ახალზელანდიური ქალაქის მცხოვრებლები ქართველი მორაგბეების დასახვედრად და საქომაგოდ დიდი ხანია ემზადებიან
საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის საფრანგეთში, საკურირტო ქალაქ კანთან ახლოს, სარაგბო ბაზაზე ემზადება. პარალელურად, "ბორჯღალოსნების" დასახვედრად ემზადებიან ახალ ზელანდიაშიც.

ჩვენი ეროვნული გუნდი 18 სექტემბერს ინგლისთან მატჩის შემდეგ ახალი ზელანდიის ჩრდილო კუნძულის სამხრეთ რეგიონში ვაირარაპაში, კერძოდ, ქალაქ მასტერტონში გადაბარგდება და იქ ერთ კვირას დაჰყოფს. ამ ქალაქში საქართველოს ნაკრების გარდა სხვა არც ერთი გუნდი არ იცხოვრებს და, ამდენად, მსოფლიოს თასის გათამაშება მასტერტონში ჩვენი გუნდის სტუმრობით შეაბიჯებს.

ქალაქის მცხოვრებლები "ბორჯღალოსნების" დასახვედრად და პალმერსტონში გასამართ ორ მატჩში საქომაგოდ დიდი ხანია ემზადებიან. ახალხან გაზეთმა "ვაირარაპა ნიუსმა" საკმაოდ ვრცელი სტატია მიუძღვნა ჩვენი ნაკრების მომავალ სტუმრობას, რომელშიც ქომაგთა კლუბის კოორდინატორი კეტრინ როზიტერ-სტიდი თავიანთ გეგემებზე მოგვითხრობს.

წერილი მკითხველს, მართალია, მინიმალურ, მაგრამ მაინც საჭირო ინფორმაციას აწვდის და ადგილბრივ მოსახლეობას მოუწოდებს, საქართველოს ნაკრებს მხარი დაუჭიროს.

გუშინ, 27 ივლისს ღამით კი მასტერტონში მოხალისეები შეიკრიბნენ, რათა საქართველოს ნაკრების ქომაგთა კლუბთან ერთად დაგეგმონ "ბორჯღალოსნების" ღირსეულად მასპინძლობის ღონისძიებები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

omar korgazakhia
ძაან მაგარი ხალხი, აი რას ნიშნავს სარაგბო კულტურა, ბიჭებისთვისაც ბევრს ნიშნავს ასეთი დახვედრა და სითბო, თუმცა ყოველივე ამაზე დადებითი გავლენა იქონია ასევე შონ ფიცპატრიკის ჩამოსვლამ საქართველოში... :)
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა