საქართველოს ნაკრები ლარნაკაშია და კვიპროსთან ხვალინდელი მატჩის წინ, „აეკ არენაზე“ ბოლო ვარჯიში გამართა. თემურ ქეცბაიას შემდეგ, საპრესკონფერენციო დარბაზში შეკრებილი ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ვილი სანიოლმა უპასუხა:
"საკმაოდ ადრე დავიწყეთ მოსამზადებელი ეტაპი, რადგან რამდენიმე ფეხბურთელმა სეზონი უფრო ადრე დაასრულა. მთლიანობაში, მოსამზადებელ პერიოდს დადებითად ვაფასებ, რადგან მოთამაშეების მზადების ხარისხით კმაყოფილი ვარ და რაც მთავარია, თავს ყველა ჯანმრთელად გრძნობს.
თემურ ქეცბაია ფრანკფურტში გამართულ წილისყრაზე გავიცანი. ის ძალიან საინტერესო ადამიანია და ვფიქრობ, მწვრთნელის რანგშიც რთულ მატჩს შემოგვთავაზებს.
ვნახოთ, იქნება თუ არა ხვალ "კვარა" ძირითად შემადგენლობაში. სასიამოვნოა, რომ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლების შესაძლებლობებსაც სხვა მეტოქეები პატივს სცემენ, თუმცა კვარაცხელიას გარდა სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, რომლებსაც შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევაში, გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლიათ.
თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში მუშაობდა და მისთვის სიურპრიზის გაკეთება რთული იქნება, რადგან კარგად იცნობს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს. ვფიქრობ, რომ ხვალინდელი მიზანი 3 ქულის მოპოვება უნდა იყოს, ყველა სხვა შედეგი იმედგაცრუებად ჩაითვლება.
მარტში ლოჩოშვილის არყოფნის მიზეზი იყო ის, რომ თებერვალ-მარტში მას არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა. რადგან დღეს აქ არის, ე.ი. მზად არის მოახლოებული მატჩებისთვის.
ვფიქრობ, კვიპროსთან მატჩში კარში გიორგი მამარდაშვილი იქნება. ხვალინდელი თამაშიდან გამომდინარე კი ვნახავთ, ვინ ითამაშებს გლაზგოში. ვინაიდან, მამარდაშვილი ამ დონეზე თამაშობს, ვფიქრობ, ის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად მზად არის".
რატი შელეგია ლარნაკადან "სპორტალისთვის"
Tet
ზოგმა გენიოსმა სარკაზმი ვერ გაიგო და დისლაიქებს მიწერს. ცუდათაა თქვენი საქმე
ჟორა
სანიოლის მიკვირს, რა ფანტასტიური ნაკრების ჰყავს საქართველოს, რომ მასში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის მოხვედრა სათუოა? ან ჩაკვეტაძე საწყის შემადგენლობაში რატომ ვერ ხვდება? და საერთოდ ვინ აყენებს სინამდვილეში ნაკრების შემადგენლობას?
დინამოელი
ხვიჩა, ბაბა, შენ თუ არა მამაშენს მაინც ეცოდინება, რომ ქართველმა გულშემატკივარმა ცაში აყვანასთან ერთად ისეთი შეზიზღება იცის, რომ მინდორზე გამოსვლის სურვილს დაგაკარგვინებს. ასე რომ, გაითვალისწინე ეს ნაპოლისთვის დასვენების პროცესში. ნაკრებს კი გამარჯვებას ვუსურვებ !!!
zurabi
ვერ გავიგე.?
Tet
აბა რა, ჯობია საერთოდ არ გამოვიძახოთ ნაკრებში და იტალიელებს უჩვენოს კლასი. ჩვენ მოვითმენთ ერთ 15 წელი და რომ დაბერდება მწვრთნელად მოვიწვიოთ.
Baduri
კვიპროსთან უფრო რთული თამაში გველის ვიდრე შოტლანდიასთან, ქეცბაია მე-2 ნომრად ითამაშებს სხვანაირად არც კი იცის ტაქტიკურად, ამიტომ ვილის ურჩევნია შემადგენლობა ისეთივე დააყენოს მე-2 ნომრად აქეთ რომ გამოვიდეს თამაში, მთავარია ცენტრის საყრდენბმა ბურთი დაიჭიროს ძირითადი თამაში ცენტრში უპირატესობის მოპოვება იქნება, კვეკვესკირი და კიტე იქნებიან მთავარი ხალხი. ქეცბაიას რაც არ უნდა ცენტრი დაუთმო წინ არ გაიქცევა, სტანდარტულებიდან შეეცდება უპირატესობის შექმნა. ძაან რთული თამაშია პირველ ნომრად თამაში დამღუპველია წავაგებთ
ბესო
არც 21 წლამდელებში და არც დიდებში ჯობია დავასვენოთ კვარაცხელია . აგვისტოს ბოლოდან იტალიის ჩემპიონატი იწყება და არ გადაიღალოს ...
ბესო
არც 21 წლამდელებში და არც დიდებში ჯობია დავასვენოთ კვარაცხელია . აგვისტოს ბოლოდან იტალიის ჩემპიონატი იწყება და არ გადაიღალოს ...
გივი
აბა ვინ უნდა ითამაშოს ვლადიმერ დვალიშვილმა?
გენა
გაგნიძე ნულია
არტ
კვიპროსთან კარგი იქნებოდა ზივზივაძე-მიქაუტაძის ტანდემის დაყენება რადგან მოწინააღმდეგე ითამაშებს მეორე ნომრად და სივრცეები სწრაფი შეტევებისათვის ნაკლებად გვექნება. ზივზივაძე კი კარგია გადატვირთულ საჯარიმოშიდასწრებაზე თამაშისას.კვარა აუცილებლად უნდა იყოს ცხადია.
გიო
ოდალა ნუ ჯაჯღანებ . კვარას იმიტო ასვენებენ რო კვიპროს მაგის გარეშეც მოუგებთ (იმედია) ანუ ტრამვები და ასეთი რაღაცეების თავიდან აცილების გამო.
ვერგავიგე
მე მგონი სანიოლმა ამით თქვა, ვინც მზად იქნება ის ითამაშებსო. მას ხომ არ უთქვამს კვარას თამაში არ უნდაო. ბოლო ბოლო ტრენერია თუ ფიქსტულა. ეგრე უპრაკუნოთ აქაც წერენ გვარებს. მნიშვნელობა აქვს ტაქტიკას, მოწინააღმდეგის მომზადება, მეორე თამაშის გათვალისწინებას და სხვას რა ალბათ უამრავია. აბა გიჟები ხომ არ არიან ტრენერებს ამხელა ფულს რომ უხდიან. თუ არ არის მწვრთნელი საჭირო, დილას გაიღვიძებს გუნდის უფროსი, წაიკითხავს სპორტალში გვარებს და გამოუშვებს მოედანზე.
Master
რა განერვიულებთ ხალხნო,რა გჭირთ???აბა სასტარტო თერთმეტეული დაესახელებინა პრესკონფერენციაზე???პირიქით ხაზი გაუსვა მკვეთრად რომ მხოლოდ კვარა არაა საქართველოს ნაკრები და ქართული ფეხბურთი.სპალეტიც იგივენაირად საუბრობდა რო შეჭამეს კვარაზე კითხვებით.ისეთი შთაბეჭდილება მრჩება საქართველოში გულშემატკივრის უმრავლესობას მხოლოდ ზედაპირულად ესმის ფეხბურთი.დიდმა ნაწილმა კი კვარას გამოჩენის მერე დაიწყო ფეხბურთის ყურება...
G.LA
სომხეთის თამაში რომელ არხზეა?არ გამაბრაზოთ,აჩვენეთ სომხეთის თამაში საზოგადოებრივზე.ისედაც ვერა ვარ ხასიათზე-ფიები კიდევ არ უჭამია დემოკრატიის შუქურას.
პატივისცემით
ეს ნიშნავს იმას. რომ მოედანზე იქნება ის ხალხი ვინც მზადაა იმ დღეს და არა გვარების ჩამონათვალი.
w
სანიოლთან რა გინდათ კვარაცხელიას თუ თამაში არ უნდა,რა მის მაგივრად ითამაშებს? თუ ფეხბურთელი მოტივირებული არ არის მის დაყენებას აზრი არ აქვს.
gio
სომხეთმა გასვლაზე უელსი დაანგრია 4-2 ნეტა ისინი არ გადაიღალნენ? რატომაა ყოველთვის პრობლემა როცა ნაკრებს სჭირდება თვითეული ფეხბურთელის თავდადება ქვეყნის და ერის გასახარებლად, ყველაფერი კარგია ნაპოლი ბორდო მეცი ვალენსია, მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის სადარის ეს ბედნიერება
ტტ
მაიცა კაცო კაცი ყველა კოზირს ხო არ გახსნის, მწვრთნელობა სტრატეგიაა, თუ ყველაფერი წინასწარ თქვი ვინ სად რომელ პოზიციაზე რა სქემით წაგივია თამაში და ეგ არის
Lad
გაიგეთ ერთხელ და სამუდანოდ აზალგაზრდულის დანიშნულება არის ეროვნულს მოუმზადოს კადრი. ახალი ტალანტების აღმოჩენა. რა უნდა ხვიჩას მანდ კაცი იტალიის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
კ ო მ ბ ლ ე
ერთი კაცის ქვეყანა ვართ, ერთი კაცის გუნდი. ერთი კაცის სამშობლო გვაქვს და ზნეობრივად ნამდვილი კაცის მხოლოდ ერთი გვყავს ალბათ.. ისიც საავადმყოფოს საწოლში კოტრიალით კვდება. სადამდე დავედით აზრზე ხართ ტოო? მიშა! მია! მიშა!.
David
ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ათამაშეთ ერთად, ჯერ ფსიქოლოგიურად არის გუნდისთვის ძალიან კარგი ორივეს მოედანზე ყოფნა და მეორეც ორივე ტალანტია და საინტერესოა ერთად როგორ წარმართავენ თამაშს
odala
რა უნდა ვნახოთ?? რა წაიღეთ ტვინი! არ უნდა თამაში, გაუშვით სახლში. ახალგაზრდულში არ არის იმიტომ რომ ეროვნულში თამაშები გვაქვსო და აქაც უნდა ვიმარჩიელოთ ითამაშებს თუ არა? თუ არც ითამაშებს. რა დაიღალა ასეთი? მაინც რამდენი თამაში ითამაშა ამ სეზონში 22 წლის ბიჭმა, რომ ვეღარ ქაჩავს ფიზიკურად??
Mr.kostaia
მამარდაშვილი-კაკაბაძე-კაშია-გველესიანი-ლოჩოშვილი-გოჩოლეიშვილი-კიტეიშილი-გაგნიძე-დავითაშვილი-კვარაცხელია-მიქაუტაძე. ეს ჩემი აზრით კარგი იქნებოდა და თან პირველ ნომრად თამაში. წარმატებები ჩვენს ნაკრებს
ლაშა
...შადე იასონ
პაპა
ისევ დაიწყო წინა სანაკრებო ტრაგიკომედია, საქართველომ თუარ გაიმარჯვა და არ მიახწია წარმატებას აბა რაშიმაინტერესებს სხვა ქვეყნის გუნდების წარმატება
zviadi
გადღლილი ყოფილა
მწრთვნელი
მამარდა ხანჯლით ჩააყენე კარებში სანიოლ ხანჯლით!
მწრთვნელი
შვეტე იასონ,შვეტე!
dato
ვერაფერს ვიგებ რა ხდება .რას ნიშნავს კვარა იქნება თუ არა .
ჯონი
კვარაზე ვითომ იხუმრა ბავშმა))
Lobotka
არ იქნება და შენი აჯობებს რა...
ქომაგი
ცოტა აცდენილია ეს კაცი რეალობას, რაშიც ალბათ ფედერაციასთან შუამავლები უწყობენ ხელს. როდის გვყოლია მამარდას დონის მეკარე? არცერთ ქვეყანაში ნაკრების წევრებზე ასე უპატიოდ არ საუბრობენ. გახდა ლორია ვეტერანი და თუ საქართველო უყვარს, იმითაც უნდა იყოს ბედნიერი, რომ კარიერის ბოლოს ძირითადი მეკარის შემცვლელად იძახებენ ნაკრებში. ან რას ნიშნავს, ვნახოთ კვარა ითამაშებს თუ არაო? აბა ვინ ითამაშებს, ახმედ კოჭლამაზიშვილი?
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
მინიმალური თანადგომა და მაქსიმალური პრეტენზიები - ქეცბაიამ შეიძლება კვიპროსის ნაკრები დატოვოს
თემურ ქეცბაია: ბოლოს და ბოლოს უნდა ვიგრძნოთ, რომ სახლში ვთამაშობთ
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
თემურ ქეცბაია: დავიღალეთ, დავიხოცეთ, დავმთავრდით - თქვენ რას ელოდით?
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
ქეცბაიას კვიპროსმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]