დღეს სტუდენტური ლიგის ფინალური სერია – ანუ A ლიგაში შესასვლელი ბრძოლა იწყება. კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და სტუდენტური ლიგის ერთიანი პროექტით, უკვე მე-4 წელია, სტუდენტური ლიგის გამარჯვებული სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგომ A ლიგაში ინაცვლებს, რითაც გუნდს ერთის მხრივ დაფინანსების სოლიდური წყარო, მეორეს მხრივ, განვითარების ახალი შესაძლებლობები უჩნდება.

მოგეხსენებათ, სუპერლიგისა და A ლიგის გუნდები სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას იღებენ, რაც გუნდებს სწორი მიმართულებით გამოყენების შემთხვევაში ახალ სიმაღლეებზე ასვლაში ეხმარება. სტუდენტური ლიგიდან A ლიგაში გადასვლისა და დაფუძნების კარგი მაგალითია გთუნი, რომელსაც ბოლო 2 წელია ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს და სუპერლიგაში გადასასვლელად მცირედი აკლდება.

ამჯერად A ლიგის საგზურისთვის ტექნიკური და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდები იბრძვიან. ორივე გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში 6-დან 5 მატჩი მოიგო, რის შემდეგაც სტუ-მ მეოთხედფინალიდან სეუ, ხოლო ნახევარფინალიდან აგრარული უნივერსიტეტი გააგდო. რაც შეეხება სამედიცინოს, მედიკოსებმა პლეი ოფში ჯერ აწსუ-ს, შემდეგ კი სპორტუნის აჯობეს.

ნახევარფინალურ სერიაში ორივე გუნდმა საკმაო ნერვიულობა გადაიტანა, რადგან სერიის პირველი მატჩები თსსუ-მაც წააგო და სტუ-მაც. თუმცა საპასუხო მატჩები ორივე მათგანმა საკმარისი სხვაობით მოიგეს და ფინალს უწიეს. ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა აგრარულთან პირველი მატჩი 14 ქულით წააგო, თუმცა ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა ტექნიკოსებმა საპასუხო მატჩში 24 ქულით იმარჯვეს. თსსუ-მ კი პირველი მატჩი 2 ქულით დათმო სპორტუნისთან, თუმცა ლაშა ელბაიძის გაწვრთნილმა მედიკოსებმა საპასუხო შეხვედრა 14 ქულით მოიგეს და ფინალში სტუ-ს შეუერთდნენ.

ფინალური სერია 2 მოგებამდეა. პირველი და მეორე მატჩი შესაბამისად 1 და 3 ივლისს გაიმართება. თანაბრობის შემთხვევაში, გადამწყვეტი შეხვედრა 5 ივლისსაა ჩანიშნული.

GBF

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად