ბრიტანული გამოცემა Liverpool.com 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პორტუგალიასთან (2:0) გამარჯვებას გამოეხმაურა და იურგენ კლოპის "ლივერპულს" ურჩია, რომ ქართულ ბაზარს დიდი ყურადღება მიაქციოს.

"ცნობილია, რომ "ლივერპულის" სკაუტები 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს თვალყურს აქტიურად ადევნებენ. მომდევნო კვირები ამ მხრივ საინტერესო იქნება, რადგან აღნიშნულ ტურნირზე ბევრი ისეთი ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას, რომელიც "სქაუზერთა" რადარებზე იმყოფებიან.

"ლივერპულის" ყურადღება ალბათ ბელგია-ნიდერლანდების მატჩისკენ უფრო იყო მიმართული, სადაც რაიან გრავენბერხი და მიკი ვან დე ვენი ასპარეზობენ, თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ არჩევანი პარალელურად გამართულ თამაშზე შეეჩერებინათ. ტურნირის პირველი დღის მთავარი სენსაცია - საქართველომ თბილისში პორტუგალიას 2:0 მოუგო.

პორტუგალიის ნაკრები დაკომპლექტებულია ისეთი მოთამაშეებით, როგორებიც პედრო ნეტუ და ნუნო ტავარეში არიან, ამის გათვალისწინებით, შედეგი კიდევ უფრო გამაოგნებელია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშა, მათ რამდენიმე დღის წინ შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვეს და გუნდს მხოლოდ მეორე ტაიმში, შეცვლაზე დაეხმარნენ.

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან მატჩში გულშემატკივარს დისციპლინირებული და სწრაფ კონტრშეტევებზე აგებული ფეხბურთი შესთავაზა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების ტექნიკა და ხარისხი ეჭვს არ იწვევს.

ქართულ ფეხბურთს მდიდარი ისტორია აქვს, ბოლო 30 წლის განმავლობაში სპორტის ამ სახეობის განვითარება ქვეყანაში ნელი ტემპით მიმდინარეობდა, თუმცა უკანასკნელ ათწლეულში ტემპი გაიზარდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის "დინამოა", მათ ძლიერი აკადემია შექმნეს და მიიწვიეს მწვრთნელი, რომელსაც ისეთ ფეხბურთელებთან ჰქონდა ურთიერთობა, როგორიც ლიონელ მესია, საუბარი ანდრეს კარასკოს ეხება, რომელიც 1999-2011 წლებში "ლა მასიას" აკადემიაში მუშაობდა.

მისი საქმიანობის შედეგი უკვე ვნახეთ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" სუპერვარსკვლავია, "ვალენსიას" გიორგი მამარდაშვილის სახით, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე ჰყავს. ლუკა პარკაძე "ბაიერნში" გადავიდა, 17 წლის "დინამოში" მოასპარეზე გაბრიელ სიგუა კი 21-წლამდელთა ტურნირში იღებს მონაწილეობას და საკლუბო დონეზე თამაშის გამოცდილებაც აქვს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების 13 მოთამაშეთა, ნახევარზე მეტი დიდ ფეხბურთში სწორედ თბილისის "დინამოს" რიგებიდან გამოჩნდა, რაც მრავლისმეტყველია.

ისეთი კლუბი, როგორიც "ლივერპულია" საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის წესებში ცვლილება შევიდა. კერძოდ, პრემიერ ლიგის კლუბებს 4-4 მოთამაშეზე გამონაკლისის დაშვებისა და მათთვის სამუშაო ვიზების მარტივად მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

ამით "ლივერპულს" ეძლევა შესაძლებლობა, რომ ახალი ბაზრები აღმოაჩინოს და შეისწავლოს. ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა, რომ მერსისაიდულ კლუბს ეს სიახლე საქართველოდან დაეწყო. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ამტკიცებს, რომ ეს ქვეყანა ტალანტების სამჭედლოა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 4 ქულით ლიდერია და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის. 27 ივნისს საქართველო ნიდერლანდებს, ხოლო ბელგია პორტუგალიას დაუპირისპირდება.

1
თუმცა ჩემი შეხედულებით გაგუა პორტუგალიასთან გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა
გიორგი IV
შეუქმენით პირობები ბავშვებს.ინფრასტრუქტურა უფასო ბავშვთა ფეხბურთი და მივიღებთ ყოველ წელს ახალ ახალ ტალანტებს!!!ამაზე დიდი ინვესტიციას სახელმწიფო და კერძო ბიზნესი ვერ გააკეთებს!!!რით ვეღარ გაიგეთ რო სპორტი ყველაზე დიდი ბიზნესია მსოფლიოში?!!!
koba
კარასკო რა შუაშია კვარაცხელია, მამარდაშვილთან? როგორც ეწერა, მხოლოდ 1 სეზონი მოუწიათ, ისიც 11 წლის ასაკში და სიგუას კიდევ ჯერ არაფერი უნახებია ისეთი რომ ვინმე მოხიბლულიყო, ჯერ ვხედავთ მხოლოდ ფიზიკას და ბევრ პიარს და ფიფიას დამსახურება უფროა,რადგან საუკეთესო პირობები და ინფრასტრუქტურა შეუქმნა ხსენებულ თაობებს. ესაა რეალობა, რა კარასკო და მესი???
ლაშა_ს
ასევე უნდა იქნეს დავიწყებული აზიის ლიგები უზბეკეთები და უბედურებები
ლაშა
კიპრი, პოლონეთი, უკრაინა და სხვა. უნდა იქნას დავიწყებული.
სოსო
ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება გაგუამ და გელაშვილმა მოახდინეს!!!ნეტა კარგმა გუნდებმა წაიყვანონ
გივი
ამ ნაკრებიდან ბევრს შეულია პრემიერ ლიგა დადოს ეგ თუ არა დარწმუნებული ვარ ამ ჩემპიონატის მერე ბევრი გადავა ევროპის ლიგებში
ქომაგი
კარასკოს არანაერი დამსახურება არა აქვს კვარაცხელიას და მამარდაშვილის თემაში. თბილისის დინამოსაც ნაკლებად აქვს, მამარდაშვილში მითუმეტეს.
Givi
ერთადერთი გამოცდილება აკლიათ ჩვენებს,ამიტომაა აუცილებელი 1-2 კარგი გუნდის შექმნა,რომლებიც ევროტურნირებზე კარგად გამოვლენ, ჯგუფში რომ მოხვდნენ მაინც,გუშინ ხვადაგიანი გამოუცდელობამ დააღალატა პირველ გოლზე, სისწრაფეები აქვთ კიდევ მოსამატებელი,ნელა გადავდივართ შეტევაში.
ლევანი
ჩვენი საქმე ვაკეთოთ სწორად, რაც მთავარია. თავი არავის დაუხაროთ, და მერე, პატივისცემაც ექნებათ ჩვენი, აქეთ შეგვეხვეწებიან რაღაც რაღაცეებს. და არა ისე, რაც შოტლანდიაში ვქენით. დიდება საქართველოს!
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა