გაურკვევლობა "ამსტერდამ არენაზე"
“აიაქსის” მარჯვენა მცველი გრეგორი ვან დერ ვილი მშობლიური კლუბიდან სხვაგან წასვლას ჯერჯერობით არ გეგმავს. არადა ლაპარაკი, რომ ფეხბურთელი ჰოლანდიის ჩემპიონატს დატოვებდა, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერე არ წყდება.

გრეგორი ამჯერადაც გაკვირვებულია იმით, რომ ჭორებს მასზე დაუღალავად იგონებენ. აი, რას აცხადებს ის: “ეს ყველაფერი მხოლოდ ფანტაზიაა, რადგან წელს მე სრულად კონცენტრირებას მხოლოდ “აიაქსის” თამაშებზე ვგეგმავ. შესაბამისად, სხვა კლუბზე არც კი ვფიქრობ. მიზეზი მარტივია: 2012-ში ევროპის ჩემპიონატი უნდა გაიმართოს. არ მინდა გარისკვა, სხვაგან წასვლა და სათამაშო ფორმის დაკარგვა. ამ ტურნირის დასრულების შემდეგ კი უკვე დავფიქრდები, შევიცვალო თუ არა საცხოვრებელი ადგილი. იქამდე კი არსადაც არ მივდივარ”.

“აიაქსის” ტექნიკურმა დირექტორმა დანი ბლინდმა აბსურდი უწოდა რუსულ პრესაში გავრცელებულ ხმებს, “დენ ჰააგის” რუსი თავდამსხმელით დმიტრი ბულიკინით “აიაქსის” დაინტერესების თაობაზე. ჰოლანდიურ “ფუტბოლ ინტერნეშენელთან” ინტერვიუს დროს ბლინდმა აღნიშნა, რომ ასეთი ტრანსფერის ალბათობა ნულის ტოლია, რადგან ამსტერდამელებს ასეთი წინადადებით ჰააგელებისთვის არ მიუმართავთ და არც აპირებენ, რადგან ბულიკინი “აიაქსის” სტანდარტებით უკვე ვეტერანია (რუსი უკვე 31 წლისაა). ბლინდმა განმარტა: “როცა ფრანკ დე ბურმა თქვა, რომ “აიაქსს” ბულიკინის სტილის თავდამსხმელი სჭირდება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მის ყიდვას ვფიქრობდით”.

“აიაქსს” მაროკოელი მუნირ ელ ჰამდაუის გაყიდვა დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს შარშანდელ სეზონში თანაგუნდელთა დიდ ჯგუფთან კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც ფრანკ დე ბურმა ის დუბლებში გადაიყვანა და ძირითად გუნდში მის დაბრუნებას არც ახლა აპირებს. ამ ვითარებით სარგებლობა სურს “ეინდჰოვენის” მთავარ მწვრთნელ ფრედ რუტენს. “ფილიპსელები” მზად არიან, თავდამსხმელში 5 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა