იტალიის სერია "ა"-ში მეორე ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. ლუკა ლოჩოშვილის გუნდი ელიტიდან გავარდა, თუმცა აქ გიორგი კვერნაძე და მისი "ფროზინონე" იქნებიან. ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ იქნებ კიდევ ერთმა ჩვენებურმა შეძლოს და აპენინებზე თავისი სიტყვა თქვას.

ბევრს კვერნაძის ტრანსფერი გაუკვირდა კიდეც, რადგან 20 წლის მოთამაშე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების განაცხადში არ ყოფილა. გიორგი თითქმის არ თამაშობდა ბათუმის "დინამოში", სადაც გადასვლის შემდეგ უკვე ვიცოდით, რომ მისით იტალიური კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი.

კვარაცხელიამ ევროპაში მართლაც სერიოზული ფანჯარა გაგვიჭრა და ტოპ-ლიგებში ჩვენებურთა რაოდენობამ უნდა მოიმატოს. კვერნაძე იტალიაში საქართველოს ისტორიული კლუბის, ამ ეტაპზე ქვედა ლიგაში მოთამაშე, ფოთის "კოლხეთის" რიგებიდან, იჯარით გადავიდა. აუცილებლად უნდა აღვნიშვნოთ, რომ გიორგის საფეხბურთო საქმეებს ის ხალხი განაგებს, ვინც კვარაცხელიას უკავშირდება (მამუკა ჯუღელი, ნუკრი რევიშვილი). ასე რომ, იტალიური გზა ხსნილია. შეგახსენებთ, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი წარმატება კახა კალაძეს ჰქონდა, მოგვიანებით კი ლევან მჭედლიძე ერთადერთი ქართველი იყო, რომელიც ევროპის 5 საუკეთესო ლიგაში გამოდიოდა.

როგორი მოთამაშეა კვერნაძე?

გიორგი ზუსტად იმავე პოზიციაზე თამაშობს, სადაც ხვიჩა - მარცხენა გარემარბია. კვერნაძე სწრაფია და მოხდენილი მოძრაობები აქვს. 187 სმ სიმაღლის ფეხბურთელს ფორვარდის უნარებიც გამოარჩევს - ზუსტად გრძნობს ბურთის მიმართულებას და პოზიციას არჩევს.

"ფროზინონეს" ახალწვეული იტალიის ჩემპიონატით მოხიბლული იყო, პატარაობაში კახა კალაძეს (წარმოშობით კვერნაძეც სამტრედიელია) გულშემატკივრობდა. მას იცნობენ, როგორც ძალიან მონდომებულ, მიზანდასახულ და ერუდირებულ ფეხბურთელს და იმედი გვაქვს, თავის დამკვიდრებას იოლად შეძლებს!.. "კვარამ" სხვა მასშტაბებზე აგვიყვანა, მაგრამ იოლი არაა, იტალიის ჩემპიონატში პირდაპირ სასტარტოში ითამაშო.

კვერნაძე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, იქაც და ეროვნულ ლიგაშიც დაამტკიცა, რომ მოკლე დროშიც შეუძლია, დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნას.

ფროზინონე

ფროზინონე რომთან ახლოს მდებარეობს. ის ლაციოს რეგიონს ეკუთვნის. საფეხბურთო მატჩი "ლაციოსა" და "ფროზინონეს" შორის ერთგვარი დერბია. ფროზინონეში აღმოჩენილი ყველაზე ძველი დასახლებები გვიან ბრინჯაოს ხანით თარიღდება. ამის შემდეგ აქ იყო ბევრი ბრძოლა, მიწისძვრა, ნგრევა, თანამედროვე ქალაქი კი კომერციულ დასახლებად იქცა.

ამ ქალაქის გუნდი სერია "ა"-ში 2015/16 და 2017/18 წლებში ასპარეზობდა და ელიტას ახლა დაუბრუნდა. ისინი ძალიან დამაჯერებელი იყვნენ და უახლოეს მდევრებს დიდი უპირატესობით გაუსწრეს. 1906 წლის შემდეგ, სერია "ბ"-ში გამარჯვება მათი ყველაზე დიდი მიღწევაა. "ფროზინონეს" მოკრძალებული სტადიონი აქვს - "ბენიტო სტირპზე" 16 227 მაყურებელი ეტევა.

"ფროზინონეს" ახლო წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი, ფაბიო გროსო წვრთნიდა, რომელიც გუნდს დაემშვიდობა. ახლა მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩისკოა. ის ყველაზე ცნობილ კლუბს, "რომას" თავკაცობდა. 53 წლის სპეციალისტი ბოლო ორი წელი უმუშევარი იყო.

ელიტაში დაწინაურებულ "ფროზინონეში" სხვა ცვლილებებიცაა. მაგალითად, გუნდი დატოვა მეკარე ლეონარდო ლორიამ, რომელიც კარიერას "იუვენტუსში" იწყებდა და პერსპექტიულ კიპერად მიიჩნეოდა. გიორგის მთავარი კონკურენტი ჯუზეპე კასო იქნება, გუნდში კიდევ ერთი მარცხენა შემტევია - მაროკოელი ბიდაუ.

ინსინიე

თუკი კვერნაძემ მარცხნიდან უნდა შეუტიოს, მარჯვნიდან ეს საქმე "ნაპოლის" ლეგენდარული ფეხბურთელის, ლორენცო ინსინიეს ძმამ, რობერტომ უნდა ითავოს. კარიერას ისიც ნეპაოლურ კლუბში იწყებდა და არაერთი წელი აქ იყო, თუმცა, ლორენცოსგან განსხვავებით, დასამახსოვრებელი ბევრი ვერაფერი შექმნა.

მწვრთნელ დი ფრანჩესკოს საბაზისო ტაქტიკად 3-4-2-1 მიიჩნევა, ასეთ შემთხვევაში როგორც გიორგის (თუკი სასტარტოში დამკვიდრდება), ასევე რობერტოს მეტი სამოქმედო არეალი ექნებათ.

იტალიის ჩემპიონატის მომდევნო სეზონის დაწყებას კიდევ უფრო დიდი ინტერესით ველოდებით, ქართული გოლები რაოდენობრივად უნდა გაიზარდოს და უფრო მრავალფეროვანი გახდეს!..

suxumchanin
ეგ ბიჭი ვისი ნათესავია შემახსენეთ
შაკო
ჩოხატაურელია, ხიდისთაველი
ზურიკო
ეს ლორიები რავა ყველგან მეკარეები არიან მარა ჩვენი ლორია ჯობია ლეონარდო ლორიას )))
MARGALONA
ეგ ლეონარდო ლორია გიორგი ლორიასავით გურულობს თუ ჯერაც ახსოვს რომ ძირძველი მეგრელია ;)
ვახო...
უდიდესი წარმატებები გიორგის და იმედი მაქვს, რომ მისით, ისევე აღფრთოვანდებიან მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში, როგორც ეს ხვიჩამ მოახერხა!
Givi
მოდი ნუ ვიმარჩიელებთ, უბრალოდ ჯანმრთელად ყოფნა ვუსურვოდ და ბევრი ლამაზი ეპიზოდი, დანარჩენი თვითონ მოვა შემდეგ...
Amerigo Vespuchi
კი არის ამ ნააზრევში რაღაც სიმართლის მარცვალი მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ 20-25 თამაში ძირითადში ათამაშენ 65-70 წუთი და მაინც ვერაფერი ვერ ქნა მაგრამ თავიდან ჩემის აზრით ასე საწყისი 10 ტური ბოლო 20 წუთს დაუთმობენ და შემდეგში უფრო დატვირთავენ სასტარდოდან. და იმედია ალღოს აუღებს ტაქტიკურად ერთერთ ყველაზე რთულად სათამაშო ჩემპიონატს და მიუხედავად აუტსაიდერის სტატუსის მქონე გუნდისა კვერნაძე თავს მაინც წარმოაჩენს, მე ამ ბოლო ვერსიის უფრო მჯერა.
ჯარჯი
შენს პირს მარილი. რას ითარსები???!!!!
გგ
ჯუღელი მისი აგენტიც არის და კლუბის მფლობელი (ფოთის კოლხეთი) საიდანაც განათხოვრებული იყო დინამო ბათუმში
გივი
ეს გუნდი წელს ისევ გავარდება
სოხუმელი ვეტერანი
წარმატებები გიო!
ეგრეა
თუ გვარიანად ათამაშდა, მაშინ ეგრე იქნება, მაგრამ თუ უაზროდ ითამაშა, იმ საქმესაც გააფუჭებს რაც კვარამ გააკეთა.
Anti
ბევრი რამ იქნება კვერნაძეზე დამოკიდებული, ესეც თუ გვარიანად ათამაშდა, მერე ნახეთ თქვენ სკაუტების ბუმი საქართველოში, როგორც საფეხბურთო ტალანტების ქვეყანას ისე შეგვხედავენ და არა როგორც ერთეული ტალანტების გამონათებას. ძალიან ბევრ ახალგაზრდას გაეხსნება გზა წამყვან ტოპ 5 ჩემპიონატში.
Charley
გიორგიმ ამ პირველ სეზონში ფროსინონეს ძირითადში რომ დაიმკვიდროს ადგილი ეს ტრანსფერი შეგვიძლია წარმატებულად გამოვაცხადოთ სეზონის ბოლოს. ძირითადში კი იმიტომ გათამაშებენ რო თამაშზე გავლენას ახდენ და ასეთუ ისე სტატისტიკასაც აგროვებ. არ დაგვავიწყდეს ფროსინონე სერია ას უპირველეს აუტსაიდერებში იქნება და ასეთი გაქანების კლუბი ბუნებრივია თამაშებში აურაცხელ მომენტებს ვერ შექმნის. მთავარია ბიჭმა ვარჯიშებზე თავდაუზოგავი შრომა გასწიოს რაც დებიუტანტისთვის სასტარტოში მოხვედრის უპირველესი გზაა, იტალიაში კი მენტორები ყველაზე მეტად შრომისმოყვარეობას აფასებენ ფეხბურთელში. თან ბიჭს ნიჭიც არ დაეწუნება, სეზონში შეაგდებს 5-6 გოლს და საბოლოოდ დიდ კარიერასაც მოიწყობს მსოფლიოს ერთერთ ყველაზე ძლიერ და პოოულარულ ლიგაში.
ტოტტი
რომადან მახსოვს დიფრანჩესკო კარგი მწვრთნელია. კვერნას კი წარმატებებს ვუსურვებ და სერია ა ში დამკვდრებას
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
დაღამებამდე ავიღებ პირველ გოდოლსაო და აბა ვნახოთ, მთავარია ჯაგებში არ გაიხლართოს, ფროსინენოში ბევრი მაყვალი იცისო.
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ბადრი კვარაცხელია: მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
ცნობილი გახდა კვარაცხელიას ახალი აგენტის ვინაობა
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან