რეიტინგში საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურითაა დაქვეითებული და 57-ე ადგილზეა
ფიფასა და "კოკა კოლას" ერთობლივ რეიტინგში, რომლის განახლებული ვარიანტიც გუშინ, 27 ივლისს გამოქვეყნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთი საფეხურითაა დაქვეითებული და 57-ე ადგილზეა.

რაკი ივლისში ევროპულ ნაკრებებს არ უთამაშიათ, მათი თანმიმდევრობა არ დარღვეულა და უცვლელი დარჩა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საწილისყრო კალათების შემადგენლობა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები, რომლის ბრაზილიური მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლის მეტოქეები ზეგ გაირკვევა, მეოთხე კალათაშია.

მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის თემას უფრო ვრცლად ზეგინდელ ნომერში შევეხებით და კალათების შემადგენლობასაც შეგახსენებთ, ახლა კი რეიტინგს მივუბრუნდეთ.

ზაფხულის ყველაზე საინტერესო სანაკრებო მოვლენა კოპა ამერიკა იყო და ფიფას რეიტინგში ყველაზე მეტი ცვლილება სწორედ ამ ტურნირმა შეიტანა. კოპას ტრიუმფატორ ურუგვაის გამარჯვება დაუფასდა, ერთბაშად 13 ადგილით დაწინაურდა და დღეს მსოფლიოში მე-5 ნაკრებია. სოლიდურ პროგრესს მიაღწია კოპა ამერიკას კიდევ რამდენიმე მონაწილემ - ჩილე 27-დან მე-11 საფეხურამდე აღზევდა, პერუ - 49-დან 25-ემდე, კოლუმბია - 54-დან 35-ეზე, ხოლო ვენესუელამ 29-ადგილიანი ნახტომი გააკეთა და მე-40 პოზიციაზეა. კოპაზე განცდილი კრახი ძვირად დაუჯდა მექსიკას, რომელიც მე-9-დან მე-20 ადგილამდე დაეშვა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეტოქეებს ევრო 2010-ის შესარჩევ ტურნირში, ხორვატია მე-8-დან მე-9 პოზიციამდე ჩამოქვეითდა, საბერძნეთი მე-12-დან მე-13-ეზე დაეშვა, ისრაელი 30-დან 32-ეზე ჩავიდა, ლატვიამ ერთი საფეხურითუკან დაიხია და 83-ეა, მალტის მდგომარეობა კი 12 პოზიციით გაუარესდა და კუნძულელები დღეს 173-ეები არიან.

რეიტინგის საუკეთესო სამეული უცვლელი დარჩა, ბრაზილიამ კი კოპა ამერიკაზე განცდილი ფიასკოს მიუხედავად, მდგომარეობა ერთი პუნქტით გაიუმჯობესა.

საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება: 1. ესპანეთი, 2. ჰოლანდია, 3. გერმანია, 4. ბრაზილია, 5. ურუგვაი, 6. ინგლისი, 7. პორტუგალია, 8. იტალია, 9. ხორვატია, 10. არგენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საბო: დავითაშვილს უნდა ვუმადლოდეთ - კითხვა მაქვს ქართველთა მეკარესთან
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს