„მთელს გუნდს კარგად გვაქვს გათავისებული როგორც 20-წლამდელთა ჩემპიონატის, ასევე კონკრეტულად ხვალინდელი მატჩის მიზანი. ნებისმიერ თამაშში ვეცდებით უმაღლესი ხარისხი დავიჭიროთ და მაქსიმალურად გავამახვილოთ ყურადღება დეტალებზე. პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ხვალ იხილავს გულშემატკივარი და მსოფლიო რაგბი, თუ რა შეგვიძლია“ – ამბობს ლაშა ციხისთავი, "უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტანი, რომელიც ხვალ გუნდს სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ წარუძღვება.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში 14 ივნისიდან იმყოფებიან და მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან. პირველ მატჩში ისინი სტელენბოშში, „დენი ქრეივენ სთედიუმზე“ მასპინძელ თანატოლებს საქართველოს დროით 21 საათზე ერკინებიან.

„სამხრეთ აფრიკაში 10 დღით ადრე ჩამოვედით რადგან აქ მძიმე გრუნტია და ადაპტაცია მოგვეხდინა. მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგად მიდის. გვქონდა ნაყოფიერი ერთობლივი ვარჯიში ავსტრალიასთან. გავიარეთ მოლის, შერკინების და გუნდური თამაშის დეტალები. გვქონდა შეცდომები, რომლის გამოსწორებაზეც ვიმუშავეთ და ვფიქრობ, სათამაშოდ მზად ვართ. სამხრეთ აფრიკის ყველა თაობის, ყველა ნაკრების ძლიერი მხარეა მოლი და შერკინება. ისინი სწრაფად ამოდიან დაცვაში და პირველ თამაშს ატარებენ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მზად ვართ ამ გამოწვევისთვის დარწმუნებული ვარ მათ ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ ძალიასმიერ თუ ღია თამაშში“ – აღნიშნავს ლაშა ციხისთავი.

Rugby.ge

გიორგი
წარმატებები. თქვენი მჯერა.
სოსო
თავიდანვე თქვენს გადათელვას და დათრგუნვას ეცდებიან.არ შედრკეთ და წონასწორობა არ დაკარგოთ ბიჭებო!თუ თავიდან გაუძელით,მერე თქვენც აუცილებლად მოგეცემათ შანსები.წარმატებებს და რაც მთავარია,კარგ თამაშს გისურვებთ!
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან
"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს
20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან
20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს