ახალგაზრდულ ევროპირველობაზე B ჯგუფში მასპინძელმა რუმინეთმა ორი მატჩი წააგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა, ხოლო უკრაინამ ორი გამარჯვება მოიპოვა და ერთი ტურით ადრე მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა. რუმინეთის ფეხბურთის ფედერაცია თვლის, რომ უკრაინელებმა ხორვატიასთან მოგებულ შეხვედრაში (2:0) ფიფას წესები დაარღვიეს, რამეთუ იქამდე 48 საათით ნაკლებით ადრე მათმა ფეხბურთელებმა - მეკარე ანატოლი ტრუბინმა და ნახევარმცველმა გიორგი სუდაკოვმა, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ევრო 24-ის შესარჩევ ტურნირზე მალტასთან (1:0) ითამაშეს.

Playsport-ის ცნობით, რუმინელებმა ამის გამო ფიფას მიმართეს, რადგან მათი მტკიცებით, ეს რეგლამენტის დარღვევაა.

უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა რუსლან როტანმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ საკითხზე უეფასთან შეთანხმებული იყვნენ და წესები არ დაურღვევიათ.

შეგახსენებთ, ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მიერ პორტუგალიის დამარცხებისას (2:0), როდესაც მეორე ტაიმში შეცვლაზე ის ფეხბურთელები შევიდნენ (გიორგი გოჩოლეიშვილი და ზურიკო დავითაშვილი), რომლებმაც პირველი ნაკრების რიგებში გლაზგოში შოტლანდიასთან შეხვედრაში (0:2) მიიღეს მონაწილეობა.

ავთო
რას უჩივიან, დაღლილი ფეხბურთელები ათამაშესო?
ვანდა ჯიქია
ფეხბურთი გაქსუებული ტიპების ჭაობი გახდა, ყველაფერი მოსულა. ჩვენ რომ წაგვეგო მეტოქესთან, რომელმაც იგივე წესს 'აუარა'გვერდი, ხომ ვიჭიკჭიკებდით სხვაგვარად?
gionat
უკრაინის ფეხბურთი ფედერაციის წაემოამდგენელმა გასცა პასუხი, შესაბამისად არ უნდა იყოს წესით სანერვიულო.
Levani
ეს შეიძლება იყოს შრომითი კოდექსის დარღვევა და მოთამაშის უფლებების დარღვევეა და ექსპლუატაცია საკმარისი დასვენების დრო რო არ მისცეს, თუ დაზიანდა იმ თამაშში შეიძლება დაზღვევამ არ გადაიხადოს მკურნალობა და ფედერაციას შეტენონ ეს თანხები. ამ მხრივ არის დარღვევა(თუ კი არის) და სპორტულ შედეგზე მაგას რა გავლენა აქვს?პირიქით დაღლილი ფეხბურთელი გამოიყენა გუნდმა-მაგათ გინიათ მაგისთვის წაგებას ჩაუთვლიან 0-3? რა სისულელეა. ეს სუფთა "მოსვენების დროის" დარღვევაა სპორტსმენისთვის და არ ეხება შედეგს,შედეგზე მანიპულირება მოხდა? რო დაესვენათ იმ მოთამაშეებს უფრო უკეთესად არ ითამაშებდნენ? მასე მეც მაქვს სამსახურში კონტრაქტში მიწერია 11 საათი უნდა იყოს მინიმუმ შუალედი მუშაობის დამთავრებასა და დაწყებას შორის და კი ვარღვევ ზოგჯერ როცა საჭიროა,უბრალოდ იმ დროში რამე რო დამემართოს დაზღვევა არ დააფინანსებს მკურნალობას
L.J .
Rotanma gaca pasuxi mag kitxbaze...nu choraobt...mtavari isaa xorvatebi chumadaa da es ruminelebi ro chivloben...mrushebi
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება