14-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაიკლ ფელპსმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ტიტული მოიგო
გუშინდელი პროგრამა ყველაზე საინტერესო ფინალით დაიწყო - 200 მეტრი ბატერფლაი. ეს ლეგენდარული მაიკლ ფელპსის ერთ-ერთი საყვარელი დისტანციაა, თუმცა წინა დღეს საკვალიფიკაციო გაცურვებსა და ნახევარფინალში ამერიკელი ჩამორჩებოდა კონკურენტებს.

როგორც ჩანს, ფელპსმა ამ ხერხით მეტოქეთა ყურადღება მოადუნა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელი ფინალი მისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. 14-გზის ოლიმპიური ჩემპიონი სტარტიდანვე დაწინაურდა და 150 მეტრი ლიდერის რანგში გაცურა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად მას იაპონელმა მაცუდამ გაუსწრო და თითქოს ოქროს ბედიც გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მსოფლიოს მოქმედმა რეკორდსმენმა ბრწყინვალე საფინიშო სპურტით გვერდით ჩაუარა აზიელს და ამ ჩემპიონატზე პირველი ტიტული მოიგო. მართალია,

ფელპსს გაუჭირდა, მაგრამ დრო საკმაოდ მაღალი აჩვენა - 1.53,34. მესამე ადგილისთვის ბრძოლა ჩინელმა პენ ვუმ მოიგო.

კიდევ ერთი საინტერესო გაცურვა იყო ფინალი ქალებს შორის 200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში. შემადგენლობა ძალიან ძლიერი იყო: ფედერიკა პელეგრინი, ელისონ შმიტი, ფემკე ჰეემსერკი და ა.შ. პელეგრინის აქ უკვე მოპოვებული ჰქონდა ერთი ოქრო და ახლა დუბლს უმიზნებდა, მით უმეტეს, რომ ამ დისტანციაზე იტალიელი მსოფლიოს ჩემპიონიცაა და რეკორდის მფლობელიც.

ფინალს ძალიან საინტერესო დასაწყისი ჰქონდა. პირველივე მეტრებიდან ინიციატივა ჰოლანდიელმა ჰეემსკერკმა მოიპოვა, მასთან ახლოს იყო ნორჩი გერმანელი ზილკე ლიპოკი - ის ლიდერებს შორის 150 მეტრი იმყოფებოდა და პოტენციურ პოდიუმზე ენაცვლებოდა ელისონ შმიტს. თუმცა პელეგრინიმ კარგად გაანაწილა ძალები და ყველა კონკურენტი ჩამოიცილა, რითაც ტიტული დაიცვა. საოცარია, მაგრამ ვერც ჰეემსკერკი, ვერც ლიპოკი და ვერც შმიტი პოდიუმზე ვერ მოხვდნენ - მათ დისტანციის ბოლო 50 მეტრი ჩააგდეს. მოულოდნელად მეორე

საფეხურზე აღმოჩნდა ავსტრალიელი კაილი პალმერი, მესამეზე - ამ სეზონის სიუპრიზი, ფრანგი კამილ მუფა.

მოლოდინი გაამართლეს მამაკაცებს შორის 800 მეტრზე ფინალში ფავორიტებმა. 19 წლის იან სუნმა მარტივი ტაქტიკა აირჩია - სტარტიდან გავიდა წინ და მთელი გაცურვის განმავლობაში მხოლოდ ზრდიდა თავის უპირატესობას. საბოლოოდ, ჩინელმა სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა. მთელი ფინალი მეორეზე იმყოფებოდა რაიან კოჰრეინი, მესამეზე - უსამა მელული, მაგრამ თუ კანადელმა კოჰრეინმა შეინარჩუნა ვერცხლის მედალი, ოლიმპიურმა ჩემპიონმა მელულიმ ბოლო მეტრებზე წააგო უნგრელ გერგო კიშთან.

კიდევ ერთი ვარსკვლავური ფინალი ვიხილეთ 50 მეტრზე ბრასით ცურვაში. აქ ხელი მოეცარათ მსოფლიოს მოქმედ რეკორდსმენს ვან დერ ბურგს და ორ ფავორიტს - სკოცოლისა და დალე ოენს. გამარჯვება კი მეხუთე ბილიკზე მყოფმა ბრაზილიელმა ფელიპე ალვეშ ფრანკ და სილვამ მოიპოვა.

კაცები

200 მ. ბატერფლაი. 1. მაიკლ ფელპსი (აშშ) - 1:53,34; 2. ტაკეში მაცუდა (იაპ) - +0,67; 3. პენ ვუ (ჩინ) - +1,33...

800 მ. თავისუფალი. 1. იან სუნი (ჩინ) - 7:58,57; 2. რაიან კოჰრეინი (კან) - +3,29; 3. გერგო კიში (უნგ) - +6,37...

50 მ. ბრასი. 1. ფელიპე ალვეშ ფრანკა და სილვა (ბრა) - 27,01; 2. ფაბიო სკოცოლი (იტა) - +0,16; 3. კემერონ ვან დერ ბურგი (ს. აფრ) - +0,18...

ქალები

200 მ. თავისუფალი. 1. ფედერიკა პელეგრინი (იტა) - 1:55,58; 2. კაილი პალმერი (ავსტრა) - +0,46; 3. კამილ მუფა (საფ) - +0,52...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო