ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რუმენიგე: ძირს ფიფა, ძირს ზეპი!

რუმენიგე: ძირს ფიფა, ძირს ზეპი!

მიუნხენის "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ "ფიფას" პრეზიდენტ ზეპ ბლატერს რევოლუცია აღუთქვა

"ფიფას" პრეზიდენტ ზეპ ბლატერს და მის გარემოცვას წყალი რომ აქვს შემდგარი, ძველი ამბავია. ახალი ის არის, რომ ბლატერის და ზოგადად ფიფას ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ახლა უკვე მიუნხენის "ბაიერნის" შეფობამაც აიმაღლა ხმა. ბლატერის საწინააღმდეგო განცხადება ბავარიული გრანდის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გააკეთა, რაც, შეიძლება ითქვას, ძალიან სერიოზული დარტყმაა, რადგან რუმენიგე არა მარტო "ბაიერნის" ფუნქციონერია, არამედ უეფაში და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთში საკმაოდ წონადი სიტყვა ეთქმის.

"პირადად მე და ჩემი კოლეგები დიდხანს ვეღარ მოვითმენთ იმას, რომ ფეხბურთს მართავენ ადამიანები, რომლებიც სერიოზულად და სუფთად არ მუშაობენ, - განუცხადა რუმენიგემ ინგლისურ გაზეთ "გარდიანს" და იქვე დასძინა, - მე მზად ვარ რევოლუციისთვის და ვფიქრობ, რომ რევოლუცია ამ უმსგავსობის დამარცხების ერთადერთი გზაა."

"ბაიერნის" ბოსის აზრით, ერთდროულად ამდენი კორუფციული სკანდალი უკვე ნამეტანია, რომლის მოთმენაც ფეხბურთის წინაშე დიდი დანაშაული იქნება. კალე მიიჩნევს, რომ მოვიდა დრო, ფიფას კორუმპირებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ მთელმა საფეხბურთო სამყარომ აიმაღლოს ხმა, თუმცა კარლ-ჰაინცი იმასაც ამბობს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიბინძურისთვის ბოლოს მოღება ყველას არ ენდომება, რადგან რეაქცია ჯაჭვურია და კორუფციულ სკანდალში ძალიან ბევრი ვინმეა გარეულიო.

"როცა ხედავ, რომ რაღაც ვერ არის წესრიგში და რაღაც ბინძურად კეთდება, შენი ვალია, ჩაერიო და სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალო. ფიფაში და ფიფას გარშემო გაბატონებული კორუფციით მარტო მიუნხენის "ბაიერნი", გერმანული ფეხბურთი, ჩვენი ქომაგები და სხვა სუფთა საფეხბურთო სტრუქტურები კი არ ზარალდებიან, არამედ ისინიც, ვინც უშუალოდ დამნაშავეა, რადგან ჭაობი მუდმივად ღრმავდება. ასე რომ, სასწრაფოდ რამე თუ არ შევცვალეთ, ძალიან მალე ფეხბურთი დაკარგავს იმას, რამაც სპორტის ეს სახეობა ნომერ პირველად აქცია," - აცხადებს რუმენიგე და იქვე, კონკრეტულად ბლატერსაც უტევს: "ზეპ ბლატერი ამბობს, რომ ყველაფრის დალაგება და გამოსწორება უნდა, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი არავის სჯერა, უკვე საკმარისად სერიოზული საბუთია იმისა, რომ რევოლუციაზე იფიქრო და იზრუნო. ჩემი აზრით, სალაპარაკო ბევრი აღარაფერია. ფეხბურთს ყველა სიბინძურე უნდა მოვაშოროთ."

რუმენიგე უფრო შორსაც წავიდა და ფიფას "ფულის მანქანის" სტრუქტურა უწოდა: "დღითიდღე ვრწმუნდები იმაში, რომ ფიფას შეფებისთვის დღეს ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ სად გაიმართება მომდევნოს მომდევნო მუნდიალი, ვიდრე ის, რომ ფეხბურთმა თავისი სახე და პოპულარობა შეინარჩუნოს. ცალკე სალაპარაკო თემაა ისიც, რომ ფიფა საერთოდ აღარ სცემს პატივს საკლუბო ფეხბურთს, არადა, კლუბები ფიფას შემოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა."

ვფიქრობთ, სკანდალი სერიოზულ ფაზაში შევიდა და ძალიან საინტერესოა, რა პასუხს გასცემენ ბლატერი და კომპანია ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს, რომელიც დღეს "ბაიერნის" ფუნქციონერია. წესით, ფიფას რეაქციამ არ უნდა დააგვიანოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა

[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა