როგორებიც არიან ბენფიკა,აიაქსი,დინამო ზაგრები,რედბულის,პარმა,ბილბაო და ა.შ. იშვიათად გამოერევიან ლივერპული,ბარსა,ჩელსი. საფრანგეთში კარგი სკოლები აქვთ სხვადასხვა გუნდს,იტალიაც ნომრალური სიტუაცია არის და რაც მთავარია,ისეთ ქვეყნებს ეყოლებათ კარგი გუნდები,როგორებიც არიან საქართველო,უკრაინა,სერბეთი,ხორვატია თავისთავად. აბა,ყოველ წელს გუნდის შემადგენლობა ვცვალო,ვხარჯო ბევრი ფული,სხვა გუნდები ამით გავათახსირო და მერე ძლივს რაღაც მოვიგო,რანაირი ფეხბურთია. თუ სპორტული პრინციპია,მაშინ აკადემიებით დაეჯიბრონ და ყავდეთ მაგარი ხალხი თუ გაზრდიან. პსჟ იყიდა მესი,ნეიმარი და მბაპე,აცოდვილებ ასეთ ფეხბურთელებს და ტანჯავდნენ,ეს რანაირი ფეხბურთია? რატომ უნდა გააფუჭო ფეხბურთელი და არ ათამაშო თავის პოზიცია შეიხის ხუშტურის გამო. მესიც და მბაპე დიდი ეგოს ფეხბურთელები არიან და ერთ გუნდში არ უნდა იყვნენ. ამიტომაც საჭიროა ჩემს მიერ მოყვანილი წესები,თუ არა,ფეხბურთი საყურებელი აღარ იქნება.
ALONZO
ლუკაკუს თავი კვახივით არ უნდა დაერტყა.
იმერელი
ეს სიტი არ იყო საუკეტესო მაგრამ შედეგი დადო. ინტერს კი ყოჩაღ მაგრად იბრძოლეს
[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
“კომო” ჩემპიონთან ლიგაზე საშინაო მატჩებს სხვა სტადიონზე გამართავს
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
ყველაფერი შეთანხმდა - მარესკა "სიტის" ახალი მწვრთნელი გახდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
მამარდაშვილი ერთბაშად სამ იტალიურ კლუბს შესთავაზეს - როგორ განვითარდება მოვლენები?
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" სამიზნეები ცნობილია
კიდევ ერთი კვარაცხელია სერია А-ში - "ნაპოლიში" თუ "ინტერში"?
"ქუჩაში თუ დამინახავთ, მოდით და ჩამეხუტეთ" - გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტის" ფანებს მიმართა
მამარდაშვილი შეიძლება "ინტერში" გადავიდეს და "ლივერპულში" დაბრუნება არ სურს
"არ მესმის იმ ხალხის, ვინც ფერგიუსონს გვარდიოლაზე წინ აყენებს" - ჯეიმი კარაგერი
"როდის დავუბრუნდები სამწვრთნელო საქმიანობას?" - გვარდიოლამ შეკითხვას უპასუხა
[VIDEO] "ინტერმა" "პარმა" დაამარცხა და სკუდეტო მოიპოვა
ორი ესპანური ვარიანტი - ბერნარდოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
"ეს არის მიზეზი, რის გამოც ფეხბურთელებს არასდროს ვუმეგობრდები" - პეპ გვარდიოლა
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ