"ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი თურქეთის "ბეშიქთაშის" წარმომადგენლებს 30 ივლისს შეხვდება
თურქეთის "ბეშიქთაშის" საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტი სერეფ იალჩინი აცხადებს, რომ "ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი კლუბის წარმომადგენლებს 30 ივლისს შეხვდება. "ბეშიქთაშის" ხელმძღვანელობის აქტიურობის მიუხედავად, იალჩინი ამ გარიგების განხორციელების ალბათობას 50 პროცენტით აფასებს.

"დღეისთვის 50 პროცენტის ვარაუდით შეიძლება იმის თქმა, რომ კობი თურქეთში ითამაშებს. ყველაფერი 30 ივლისის შემდეგ გახდება ცნობილი. მართალია, პრესამ ბევრი ჭორი გაავრცელა, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ არ გვილაპარაკია კონტრაქტის ფინანსურ მხარეზე. მხოლოდ სავარაუდო თანამშრომლობის შესახებ იყო მოლაპარაკება. FIBA-ში უკვე გავაგზავნეთ ოფიციალური თხოვნა, კობის კი დრო სჭირდება ყველაფრის მოსაფიქრებლად. გვჯერა, რომ ის დადებით პასუხს მოგვცემს. ფული ჩვენთვის პრობლემა არ არის. გარიგების სპონსორები გახდებიან ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან - Turkish Airlines, M-Oil და Milan Petrol", - ამბობს იალჩინი.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რამდენიმე აგენტი მეტად წინდახედული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ლოკაუტის პერიოდი დადგა, ცალკეული მოთამაშე მაინც მიიღებს ხელფასს.

ამ იღბლიანი მოთამაშეების რიცხვში შედიან: ბენ გორდონი "დეტროიტიდან", ზაკ რენდოლფი "მემფისიდან", კერონ ბატლერი "დალასიდან" და ალ-ფარუკ ამინი "კლიპერსიდან".

როგორც გაირკვა, ამ კალათბურთელების აგენტი გახლავთ რეიმონდ ბრაზერსი, რომელმაც მოთამაშეთა კონტრაქტებში მიუთითა პუნქტი, რომლის მიხედვითაც კალათბურთელთა ხელფასი 18 და 24 თვემდე გაიწელება იმ შემთხვევაში, თუ ლოკაუტის გამო მატჩები გაუქმებდა.

როგორც უკვე ვწერდით, "ლეიკერსმა" ეკონომიის მიზნით 11 თანამშრომელი დაითხოვა, მათ შორის გენერალური მენეჯერის თანაშემწე რონი ლესტერი. თანამდებობის დატოვების შემდეგ რონიმ ჟურნალისტებს იმ პრობლემების შესახებ უამბო, რაც კალიფორნიულ კლუბში არსებობს.

ლესტერის თქმით, დღეს "ლეიკერსის" რიგებში უთანხმოებაა სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების დროს. მაგალითად, კლუბის გენერალურ მენეჯერს მიტჩ კუპჩაკს სურს განთავისუფლებული თანაშემწის დაბრუნება, მაგრამ კლუბის მფლობელთან ჯერი ბასთან კონსენსუსს ვერ მიაღწია.

"კუპჩაკმა არაერთხელ უთხრა ბასს, რომ მე მას ძალიან ვჭირდები, მაგრამ კლუბის ბოსისგან დღემდე ვერ მიიღო პასუხი, - ამბობს რონი ლესტერი. - მთავარი პრობლემა კი იმაშია, რომ ისინი ერთმანეთს ვერ უგებენ არა მარტო ამ საკითხში, არამედ ბევრი პრობლემის მოგვარებაში. ეს კლუბის განვითარებას ძალიან ამუხრუჭებს".

NBA-ის ერთ-ერთი ვარსკვლავი კარმელო ენტონი ამჟამად ჩინეთში იმყოფება და იქ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი ლოკაუტის დროს ამ ქვეყნის ლიგაში მოსინჯოს ძალები.

"შესანიშნავი გამოცდილება იქნებოდა. ეს უმდიდრესი ისტორიის მქონე ქვეყანაა. ფანებიც განსაკუთრებული ჰყავთ. რატომაც არა? შეიძლება ექსპერიმენტის ჩატარება", - ამბობს ენტონი.

ბოლოს ორი ინფორმაცია მოახლოებული ევრობასკეტის შესახებ. რუსეთის "ხიმკის" მთავარმა მწვრთნელმა რიმას კურტინაიტისმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ხორვატი ლეგიონერები - კრეშიმირ ლონჩარი და ზორან პლანიჩიჩი არ ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატში. ლიტველი სპეციალისტის თქმით, მათ ტრავმები აწუხებთ.

ასევე გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მეტოქეს - სლოვენიას NBA-ის ყოფილი მოთამაშე, ამჟამად "ეფეს პილსენის" ფორვარდი ბოსტჯან ნახბარი ვერ დაეხმარება. მიზეზი მარცხენა ფეხის ტრავმაა, რომლის მკურნალობას დაახლოებით ოთხი-ექვსი კვირა დასჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს