როგორც არ უნდა დასრულდეს "რენთან" "მეტალურგის" დაპირისპირება, რუსთაველთა ევროასპარეზობა წელს წარმატებულად უნდა შეფასდეს
სახელწოდების შეცვლამ რუსთავის გუნდზე აშკარად სასიკეთოდ იმოქმედა: კლუბის ისტორიაში პირველად "მეტალურგმა" (ყოფილმა "ოლიმპმა") ევროტურნირებზე ორი ეტაპი გადალახა!

ვიდრე გუნდს "ოლიმპი"ერქვა, უმეტეს შემთხვევაში პირველსავე ეტაპზე ეთიშებოდა ევროტურნირებს (მხოლოდ ერთხელ მიაღწია მეორე საკვალიფიკაციო რაუნდამდე), ახლა კი, თორნიკე მაისურაძისა და არმაზ ჯელაძის დამოძღვრილმა გუნდმა კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

"მეტალურგის" წლევანდელი ევროასპარეზობა ყოველმხრივ წარმატებულად უნდა შეფასდეს, და ეს იმის მიუხედავად, თუ როგორ დამთავრდება რუსთაველთა გუნდისა და ფრანგული "რენის" დაპირისპირება. ამ წყვილში უდავო ფავორიტი რომ ფრანგული კლუბია, ვფიქრობთ, საკამათო არავისთვისაა, თუმცა გვჯერა, რომ "მეტალურგი" ღირსეულად ითამაშებს ბევრად უფრო ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ - ყოველ შემთხვევაში, რუსთაველები ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფლები იქნებიან - "რენთან" დამარცხების შემთხვევაში მწვრთნელი-ფეხბურთელები ვინ უნდა დაძრახოს...

წლევანდელ ევროტურნირზე "მეტალურგის" წარმატებული თამაში მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ; თანაც, რუსთაველებმა ხომ ქართული გუნდებისთვის დამახასიათებელი ერთი უსიამოვნო "ტრადიციაც" დაარღვიეს: წლევანდლამდე ჩვენი კლუბები ევროტურნირებზე ვერაფრით ახერხებდნენ ყაზახური გუნდების ძლევას. და აი, "მეტალურგმა" პავლოდარის "ირტიშის" გამოგდებით ქართულ-ყაზახური დაპირისპირების სტატისტიკაც შეცვალა! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თავად რუსთაველებს ორჯერ სწორედ ყაზახურმა გუნდებმა გადაუღობეს გზა მომდევნო ეტაპისკენ.

ყაზახური სინდრომი

რუსთაველების ევროდებიუტი 2007 წელს შედგა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონმა ყაზახურ "ასტანასთან" ვერაფერი გააწყო: საშინაო ფრეს საგარეო 0:3 მოჰყვა...

"ოლიმპი" ევროტურნირებს ორი წლის შემდეგ დაუბრუნდა და ყველა დარწმუნებული ვიყავით, რომ ვარლამ კილასონიას გუნდი ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს წარმატებით დაძლევდა.

ასეც მოხდა: "ოლიმპმა" ორივე მატჩში უპრობლემოდ აჯობა ფარერების ბ-36-ს. აი, მომდევნო ეტაპზე კი "ოლიმპს" ერთობ სერიოზული მეტოქე შეხვდა: პოლონეთის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი ვარშავის "ლეგია"! თუმცა "ოლიმპის" ქომაგებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ ევროტურნირების უდიდესი გამოცდილების მქონე პოლონელების წინააღმდეგ თავიანთ "საიდუმლო იარაღს" აამოქმედებდნენ - "ლეგიასთან" პირველ მატჩამდე ერთი თუ ორი დღით ადრე რუსთავის გუნდში ხომ ერთდროულად ხუთი ბრაზილიელი (აკინო, ფრაგა, ჟონატასი, ჟერონიმო, ჩოკო) ჩაირიცხა!

სამწუხაროდ, "ლეგიამ" ორივე მატჩი მოუგო "ოლიმპს", მაგრამ არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, იმავე აკინოსა თუ ფრაგას ახალ პარტნიორებთან შესათამაშებლად ოდნავ მეტი დრო რომ ჰქონდათ. თან არც ის დაგვავიწყდეს, რომ ვარშავულ მატჩში ანდერსონ აკინომ პენალტი ვერ გამოიყენა, არადა, ამ ბრაზილიელის შესაძლებლობებში ქართველი ქომაგი მალე დარწმუნდა - საქართველოს 2009-10 წლების ჩემპიონატში აკინო საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა და საუკეთესო ბომბარდირიც, ახლა კი წარმატებით თამაშობს ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და "კურიტიბას" ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ...

2007 წლისა არ იყოს, რუსთაველებისთვის ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გათამაშებაც წარუმატებელი გამოდგა, ან რომელ წარმატებაზე შეიძლებოდა ფიქრი, როცა ევროტურნირის წინ საქართველოს ჩემპიონი გუნდიდან სხვადასხვა მიზეზით 16 ფეხბურთელი წავიდა! ამიტომაც არავის გაჰკვირვებია, როცა ყაზახურმა "აქტობემ" ორი მატჩის ჯამში დაჯაბნა საქართველოს ჩემპიონი.

სამაგიეროდ, წლეულს სიტუცია რადიკალურად შეიცვალა: გუნდმა, ფაქტობრივად, შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი (ერთი-ორი ფეხბურთელიც დაიმატა) და შედეგიც ვნახეთ. ყოველ შემთხვევაში, ბევრი მართლაც ვერ იფიქრებდა, სახელწოდებაშეცვლილი რუსთავის გუნდი ევროტურნირების ორ საკვალიფიკაციო ეტაპს თუ გადალახავდა...

"მეტალურგი" ევროტურნირებზე

2007 წელი

ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი

ოლიმპი (რუსთავი)-ასტანა (ყაზახეთი) 0:0

ასტანა-ოლიმპი 3:0

გოლები: კუჩმა, ტლეხუგოვი, ჟალმაგომბეტოვი

2009 წელი

ევროპის ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი

ოლიმპი (რუსთავი)-ბ-36 (ფარერები)2:0

გოლები: გ. მეგრელაძე-2

ბ-36-ოლიმპი 0:2

გოლები: სირბილაძე, ხუბუა

II საკვალიფიკაციო ეტაპი

ლეგია (პოლონეთი)-ოლიმპი (რუსთავი) 3:0

გოლები: პალუხოვსკი, კიულბოვიჩი, შალახოვსკი

ოლიმპი-ლეგია 0:1

გოლი: შალახოვსკი

2010 წელი

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი

აქტობე (ყაზახეთი)-ოლიმპი (რუსთავი) 2:0

გოლები: სმაკოვი-2

ოლიმპი-აქტობე 1:1

გოლები: რეხვიაშვილი; ტლეშევი

2011 წელი

ევროპის ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი

ბანანცი (სომხეთი)-მეტალურგი (რუსთავი) 0:1

გოლი. ქობალია

მეტალურგი-ბანანცი 1:1

გოლები: გ. მიქაბერიძე; დუ ბალა

II საკვალიფიკაციო ეტაპი

მეტალურგი (რუსთავი)-ირტიში (ყაზახეთი) 1:1

გოლები: ა. კვახაძე; დასკალოვი

ირტიში-მეტალურგი 0:2

გოლები: ქობალია, მოდებაძე

შენიშვნა: 2011 წლის ზაფხულამდე რუსთავის გუნდი "ოლიმპის" სახელით ასპარეზობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

omari
სხვა რომელი გუნდი გამოაგდეს ყაზახებმა? ეგეც დაგეწერათ ბარემ, მაგრამ რაღაც არ მახსოვს და მეტალურგმი თავისივე ანტიტრადიცია დაამხო
[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
ევროპა ლიგის ფინალში "ასტონ ვილა" და "ფრაიბურგი" გავიდნენ
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს