„კიოლნის“ ახალი მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი გუნდიდან ლუკას პოდოლსკის გაშვებას არ გამორიცხავს
მას მერე, რაც კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს, „კიოლნის“ ლიდერი ლუკას პოდოლსკი ცოფებს ყრის. სანამ „თხების“ ახალი მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა და ყველას ამცნობდა, რომ პოლდის კაპიტნის სამკლავური ჩამოერთვა, ლუკასი დღენიადაგ იმას გაიძახოდა, ჩემთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი სტატუსის ჩამორთმევას ვერ ავიტანო და საქმე საქმეზე რომ მიდგა, დანაპირები აასრულა კიდეც - პოლდი აიმრიზა.

სოლბაკენი კი სიმკაცრეს იჩენს, იხტიბარს არ იტეხს და გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ფეხბურთელის გაშვებასაც კი არ გამორიცხავს.

ერთი სიტყვით, პოდოლსკის „კიოლნში“ დარჩენის საკითხი უკვე უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა. მართალია, სოლბაკენმა თქვა, ლუკასმა ჩემი გადაწყვეტილება ვაჟკაცურად მიიღო და გააცნობიერაო, მაგრამ თვითონ ფეხბურთელი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, მისთვის კაპიტნობის დაკარგვა იმდენად პრობლემატური არ არის, რამდენადაც ის, როგორ დააკარგვინეს სტატუსი.

„რამდენჯერმე ვთქვი, რომ კაპიტნის სამკლავურის დაკარგვა ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმაა. მიუხედავად ამისა, ყურადღება არავინ მომაქცია და გადაწყვეტილების შესახებ მისი მიღებიდან სამი კვირის შემდეგ შევტყვე. ჩემი აზრით, „კიოლნის“ ხელმძღვანელობისგან ამას არ ვიმსახურებდი. ამ კლუბის წინაშე საკმარისად დიდი დამსახურება მაქვს იმისათვის, რომ ყურადღება მოექციათ და ჩემთან გულახდილად ესაუბრათ,“ - ჭმუნავს ლუკასი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, რომ დიდი შანსია, პოლდიმ „კიოლნი“ დატოვოს. კითხვაზე, წავა თუ არა ლუკასი გუნდიდან, სოლბაკენმა ასე უპასუხა: „ფეხბურთში არასდროს არაფერია გამორიცხული!“

სამაგიეროდ, გუნდის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ოვერატმა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ლუკასის გაშვებას არ ვაპირებთ, ამაზე ერთი წამითაც არ გვიფიქრიაო, მაგრამ „ბილდი“ ინფორმაციით, თვითონ ლუკასს აღარ სურს გუნდში დარჩენა და საინტერესო წინადადების მიღების შემთხვევაში, „თხების“ ხელმძღვანელობას გაყიდვას მოსთხოვს.

შეგახსენებთ, რომ პოდოლსკისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევის ცნობა ოფიციალურად ორშაბათს დადასტურდა - სოლბაკენმა გუნდის თავად მცველი პედრო ჟერომელი დანიშნა. აღსანიშნავია, რომ პოლდი ჟერომელის შემცვლელადაც კი არ დაასახელეს - „კიოლნის“ მეორე კაპიტანი ახალწვეული საშა რიტერი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"