არგენტინელი ფორვარდის კარლოს ტევესის პირად აგენტს მილანური გრანდის სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა შეხვდა
"კორიერე დელო სპორტის"ინფორმაციით, მასიმო მორატიმ როგორც იქნა გადაწყვიტა და კარლოს ტევესის ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯები გადადგა.

გუშინ, არგენტინელი ფორვარდის პირად აგენტს მილანური გრანდის სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა შეხვდა და როგორც შემდეგ გაირკვა, საუბარმა კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. უფრო კონკრეტულად სწორედ ბრანკა მოგვითხრობს:

"დასამალი არ არის, რომ ტევესს ინგლისის დატოვება და კარიერის ან იტალ;იაში, ანაც ესპანეთში გაგრძელება სურს. შესაბამისად, ფეხბურთელის აგენტმა პირდაპირ მითხრა, რომ მისი კლიენტისთვის "ინტერი"ძალიან საინტერესო ვარიანტია. ჯერჯერობით, ოფიციალური წინადადება არ გაგვიკეთებია, მაგრამ არც ეს დროა შორს - ჩემი ინფორმაციით, მანჩესტერელები არგენტინელის სანაცვლოდ 56 მილიონ ევროს ითხოვენ და თუ ეს თანხა რეალურობამდე შემცირდება, მაშინ დიდია შანსი გარიგებაც შედგეს. კარგად ვიცი, რომ ტევესი უმაღლესი კლასის ფორვარდია და მის გადაბირებას 15 მილიონი ევრო არ ეყოფა, მაგრამ 56 მაინც ნამეტანია - უახლოეს დღეებში ინგლისელებს ოფიციალური წინადადებით მივმართავთ და ვნახოთ, რას გვიპასუხებენ”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს