29 ივლისს საფრანგეთის ქალაქ ლიონში პროფესიონალი ქართველი მოკრივეები დავით მაკარაძე და ბექა საჯაია იბრძოლებენ
29 ივლისს საფრანგეთის ქალაქ ლიონში პროფესიონალი ქართველი მოკრივეები დავით მაკარიძე და ბექა საჯაია იბრძოლებენ.

დავით მაკარაძე მსოფლიო კრივის ორგანიზაციის ევროპის (WBO European) ქამრის მოსაპოვებლად იბრძოლებს. ორთაბრძოლა 12 რაუნდიანია და ქამარი 69 კგ-მდე წონით კატეგორიაში, იგივე Light Milldeweight -ში გათამაშდება.

მაკარაძე ფოთელი მოკრივეა, ის 32 წლისაა და საკმაოდ გამოცდილია როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო კრივში. პროფესიონალურ რიგზე ჩატარებული აქვს 22 ორთაბრძოლა, საიდანაც 17-ში გაიმარჯვა, 5-ში კი დამარცხდა. მაკარაძეს რეიტინგში 14 ქულა აქვს. მან 2007 წელს საქართველოს ჩემპიონობა და ქამარი მოიპოვა.

ამის შემდეგ მას ჰქონდა მოწვევები იტალიიდან, სადაც სამწუხაროდ IBF inter-continental-ის ქამრისთვის ორთაბრძოლაში, მე-10 რაუნდში დამარცხდა იტალიელ ფედელე ბელუჩისთან. შემდეგ ჰქონდა გასვლითი შეჯიბრები ბელარუსიაში და უკრაინაში, სადაც სარეიტინგო 6-რაუნდიანი ბრძოლა მოუგო რახიმ მინგალეიევს. მისი ბოლო სატიტულო ბრძოლა ჩატარდა საფრანგეთში, სადაც ვაკანტური ევროპის კრივის ასოციაციის (EBA - European Boxing Association) ტიტული გათამაშდა. ამ შემთხვევაში დათომ ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ საფრანგეთში გამარჯვება ქულების მცირე სხვაობით მის მოწინაღმდეგეს, ფრანგ სალიმ ლარბის მისცეს.

29 ივლისს WBO ევროპის ჩემპიონობისთვის მაკარაძე მიშელ სოროს შეერკინება. სორო 21 წლისაა, სულ 15 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული. ეს კი მისი პირველი ბრძოლაა ჩემპიონობისთვის. მიუხედავად ამისა, რეიტინგში მას 106 ქულა აქვს.

ზემოთაღნიშნულ ტურნირზე სარეიტინგო 8 რაუნდიან ბრძოლას ჩაატარებს თბილისელი ბექა საჯაია. ეს არ არის საჩემპიონო ბრძოლა, მაგრამ აისახება მოკრივეთა რეიტინგზე და მათ ქულებზე. ეს ბრძოლა 64 კგ.-მდე წონით კატეგორიაში, იგივე Light welterweight-ში ჩატარდება.

ბექა 24 წლისაა და არცთუ დიდი ასაკის მიუხედავად, 40 ბრძოლა აქვს პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული, საიდანაც 26 მოგება, 1 ფრე და 13 წაგება აქვს. მას ამჟამად 20 ქულა აქვს. ბექა საქართველოს ჩემიონია 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში, მან ეს ტიტული 2010 წლის თებერვალში მოიპოვა. მას მრავალი ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული საერთაშორისო რინგზე. უკრაინაში, უზბეკეთში, თურქეთში, ბელარუსში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში.

ამჯერად საჯაია ლიონში ვილი ბლეინს შეხვდება. ვილი 33 წლის არის, 24 ჩატარებული ბრძოლიდან 23 მოგებული აქვს, რაშიც 67 ქულა დააგროვა. WBO-ს ინტერკონტინენტალური ქამრის მფლობელია და 2002 და 2004 წლებში მონაწილეობას იღებდა ოლიმპიადაზე.

საქართველოს პროფესიონალური კრივის ასოციაცია

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა