მსოფლიოს მე-14 ჩოგანი პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა დარწმუნებული არ არის, რომ თავისი მამის ხელმძღვანელობით გააგრძელებს თამაშს
მსოფლიოს მე-14 ჩოგანს, პოლონელ აგნიეშკა რადვანსკას, სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება. ჩოგბურთელი დარწმუნებული არ არის იმაში, რომ ამიერიდან თავისი მამის - რობერტ რადვანსკას ხელმძღვანელობით გააგრძელებს თამაშს. უფროსი რადვანსკა აგნიეშკას გარდა თავის მეორე ქალიშვილს - ურსულასაც ავარჯიშებს. მათი თანამშროლობა იმ დღიდან ვითარდება, რაც დებმა ხელში ჩოგანი აიღეს, მაგრამ ახლა გოგონებს მამასთან უთანხმოება აქვთ. სტენფორდის ტურნირზე, რომელიც ამ კვირას იმართება, რადვანსკებს ფედერაციის თასზე პოლონეთის ნაკრების კაპიტანი ტომაშ ვიქტოროვსკი ეხმარება.

"ხანდახან სასარგებლოა პაუზის აღება იმათთან მიმართებაში, ვისთანაც 17 წელია თანამშრომლობ. ეს ძალიან დიდი დროა, - განაცხადა აგნიეშკა რადვანსკამ. - სტენფორდში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვთამაშობ, შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება. როლებს განაწილება რთულია. კორტზე ის არა მარტო მწვრთნელი, არამედ მამაცაა. ისეც ხდება, რომ ჩოგბურთი ჩვენს ჩვეულებრივ ცხოვრებაში შემოდის. ამიტომაც გვინდა პაუზის აღება".

ავსტრალიური ჩოგბურთის ლიდერმა სამანტა სტოსურმა გამოაცხადა, რომ ამერიკის ღია პირველობაზე წყვილთა თანრიგშიც გამოვა და მას პარტნიორად გერმანელი საბინ ლისიცკი ეყოლება.

შარშან, ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა უარი თქვა წყვილთა თანრიგში თამაშზე, რადგან ერთეულებში გამოსვლაზე სურდა კონცენტრირება, მაგრამ ამ ზაფხულს სტოსურმა ახალი მეწყვილე იპოვნა ლისიცკის სახით, უიმბლდონის წყვილებში ითამაშა და იქ ფინალამდე მიაღწია. ექსპერიმენტი წარმატებული გამოვიდა და ახლა, ავსტრალიელი და გერმანელი "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე ცდიან ძალებს.

საინტერესოა, რომ სტენფორდში მიმდინარე ტურნირზე სტოსურსა და ლისიცკის გუშინ გვიან ღამით უნდა ეთამაშათ მეორე წრეში.

ჯექსონვილის (ფლორიდას შტატი) საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეარხ ESPN-ის ჟურნალისტთა სარჩელი. მათ სურდათ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის იმ დოკუმენტების შესწავლა, რომლებშიც მოიძიებოდა ინფორმაცია საჩოგბურთო მატჩებზე დადებული ფსონების შესახებ. კერძოდ, ჟურნალისტებს აინტერესებდათ ცნობები იმ მოთამაშეებზე, რომლებიც ტოტალიზატორში საკუთარ მატჩებზე აკეთებდნენ ფსონებს.

მოსამართლე ტიმოტი კორიგანმა თავისი უარი იმით ახსნა, რომ ამ დოკუმენტების შესწავლამ, შეიძლება, ზიანი მიაყენოს ადამიანის თავისუფლებას.

შეგახსენებთ, რომ 2007 და 2008 წლებში ფედერაციამ ტოტალიზატორში თამაშისთვის ოფიციალურ მატჩებს ექვსი კვირიდან რვა თვემდე ჩამოაშორა იტალიელი მოთამაშეები: პოტიტო სტარაჩე, დანიელე ბრაჩიალი, ჯორჯო გალიმბერტი, ალესიო დი მაურო და ფედერიკო ლიუცი. ESPN-ის ჟურნალისტები დარწმუნებული არიან - დოკუმენტებში არის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საკუთარ თამაშზე ფულს სხვა ჩოგბურთელებიც დებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა