ევროპის ჩემპიონატი. U19. რუმინეთი. 20 ივლისი-1 აგვისტო
ამ დღეებში რუმინეთი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს. ამ ტურნირის ისტორია 1948 წლიდან იწყება, როდესაც მას ფიფას ახალგაზრდული ტურნირი ერქვა. 1955 წლიდან შეჯიბრება უეფამ გადაიბარა.

1980 წელს ჭაბუკთა ტურნირი ევროპის 18-წლამდელთა ტურნირად გადაკეთდა. 2002 წლიდან კი ასაკის კორექტირების შემდეგ შეჯიბრებას ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი დაერქვა.

თუ არ ჩავთვლით პერიოდს 1984 წლიდან 1992-მდე, როცა ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ ეწყობოდა, ეს შეჯიბრება ყოველწლიურია. სახელის გარდა ტურნირის შინაარსი ანუ ფორმატიც ხშირად იცლებოდა, ახლა კი ასეა - ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯერ საკვალიფიკაციო ბატალიებია, ზაფხულობით კი 8 ფინალისტი ტიტულისთვის იწყებს ბრძოლას.

ისტორიულად ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ ინგლისელებს მოუგიათ - 9-ჯერ, შემდეგ მოდიან ესპანელები და ფრანგები (7-7). საბჭოთა კავშირის ნაკრებს ჩემპიონობა 6-ჯერ ერგო და სხვადასხვა დროს გამარჯვებულ გუნდში რამდენიმე ქართველს უთამაშია.

შარშან 19-წლამდელთა ჩემპიონატი საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო, ფინალური პირველობაც იქ ჩატარდა, ფინალში მასპინძლებმა 2:1 მოუგეს ესპანელებს მეტად დრამატულ შეხვედრაში. თავიდან სტუმრები როდრიგომ დააწინაურა (რომელმაც გასული სეზონი "ბოლტონში" გაატარა), მაგრამ მეორე ტაიმში ჟილ სუნუმ და ალექსანდრ ლაკაზემ გამარჯვება ფრანგებს მოუტანეს. ტურნირის ბომბარდირი ესპანელი დანიელ პაჩეკო გახდა 4 გოლით. საქმე იმაშია, რომ ფინალური ეტაპის წინ იყო ცნობილი, რომ ევროპას ამ ასაკში ახალი ჩემპიონი ეყოლებოდა, რადგან ფრანგებმა კვალიფიკაცია ვერ გაიარეს. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირში 1992 წლის 1 იანვარს და მას მერე დაბადებულებს შეუძლიათ თამაში.

საკვალიფიკაციო ბადეში ევროპის 52 ქვეყანა ჩაერთო და მათ შორის საქართველოც, მაგრამ ვლადიმერ გუცაევის გუნდს პორტუგალიაში არაფერი გამოუვიდა: ჩვენებმა მხოლოდ ბერძნებს მოუგეს 1:0 (გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა), შემდეგ კი უშანსოდ წააგეს, როგორც პორტუგალიასთან (0:3), ასევე აზერბაიჯანთან (0:3). ჩვენმა გუნდმა მე-3 საკვალიფიკაციო ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ტურნირს დაემშვიდობა. რუმინეთის საგზური კი საბოლოოდ ბელგიამ, ჩეხეთმა, საბერძნეთმა, ირლანდიამ, სერბეთმა, ესპანეთმა და თურქეთმა მოიპოვეს.

A ჯგუფში ჩეხეთის, ირლანდიის, საბერძნეთისა და რუმინეთის გუნდები მოხვდნენ. ყველასთვის მოულოდნელად, რუმინელებმა ვერაფერი გაახერხეს და ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ადგილი დაიკავეს. სამაგიეროდ, ჩეხებმა ეს ფაზა 100%-იანი შედეგით დაასრულეს.

I ტური

ირლანდია-საბერძნეთი 2:1

(ო'კონორი 2, 51 - კატიდისი 5)

ჩეხეთი-რუმინეთი 3:1

( პრჟკრილი 44, იელეჩეკი 61 (პ), იანოში 85 - სტანჩუ 30)

II ტური

ჩეხეთი-ირლანდია 2:1

(ბრაბეცი 69, ლაჩა 71 - ო'სალივანი 10)

საბერძნეთი-რუმინეთი 1:0

(ფორტუნისი 37)

III ტური

ჩეხეთი-საბერძნეთი 1:0

(პრჟკრილი 70)

რუმინეთი-ირლანდია 0:0

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩეხეთი 3 3 0 0 6-2 9

2. ირლანდია 3 1 1 1 3-3 4

3. საბერძნეთი 3 1 0 2 2-3 3

4. რუმინეთი 3 0 1 2 1-4 1

B ჯგუფში ესპანეთის ნაკრებმა, რომელსაც ხინეს მელენდესი თავკაცობს, ორი ტურის შემდეგ გაინაღდა პირველობა და ბოლო ტურში თავს მოდუნების საშუალებაც მისცა. ნახევარფინალში მათთან ერთად, დეიან გოვედარიცას სერბები გავიდნენ.

I ტური

სერბეთი-თურქეთი 2:0

(იოჟიჩი 57, ტრუჟიჩი 89)

ესპანეთი-ბელგია 4:1

(სარაბია 15 (პ), ალკასერი 65, მუნისი 91, მორატა 93 - კუველიე 46)

II ტური

თურქეთი-ბელგია 1:1

(ალი 77 - ვერვაეკი 90)

ესპანეთი-სერბეთი 4:0

(მორატა 13, 22, 75, ხუანმი 15)

III ტური

თურქეთი-ესპანეთი 3:0

(რამალიო 31 (ს.კ.), კამილი 51, გომესი 56 (ს.კ.)

ბელგია-სერბეთი 1:1

(ვერმილი 73 - მრკელა 6)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 3 2 0 1 8-4 6

2. სერბეთი 3 1 1 1 3-5 4

3. თურქეთი 3 1 1 1 4-3 4

4. ბელგია 3 0 2 1 3-6 2

მაშ ასე, ნახევარფინალები ასე დაწყვილდნენ: ჩეხეთი-სერბეთი და ესპანეთი-ირლანდია. ორივე შეხვედრა 29 ივლისს გაიმართება. ბომბარდირთა დავას 4 გოლით მადრიდის "რეალის" 18 წლის ფორვარდი ალვარო მორატა ლიდერობს, რომელსაც ბევრი ახალ მორიენტესად მოიხსენიებს. მორატამ უკვე "რეალის" მთავარ გუნდშიც მოასწრო თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა