ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის ძირითადი დრო საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ წინა მატჩისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, სასტარტოში ლომინაძის ნაცვლად გაგნიძე დააყენა. მეტოქე დებიუტში უკეთ გამოიყურებოდა და მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა ტურგემანმა ვერ გაიტანა. ამას გარდა, ოთხჯერ შორიდან უშედეგოდ სცადეს კარის დალაშქვრა. ქართველ ფეხბურთელებს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდათ. სტუმრებმა კი კიდევ ერთი მომენტი შექმნეს, როდესაც გლუხის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. პირველი ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, გამოსვლაზე მეკარე პერეცის შეცდომის შემდეგ მექვაბიშვილმა კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ისრაელს ისევ მიეცა შანსი - ერთი ერთზე გასულ ტურგემანს მამარდაშვილმა არ დაანება გატანა, მერე კი ბურთი ძელს მოხვდა. აქედან მოყოლებული უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა, წიტაიშვილის სწრაფმა დრიბლინგმა შედეგი არ გამოიღო. სტუმრებმა სახიფათო კონტრიერიშებით გვიპასუხეს და კიდევ ორჯერ გადაგვარჩინა მეკარემ. თამაში უკვე მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ვიზავი ჩვენს გუნდს წნეხის ქვეშ ჰყავდა, თუმცა რეალური მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. კარგად შევიდა შცვლაზე მოისწრაფიშვილი, რომლის ჩაწოდებული ბურთი გაგუამ კარს ააცილა, ბოლოს გაგუას მიერ ზედ საჯარიმოს ხაზთან მოპოვებული საჯარიმოდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა, ძირითად დროში გოლი არ გავიდა და ექსტრა-ტაიმები დაინიშნა.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ისრაელი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი (ხვადაგიანი 46), საზონოვი, გაგნიძე, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, წიტაიშვილი (მოისწრაფიშვილი 70), აზაროვი, გაგუა

ჟორიკა
აჰა მოვედით,ესეც შენი კვარა და ჟორჟი ესეთ დროს თუ არ გამოადექი შენ ქვეყანას რისი ვარსკვლავი ხარ,
ვალერი
მამარდაშვილი პენალების დროს -რატომაა მისდღემჩი უემოციოდ, განწირული კრავივით...
ეეე
ამ მამარდაშვილმა ერთი პენალტი როგორ ვერ უნდა აიღოს დასაფიცარი რა, ტფუ.
simartle
karshi ro ertxel ver dartyav esaris saertod ver moigeb azrze arxart gagimartlat da gaxvedit meotxed finalshi...
აბდულა
მე მაინც ვფიქრობ კავარა გვაკლიაძაან და და უნდა ეთამაშა.განაცხადში უნდა ყოფილიყო მაინც და დამატებითში მაიც ითამაშებდა ...ასე არ შეიძლება კვარასგან ნამდვილად არ ველოდი.რათ გვინდა ასეთი ვარსკვლავია თუ რაც არის თუ არ დაგვეხმარა
ქომაგი
მაინც ვფიქრობ რო სვანაძეს თავიდანვე ისე უნდა ეთამაშა როგორც ბოლოსკენ
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
U21 | ახალგაზრდულმა ბელფასშტი პირველი ვარჯიში გამართა
ინგლისმა ისრაელს უპრობლემოდ მოუგო და ფინალში გავიდა [VIDEO]
U21. საქართველო VS ისრაელი - სტუმართა პროვოკაცია მატჩის შემდეგ...
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21 | შეკრების მეორე დღე და ცვლილება შემადგენლობაში
U21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თამაში პირველივე ტაიმში უნდა მოეგოთ
რამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა
ზურიკო დავითაშვილი: მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ