საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდის ევროსარბიელზე ასპარეზობის ისტორია (1993-2011)

დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ქართულ გუნდებიდან პირველი ევროტურნირებზე თბილისის "დინამო" წარდგა - 1993 წელს უეფამ მხოლოდ ერთი ადგილი "გვიწყალობა" და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება თბილისელებს მისცა.

სამწუხაროდ, ჩრდილოირლანდიურ "ლინფილდთან" ის ორრაუნდიანი დაპირისპირება ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ სამარცხვინო ლაქად დარჩება: ეს ეტაპი კი დავძლიეთ, მაგრამ თბილისური მატჩის თურქმა მსაჯებმა უეფაში უსტარი აფრინეს - ქრთამი მოგვცესო - და "დინამოს" დისკვალიფიკაცია მიესაჯა. ჯერ ლაპარაკი იყო ორწლიან იზოლაციაზე, მაგრამ დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ "დინამო" მომდევნო წელსვე დაუშვეს ევროტურნირზე, ოღონდ, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონს მხოლოდ უეფას თასზე უნდა ეთამაშა.

საერთოდაც, 1995 წლამდე ქართული გუნდებიდან ევროტურნირებზე მარტო თბილისის "დინამო" ასპარეზობდა და მხოლოდ ამის მერე გავიდნენ ევროპაში ბათუმის "დინამო" და "სამტრედია", ქუთაისის "ტორპედო" და ზესტაფონის "მარგვეთი", ფოთის "კოლხეთი" და თბილისის "მერანი-91", თბილისის "ლოკომოტივი" და თბილისის "ვიტ ჯორჯია", ბოლნისის "სიონი" და "თბილისი", თბილისის "ამერი" და რუსთავის "ოლიმპი", გორის "დილა" და "ზესტაფონი", წლეულს კი ევროდებიუტი "გაგრას" ჰქონდა...

თბილისის "დინამოს", როგორც საქართველოს ყველაზე ტიტულიან გუნდს, ჩვენი სხვა გუნდებისგან განსხვავებით, სხვა მიღწევებითაც შეუძლია იამაყოს. ბოლოს და ბოლოს, ერთადერთი გუნდია, პირველი ჩემპიონატიდან მოყოლებული დღემდე, უმაღლესი ლიგა რომ არ დაუტოვებია. ეგ კი არა, "დინამო" ასევე ერთადერთია, ჩემპიონატი მესამე ადგილზე ქვემოთ რომ არ დაუმთავრებია! ჰოდა, რა გასაკვირია, რომ 1993 წლიდან მოყოლებული, თბილისის "დინამო" ყოველ წელს ასპარეზობს ევროტურნირებზე და ერთი-ორჯერ მართლაც ჩინებული შედეგი ჰქონდა. განვლილი 18 წლის განმავლობაში "დინამოს" მიერ ჩატარებულ ყველა ევრომატჩს რომ შევეხოთ, ეს დიდ დროს წაიღებს. რა თქმა უნდა, იყო მწარე დამარცხებანიც: "ლევერკუზენთან" (1:6), "ბოავიშტასთან" (0:5), "რაპიდთან" (0:5), "ტიროლთან" (1:5), "ბრაგასთან" (0:4), "სპორტინგთან" (0:4); თუმცა, არცთუ ცოტა იყო ისეთი შეხვედრებიც, "დინამო" მეტოქეებს დიდი ანგარიშით რომ უგებდა: "კრუზეიდერსთან" (5:1), "კილიკიასთან" (5:1), "გრევენმახერთან" (4:0). და აი, ერთი კვირის წინ "დინამომ" ევროტურნირებზე სარეკორდი გამარჯვება მოიპოვა: ალექს გარსიას ხელმძღვანელობით უელსურ "ლანელის" 5:0 მოუგო!

"დინამოსთვის" ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი უცხო ხილი ნამდვილად არ არის, თუმცა დღემდე მხოლოდ ორჯერ მოხდა, "დინამომ" ევროტურნირის სამი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა რომ მოახერხა. პირველად ეს 1996 წელს იყო, როცა დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით "დინამომ" გზიდან ჩამოიცილა ლუქსემბურგის "გრევენმახერი", ნორვეგიის "მოლდე" და მოსკოვის "ტორპედო", თუმცა ამის შემდეგ "ბოავიშტასთან" ვერაფერს გახდა...

ყველაზე წარმატებული ევროსეზონი კი 2004 წელს გვქონდა: ბელარუსული "ბატეს", ჩეხური "სლავიასა" და პოლონური "ვისლას" ძლევით "დინამომ" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა! ხვდებით, ალბათ, რომ მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასპარეზობის პერიოდს ვგულისხმობთ, თორემ მეორე და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპების გავლა კი არ გვიჭირდა, ევროტურნირების ნახევარფინალსა და ფინალშიც გვითამაშია - ბოლოს და ბოლოს, 1981 წელს თასების მფლობელთა თასიც მოვიპოვეთ!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა