ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუზავდა (1:1) და მეოთხედფინალში გავიდა, მეტოქე კი ჯგუფში ჩარჩა. ნიდერლანდურმა პრესამ მარცხს დრამატული უწოდა, აღნიშნა, რომ მწვრთნელმა ერვინ ვან დე ლოიმ 21-წლამდელებში ხუთწლიანი მუშაობა წარუმატებლად დაასრულა და მას მიხაელ რაიციგერი შეცვლის, რაც დიდი ხანია ცნობილი იყო.

"ტელეგრაფი" წერს, რომ ისევე, როგორც წინა ორი მატჩი, "ნარინჯისფერებმა" მასპინძლებთანაც თამაში დამაჯერებლად დაიწყეს, დებიუტში სამი მომენტი ვერ გამოიყენეს, შემდეგ საზარდულის ტრავმის გამო თავდამსხმელი ბრაიან ბრობი შესაცვლელი გახდა, ხოლო ქართველებმა პირველივე შანსის რეალიზება მოახერხეს, როდესაც ზურიკო დავითაშვილი გრძელი სოლო-რეიდით კვილინდში ჰარტმანს, მიკი ვან დე ვენს, იან პოლ ჰეკესა და სხვებს გასცდა და ბურთს კარის მარცხენა კუთხეში მიუჩინა ადგილი. თუმცა შესვენებაზე გასვლის წინ კენეტ ტეილორმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში ნაკლები შანსები ჰქონდათ და ტურნირს დაემშვიდობნენ, რაც ძალიან მტკივნეულია.

AD.nl აღნიშნავს, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში ნიდერლანდელები სათანადოდ ვერ მოქმედებდნენ, მეტოქის დაცვითი ბარიერების გადალახვა ვერ შეძლეს და ჯგუფში ჩარჩნენ.

ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირის საიტმა მარცხი ასე ახსნა: "კონტრასტი დიდი გახლდათ. ორი შეხვედრა თითქმის ცარიელ სტადიონზე ჩავატარეთ, მესამე ტურში კი "დინამო არენა", სადაც 43 ათასი მაყურებელი იყო, კინაღამ დაინგრა. ტურნირი საქართველოში ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. მასპინძლები ლიდერები იყვნენ, თუმცა შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა უნდა გარკვეულიყო. ის, რომ ანგარიში 1:0 გახდა, ისევე წარმოუდგენელი იყო, როგორც დაუმსახურებელი. ზურიკო დავითაშვილმა დაცვა გაარღვია და ახლო მანძილიდან გაიტანა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, გოლი შესანიშნავი და განსაკუთრებული გამოუვიდა. საქართველო მოულოდნელად ჯგუფის გამარჯვებული გახდა. პორტუგალიამ ბელგიას 2:1 მოუგო და ტურნირზე ასპარეზობას ისიც გააგრძელებს".

ვან დე ლოიმ NOS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიჭებმა თავი არ დაზოგეს, ბოლომდე იბრძოლეს, ბევრი მომენტი შექმნეს, სამ მატჩში გატანილი ორი გოლი ძალიან ცოტაა, დაცვაში ჩამდგარ საქართველოსთან გაუჭირდათ, ტურნირს სამარცხვინოდ დაემშვიდობნენ, რაც მტკივნეულია, რადგან საქართველოში ოქროს მედლების მოსაპოვებლად ჩავიდნენ; თუმცა წინა ორ ევროპირველობაზე წარმატებით იასპარეზეს და ეს კარგი გასახსენებელია.

tngh
ზურიკოს მსგავსი რეიდის შემდეგ ბათუმში ნორვეგია გადაურჩა გოლს... ნოდერლანდმა სრულად იგემა!!!
სოსო
თითქმის ყველა ფეხბურთელი,სხვადასხვა ჩემპიონატებში თამაშობენ,ზოლი პირველ ნაკრებშიც კი და სავსე ტრიბუნები,მათთვის დიდი ზეწოლის ფაქტორი არ უნდა ყოფილიყო.ჩვენებმა რაღა უნდა თქვან,ამხელა დინამოზე,200-ოდე კაცი რომ ესწრება ხოლმე და ახლა,სავსე სტადიონზე მოუწიათ თამაში?კარგი და აქ თუ მაყურებელმა იმოქმედა,წინა ორი თამაში რომ ვერაფერი გააკეთეს,იქ ხომ ცარიელი იყო სტადიონი?"პატარძალმა ეზო ვერ დაგავა და ეზო მრუდეაო",იმას ჰგავს! მართლა ძალიან მაგარი ბიჭები ჰყავთ,ჰოლანდიელებს,ფიზიკურადაც,ტექნიკურადაც და ტაქტიკურადაც ძალიან ძლიერები არიან,მაგრამ ჩვენ ჩვენი კოზირები გამოვიყენეთ და სასურველი შედეგიც მივიღეთ.ალბათ მაინც ჩვენმა მწვრთნელმა აჯობა,მათ მწვრთნელს,ჩვენმა თავდადებამ კი,მათ სიძლიერეს.
ლადო
სამივე თამაშის წინ, როდესაც ბიჭები ჰიმნს მთელი არსებით ასრულებდნენ, ეკრანს პირჯვარი გადავწერე, რა თქმა უნდა მეც გადავიწერე და ღმერთს ვთხივე არ წაეგოთ/არ წაგვეგო... გილოცავთ ბიჭებო და გილოცავ საქართველო ამ დაუვიწყარ ემოციებს... ბიჭებო, გახსოვდეთ რომ არა მარტო სტადიონზე მოსული აურაცხელი გულშემატკივარი, არამედ მთელი საქართველო და მსოფლიო გიყურებთ და გგულშემარკივრობთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, ფინალში შევხვდებით, ამაში ჩვენ, ქართველები, მთელი საქართველო დაგეხმარებით ❤, მადლობა ღმერთო, ამინ! წინ გამარჯვებისკენ!
ლადო
სამივე თამაშის წინ, როდესაც ბიჭები ჰიმნს მთელი არსებით ასრულებდნენ, ეკრანს პირჯვარი გადავწერე, რა თქმა უნდა მეც გადავიწერე და ღმერთს ვთხივე არ წაეგოთ/არ წაგვეგო... გილოცავთ ბიჭებო და გილოცავ საქართველო ამ დაუვიწყარ ემოციებს... ბიჭებო, გახსოვდეთ რომ არა მარტო სტადიონზე მოსული აურაცხელი გულშემატკივარი, არამედ მთელი საქართველო და მსოფლიო გიყურებთ და გგულშემარკივრობთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, ფინალში შევხვდებით, ამაში ჩვენ, ქართველები, მთელი საქართველო დაგეხმარებით ❤, მადლობა ღმერთო, ამინ! წინ გამარჯვებისკენ!
HK
გილოცავთ ყველას ამ ნანატრ წარმატებას აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების თამაში ეროვნულში ეს ძალიან გვჭირდება და აუცილებლად ასაკიანებმა უნდა დაუთმოს ამ ახალგაზრდებს ადგილი ამათზე უნდა აშენდეს ძირითადი ნაკრები ესენი არიან მომავალი და განვითარებსითვის აუცილებელია ეს ყველაფერი წარმატებეი ჩვენ ნაკრებს მინიმუმ ნახევარფინალში ველოდები ჩვენ სასწაულს გუნს და ბიჭებს
რატი
ეს იმიტომ მოგივიდათ, რომ ზემოდან იყურებოდით და მხოლოდ ქულების მოპოვების საშუალებად მიგაჩნდით. აწი ჭკუას ისწავლით. ;)
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა! [VIDEO]
U21. საქართველო-ნიდერლანდები. 1:1 პირველი ტაიმის შემდეგ
რამაზ სვანაძე: მთელი 8 დღის ნამუშევარი გეგმა, ფაქტობრივად, თამაშის წინ აგვერია
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
რამაზ სვანაძე: შედეგი ისტორიულია - ვეცდებით, მეოთხედფინალისთვის ძალები აღვიდგინოთ
ზურიკო დავითაშვილი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა - ახლა მეოთხედფინალზე უნდა ვიფიქროთ
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. მოლდოვამ საქართველოს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა