"მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლის შესახებ, "ტუტოსპორტის" გარდა, სხვა მრავალი საინფორმაციო საშუალება იტყობინება. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს.

news.italy24: "სეზონი "იუვენტუსისთვის" ჩავარდნილი აღმოჩნდა, მისი მომავალი რუხ ფერებში მოჩანს და გუნდის გადახალისებაა აუცილებელი. გიორგი მიქაუტაძის დამატება ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება. ის უნივერსალია, შეუძლია ცენტრალური და უკანდახეული თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშოს. მისი სტილი ძალიან ჰგავს კვარაცხელიასას, რომელმაც ჩვენი სერია A მოხიბლა. საფრანგეთში პაპენსაც კი ადარებენ.

ქართველის შეძენით "იუვე" თვისობრივ ნახტომს განახორციელებს, რამეთუ ალეგრის გუნდი შეტევით შესაძლებლობებში შეზღუდულია. არკადიუშ მილიკი იჯარის შემდეგ "მარსელში" დაბრუნდება, დუშან ვლაჰოვიჩმა მოლოდინი ვერ გაამართლა, იმედგაცრუება გამოიწვია და როგორც ჩანს, ტურინულმა კლუბმა თავისი მარგალიტი იპოვა. ამ ვარაუდების თანახმად, მიქაუტაძე შესანიშნავად შეესაბამება "იუვენტუსის" საჭიროებებს და გულშემატკივრები კვარაცხელიას მსგავს ტრანსფერზე ოცნებობენ. თუმცა თანამემამულეების მსგავსება არ ნიშნავს იმას, რომ ერთნაირი გავლენა ექნებათ, ვინაიდან სერია A რთული ლიგაა და შესაძლოა, ფეხბურთელის შემოქმედებითი პოტენციალი შეზღუდოს. თანაც, მიქაუტაძე კვარაცხელიასგან განსხვავებით, სრულიად სხვა საფეხბურთო სკოლის აღზრდილია".

Juvefc: "ჩაატარა რა ლიგა 2-ში ჩინებული სეზონი, მიქაუტაძემ "იუვენტუსისა" და სხვა კლუბების ყურადღება მიიპყრო. როგორც იტყობინებიან, "იუვე" შეტევის ხაზის გასაძლიერებლად ზაფხულში მისი გადაბირების ვარიანტს განიხილავს. ადრე ტურინულმა კლუბმა კვარაცხელიას ხელში ჩაგდების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, რაზეც ჯერ კიდევ გული სწყდება და მიქაუტაძის კანდიდატურის იმ ჭრილში განხილვა შეიძლება, რომელიც ამ იმედგაცრუების გადალახვაში შეუწყობს ხელს. ახლა კლუბი გიორგის ტრანსფერის განხორციელებას შეეცდება, მაგრამ დარწმუნებული იყავით, ის ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ალეგრის გუნდზე გავლენას მოახდენს და არამარტო იმიტომ, რომ შესანიშნავი ტალანტია".

Goal: "კიდევ ერთი ქართველი მზადაა სერია A-ში გამოჩნდეს. არაა გამორიცხული, მიქაუტაძე "იუვენტუსს" შეუერთდეს. მას შეუძლია ითამაშოს ცენტრფორვარდად, გარემარბად, უკანდახეულ თავდამსხმელად. სხარტია, განსაკუთრებით კი, ბურთის ფლობისას ტექნიკურობით გამოირჩევა".

Teamfootbal: "მიუხედავად იმისა, რომ "მეცთან" კონტრაქტი 2026 წლამდე გააგრძელა, ლიონში დაბადებული ფეხბურთელი "იუვენტუსს" დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდება. ეს თანხა ტურინელთათვის მნიშვნელოვანი სეზონის წინ გადაჭარბებული არ იქნება".

Kaladze
ბოლოს იტყვით რომ გადავიდა ბრიუგეში:)
ვაჟა
არაის არ გედავებით. უბრალოდ რეალისტები იყავით
Zellllll
მოგესალმები მეგობარო უბრალოდ შენმა კომენტარმა დამაინტერესა თუარ შეგაწუხებ უბრალოდ აი რატო ფიქრობ მასე ან რას ხედავ აქ შეუძლებელს მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ გიორგი ტოპ კლუბში გადავა და ეს მალე მოხდება და ჩემი აზრით მთელი ერი უნდა ვიყოთ გახარებული მიწაზე რათქმაუნდა
alexandre
წარმატებები გიორგის!!!!!
ვაჟა
მიქაუტაძეს იუვენტუსში რა უნდა ხალხნო. რა გჭირთ დაეშვით მიწაზე.
ასეა ეს
ბევრი რამ ნაკრების ორ მატჩში გადაწყდება.კარგად გაირჯება მაგარ კონტრაქტს გაიფორმებს.
ბესო
ძალიან საინტერესო იქნებოდა ორივე ქართველი ერთ გუნდში
G.LA
დროზე წაიყვანონ მერე რომ ისევ სანანებელი არ დარჩეთ. რა ვლაჰოვიჩი, რა გლახოვიჩი და მილიკ, სმეტანიკი აუტყდათ? აგერ ჩვენი ჟორჟი პაპენის ასლია.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" "როდეზს" მოუგო
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
[VIDEO] აბუაშვილმა გაიტანა - "მეცმა" "სოშოს" მოუგო