საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიური შეკრება დაასრულა. კოტე ტუღუშისა და მისი ასისტენტების – ლუკა ნოზაძისა და ქაქუცა აბაიშვილის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა რიგაში ყოფნის პერიოდში მოსამზადებელ ვარჯიშებთან ერთად 3 ამხანაგური მატჩი გამართა, რომელთაგან 2 დათმო და ერთში გამარჯვება მოიპოვა.

პირველი შეხვედრა ქართველებმა 14 ივნისს, უკრაინასთან გამართეს და 56:66 დათმეს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ ფორმაციის ნაკრების პირველი შეხვედრა. დიდ შესვენებაზე უკრაინელები 28:21 იგებდნენ, რის შემდეგაც ლიდერი აღარ შეცვლილა. უკრაინამ ხელჩასაჭიდი ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გიორგი მესხი გახლდათ, რომელმაც 11 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. 11 ქულა მიითვალა ლუკა ლიკლიკაძემაც, ხოლო საქართველოს ნაკრებში ბომბარდირი სერგი ნინუა გახდა 14 ქულით.

მეორე შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა 17 ივნისს, მასპინძელ ლატვიასთან გამართა და ბრძოლაში – 68:76 დათმო. პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო, ხოლო დიდ შესვენებაზე მასპინძლებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს – 36:33. მატჩი ანალოგიური, დაძაბული სცენარით გაგრძელდა. ლატვიელები მცირე უპირატესობას ინარჩუნებდნენ და თამაშის ბოლომ ისე მოატანა, ქართველებმა თამაშის შემობრუნება ვერ მოახერხეს.

ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი – 18 ქულა გიორგი სულაბერიძემ ჩააგდო. გიორგი მესხმა თავი 12 ქულას, 8 მოხსნას და 2 პასს მოუყარა. 14 ქულა გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზე დაგროვდა.

ლატვიური შეკრების ბოლო შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა კვლავ უკრაინასთან გამართა. შეხვედრა 20 ივნისს, ტურიბას უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა და ქართველების გამარჯვებით – 79:70 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა თამაშის შუაწელში ჩავარდნისა და ანგარიშში გვარიანად ჩამორჩენის შემდეგ თამაშის შემობრუნება და გამარჯვების მოპოვება მოახერხა. პირველი პერიოდის შემდეგ ქართველები 21:16 იგებდნენ, თუმცა უკრაინელებმა მეორე ათწუთეულში დიდებულად ითამაშეს და 5-ქულიანი ჩამორჩენა 6-ქულიან ლიდერობად აქციეს.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა პირველი ნახევრიდან სწორი დასკვნები გამოიტანა და შესვენებაზე დაგეგმილი ტაქტიკით ქართველებმა თამაშის მსვლელობის სასურველ კალაპოტში ჩაყენება მოახერხეს. მესამე პერიოდი ჩვენმა გუნდმა 23:12 მოიგო, დომინაცია ბოლო პერიოდშიც წარმატებით განაგრძო, რამაც ქართველები გამარჯვებამდე მიიყვანა. ჩვენს გუნდში გიორგი სულაბერიძე გამოირჩა, რომელმაც 23 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 12 ქულა ჰქონდა სერგი ნინუას, ნიკოლოზ თოთლაძემ 11 ქულა და 4 პასი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც 7-დან 16 ივლისის ჩათვლით ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართება.

დივიზიონში 20 ქვეყნის ნაკრებია თავმოყრილი, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. თითოეული გუნდის მიზანი საპრიზო ადგილების დაკავებაა, რადგან ელიტარული, A დივიზიონის საგზურს 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები კოსოვო, შვედეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი იქნებიან.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:

VS უკრაინა, 7 ივლისი

VS კოსოვო, 8 ივლისი

VS შვედეთი, 11 ივლისი

VS აზერბაიჯანი, 12 ივლისი

საქართველოს ნაკრები ლატვიიდან ბულგარეთში გადავა, სადაც საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ბულგარეთსა და საქართველოსთან ერთად ტურნირში ავსტრია იასპარეზებს. ლატვიაში 16 მოთამაშით მყოფი საქართველოს ნაკრები ბულგარეთში 14 კალათბურთელით გაემგზავრება. გაფართოებულ შემადგენლობას, მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, ლუკა მამლიკიძე და სანდრო კასაბური გამოაკლდნენ.

24 ივნისს საქართველოს ნაკრები უნგრეთში გაემგზავრება, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებთან 2 სპარინგ-მატჩს გამართავს. უნგრეთიდან კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ნაკრები თბილისში დაბრუნდება და ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ, 5 ივლისს, ევროპის ჩემპიონატზე, ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრება.

GBF

კოტე
უნიჭო თაობა მოდის
მაიკლ ჯორდანი და სუნ ძის "ომის ხელოვნება" - იდეა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს