მსოფლიოს ჩემპიონატი. U20. კოლუმბია. 29 ივლისი-20 აგვისტო
ხვალიდან კოლუმბია 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. 24 ნაკრები პრესტიჟული ჯილდოსთვის იბრძოლებს.

სწორად შენიშნა ავსტრიელ ახალგაზრდათა თავკაცმა ანდრეას ჰერაფმა, რომ ეს ჩემპიონატი "ფეხბურთელთათვის, შესაძლოა, კარიერის გადამწყვეტი ნაწილი გამოდგეს", რომ იქ წარმატება ბევრს ვარსკვლავთა შორის გაუკაფავს გზას.

სხვათა შორის, გაგიკვირდებათ და, ფავორიტთა შორის იქნება კოსტა რიკის ნაკრებიც, რომელმაც საბრძოლო გამოცდა ახლახან, კოპა ამერიკაზე გაიარა, მათი ლიდერი ჯოელ კემპბელია, რომლის ყიდვა ლონდონის "არსენალს" სურს.

ჩემპიონატი ბრაზილიისა და ეგვიპტის მატჩით იხსნება, რომელიც ხვალ ბარანკვილაში გაიმართება, ეს E ჯგუფის შეხვედრაა. ბრაზილიელთა თავკაცმა ნეი ფრანკომ ნამდვილ ვარსკვლავეთს მოუყარა თავი, ნაკრებში არის "ინტერის" ფილიპე კოუტინიო, აგრეთვე კასემირო, ოსკარი და დანილო, რომლებიც ბრაზილიის ჩემპიონატში უკვე ნამდვილი ვარსკვლავები არიან. თუმცა ბრაზილიას აკლია ამ ასაკში ორი უდიდესი ტალანტი - ნეიმარი და ლუკასი.

ტურნირი 1977 წელს დაარსდა, ახლანდელი ჩემპიონი განაა, 2009 წელს განის ნაკრებმა ქაიროში, ფინალში პენალტების სერიაში აჯობა ბრაზილიას, მას მერე, რაც თამაში 0:0 მორჩა. ტურნირის ბომბარდირი განელი დომინიკ ადია გახდა 8 გოლით. ყველაზე მეტჯერ ჩემპიონები არგენტინელები გახსნენ (6), შემდეგ მოდიან ბრაზილიელები (4), ორჯერ მოიგეს ტურნირი პორტუგალიელებმა.

კიდევ რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელს ჩამოგითვლით. ტურნირის მასპინძელი კოლუმბიის ათიანი "პორტუს" გარემარბი ჯეიმს როდრიგესია, ევროპის ლიგის გამარჯვებული. საფრანგეთის ნაკრებიდან გამოვარჩევთ გაელ კაკუტას, გვიდა ფოფანას, ანტუან გრიზმანს. ურუგვაის გუნდში - ადრიან ლუნას. ესპანეთის ნაკრებიდან უკვე აღარ ვიცით ვისზე შევჩერდეთ: ხულიენ ლოპოტეგის გუნდში არიან სერხიო კანალესი, დანიელ პაჩეკო, ისკო, ასევე "ბარსას" ტალანტები ბარტრა, ორიოლ რომეუ, კიკო, სერხი რობერტო და სხვები. არგენტინელები თავს ერიკ ლამელათი და ხუან მანუელ იტურბეთი იწონებენ.

ჯგუფები

A

კოლუმბია

საფრანგეთი

მალი

კორეა

B

კამერუნი

ახ. ზელანდია

პორტუგალია

ურუგვაი

C

ავსტრალია

კოსტა რიკა

ეკვადორი

ესპანეთი

D

ხორვატია

გვატემალა

ნიგერია

ს. არაბეთი

E

ავსტრია

ბრაზილია

ეგვიპტე

პანამა

F

არგენტინა

ინგლისი

მექსიკა

ჩრდ. კორეა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს