სერია A-ში დაბრუნებული "ფროზინონეს" სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ Sky Sport-თან ახალ სეზონში გუნდში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა.

ანჯელოციმ განაცხადა, რომ მწვრთნელი ფაბიო გროსო "ფროზინონეს" არქიტექტორი იყო, წასვლა გადაწყვიტა (გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია B-ში გავარდნილ სამპდორიას ჩაუდგება სათავეში), მის არჩევანს პატივი უნდა სცენ, მას კი ეუსებიო დი ფრანჩესკო შეცვლის, რომელიც კარგი სპეციალისტია და ორი წელი ერთობლივი მუშაობით იცნობს.

სპორტულმა დირექტორმა თქვა, რომ 20 წლის ქართველი შემტევი გიორგი კვერნაძე იტალიაში კვირას ჩავა, ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გაუფორმებენ.

"ახალი კვარაცხელიაა? ერთადერთი, რაც "კვარასთან" საერთო აქვს, აგენტია (იღიმის). ხუმრობის გარეშე, ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, ჩვენ მისი გვჯერა. იმედია, იმედებს გაამართლებს".

რაბუ
ანუ რა გამოდის ბათუმის საკუთრება არაა(ტრანსფერიდან ვერ იხეირებენ) არენდით მიჰყავთ და სკამზე სვამენ?! როცა ფროსინონეს ინტერესია და თან ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატია. რას გავს ეს საქციელი ბათუმის მხრიდან?! იმედია მინიმუმ ახსნა განმარტებას მაინც გვაღირსებენ.
ბეჟო
არ მჯერა ამის დიდი ფეხბურთელობის და...
იბერია
კი ორი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე ორივე უშანსოდ დინამოში და ორი რატომღაც რუსთავში ჩამოლაბორანტებული თავის დროზე და ვიეტნამის ჩემპიონატიდან მოყვანილი ლეგიონერები
MICHAEL
ბათუმში იმიტომ არ ათამაშებდნენ , რომ ეს ბიჭი კოლხეთის ფოთის საკუთრებაა ( არენდითაა ბათუმში) და დაიკიდეს ფეხებზე მაგიტომაც მისთვის სათამაშო დროის მიცემა რადგან ფინანსურ მოგებას ვერ ნახავენ ამ ტრანსფერიდან.
SSSSSS
ულევი წარმატებები!!!!!!!!!!! რაც შეეხება ამ ბიჭის უთამაშებლობას პირველი და უკანასკნელი არ არის ვისაც სათანადოდ არ აფასებენ ( ამის დიდი იმედი მაქვს იგეივე კვარას და მამარდას განვლილი გზიდან გამომდინარე)
თენგაბი
ძაან სასიხარულო ამბავია. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს!
სოსო
ბათუმში სათამაშო პრაქტიკა აკლდა,თანაც დღევანდელი ნაკრების წევრები,უკვე 22 წელს მიღწეულები არიან და ალბათ უფრო მაღალი დონისანიც.ამ ასაკში,ორი წელი,ძალიან ბევრს ნიშნავს!
გიუშა
ამ ბიჭმა თუ სერია A გაქაჩა მაშინ გეგუჩაძეს უნდაა აახიო სიფათი
Gel-100
ამ ბიჭმა ვინმეს რამე დაუშავაა?? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს დასაჯა ბათუმმა,,თუ სერიაას დონის ფეხბურთელია რატო ეჯდა მთელი სეზონი სკამზე დინამოს და რატო არ გამოიყენა? თან ევროპის ჩემპიონატის სეზონში და ამით უ21-ნაკრებსაც დააკარგინა ერთ-ერთი პერსპექტიული კადრი და თავად ფეხბურთელსაც წაართვა აფეთქების შესაძლებლობა, რატომ?? რამე გადასახდელი იყო და ვერ თუ არ გადაიხადაა? და თუ ბათუმის ძირითადის დონისაც არაა მაშინ სად უშვებთ? დგემდე კვარას არ თამაშს რო განიხილავთ ერთი სიტყვა დაგცდათ ვინმეს რატო მოექცნენ ამ ბიჭს ესეე?ახალგაზრდული ევრო უნდა იქცეს ქვეყანაში ტალანტების აფეთქების ჩემპიონატად და ახალი კვარას და ჟორიკას აღმოსაჩენად და რატო დაიბლოკა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტალანტი მთელი სეზონი??ამ ბიჭმა რო გაამართლოს და კარგად ითამაშოს სერიალში პასუხს ვინ აგებს მერე მისი ჩაძირვის მცდელობისთვის??და საერთოდ ვინ არის ბათუმის სელექციონერი და ვის აბარია ეგ საკითხი?? როგორც მახსოვს ივა გელაშვილიც ბათუმის ფეხბურთელია და განათხოვრებული ყავდათ და დგესაც განათხოვრებული ყავთ, ამ დროს ბათუმს ცენტრალურ დაცვაში კარგად არ აქვს საქმე და არც შარშანდელ ევროტურნირზე ქონდა,, ძალით აფუჭებთ ამ ბიჭებს რამე დავალებაა, ვერ ხედავთ თუ ვერ ვიგებ რა ხდება
Levani
ვნახოთ,თუ მაგარი ბიჭია ითამაშებს და ნაკრებს +1 ტოპ ჩემპიონატის შემტევი ეყოლება,მასზეა ყველაფერი ახლა-ერთი თამაში მაქვს ამის ნანახი და არ არის უბრალო ფეხბურთელი,მეც ვერ ვხვდები ბათუმში რატო არ თამაშობდა
Amerigo Vespuchi
გიორგიმ ამ პირველ სეზონში ფროსინონეს ძირითადში რომ დაიმკვიდროს ადგილი ეს ტრანსფერი შეგვიძლია წარმატებულად გამოვაცხადოთ სეზონის ბოლოს. ძირითადში კი იმიტომ გათამაშებენ რო თამაშზე გავლენას ახდენ და ასეთუ ისე სტატისტიკასაც აგროვებ. არ დაგვავიწყდეს ფროსინონე სერია ას უპირველეს აუტსაიდერებში იქნება და ასეთი გაქანების კლუბი ბუნებრივია თამაშებში აურაცხელ მომენტებს ვერ შექმნის. მთავარია ბიჭმა ვარჯიშებზე თავდაუზოგავი შრომა გასწიოს რაც დებიუტანტისთვის სასტარტოში მოხვედრის უპირველესი გზაა, იტალიაში კი მენტორები ყველაზე მეტად შრომისმოყვარეობას აფასებენ ფეხბურთელში. თან ბიჭს ნიჭიც არ დაეწუნება, სეზონში შეაგდებს 5-6 გოლს და საბოლოოდ დიდ კარიერასაც მოიწყობს მსოფლიოს ერთერთ ყველაზე ძლიერ და პოოულარულ ლიგაში.
თომა
წარმატებები!
iraklis
მეც მაგას ვერ ვხვდები რა, ან ბათუმმა რატომ არაფერში გამოიყენა, არ ვიცი რა წარმატებებს ვუსურვებ და ღმერთმა უმაღლესი დონის ვარსკვლავად აქციოს.
giorgi 3
ნაკრებში რატომ არ არის?
გოგია
ძალიან გამეხარდა. მაგარი ამბავია.
Irakli
მგონი რაღაცას ვერ ვხვდები, 20 წლის და ასეთი მაგარი ახლა ნაკრებში რატომ არ თამაშობს?!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
საზონოვი მწყობრში ჩადგა - "ფროზინონე" ტრანსფერს აღარ აპირებს
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს