ფიბას სპეციალური პროექტის – Trophy Tour-ის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულისთვის დაწესებული თასი სტუმრობდა. კალათბურთის ფუძემდებლის, ჯეიმს ნეისმიტის სახელობის თასი ჩვენს ქვეყანაში ფიბასა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩამოვიდა და უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებს ესტუმრა.

Trophy Tour-ი კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური პროექტია, რომლის არსიც ჯეიმს ნეისმიტის სახელობის თასის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე 32-ივე ქვეყანაში ჩასვლაა. საჩემპიონო თასის კონკრეტულ ქვეყანაში სტუმრობა მოიცავს სხვადასხვა სახის შეხვედრასა და აქტივობას, რომელთა ფარგლებშიც მსოფლიო თასი ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობასთან გამოიფინება და მასთან ნებისმიერ მსურველს სამახსოვრო ფოტოების გადაღება შეეძლება.

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდოს მასპინძლობის პატივი საქართველოს 22-23-24 ივნისს ჰქონდა. ვიზიტის ფარგლებში, თასი საქართველოს პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას ესტუმრა. სახელმწიფო ორგანოებში ჯეიმს ნეისმიტის სახელობის ჯილდო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ, გენერალური მდივნის მოადგილე ლაშა გამყრელიძემ, ნაკრების მწვრთნელმა ანატოლი ბოისამ და მოთამაშეებმა გიორგი შერმადინმა და დუდა სანაძემ წარადგინეს.

საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ვიზიტს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებთან ერთად 16-წლამდელთა ნაკრების კალათბურთელებიც ესწრებოდნენ. სპეციალურად Trophy Tour-ისთვის დაიგეგმა გადაცემა "პირველ არხის" სპორტულ გადაცემა "ტაიმ-აუტში".

ოპერისა და ბალეტის თეატრთან, ეროვნულ გალერეასთან და თბილისის სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის თასი მცხეთაში სვეტიცხოველს, ხოლო წალკაში დაშბაშის კანიონს ესტუმრა.

საქართველომდე თასი ფინეთში, ეგვიპტეში, კოტ დ’ივუარში და მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე კიდევ 15-ამდე ქვეყანაში იმყოფებოდა. თბილისში ნეისმიტის თასი გერმანიიდან ჩამოვიდა და ჩვენგან გეზი მუნდიალის კიდევ ერთ მონაწილე საფრანგეთისკენ აიღო.

GBF

აბდულაი
ვაი თქვენს პატრონს რა გიხარიათ ...18 წლამდელებში 210სმ ბავშვი დატოვეს და გაუშვეს ერთ ადგილზე და ზოგადად ფედერაცია ყურადღებას რომ არ მოაქცევს რა უხარიათ.მარტო შერმადინის მეგობრის შვილები და მამიკოს შვილები ხვდებიან.სანიკიძეს და მის თაობასთან ეგრე უნდა მოქცეოდნენე რომ ავიწყდებათ ყველაფერი.ვაი თქვენს პატრონს.
აბდულაი
ვაი თქვენს პატრონს რა გიხარიათ ...18 წლამდელებში 210სმ ბავშვი დატოვეს და გაუშვეს ერთ ადგილზე და ზოგადად ფედერაცია ყურადღებას რომ არ მოაქცევს რა უხარიათ.მარტო შერმადინის მეგობრის შვილები და მამიკოს შვილები ხვდებიან.სანიკიძეს და მის თაობასთან ეგრე უნდა მოქცეოდნენე რომ ავიწყდებათ ყველაფერი.ვაი თქვენს პატრონს.
მახა უპარტიო
თასის გვერდით რო დაგანან ისინი, ალბათ გუნდის ახალი ლეგიონერები ან მწვრთნელები არიან.
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?