შანხაიში 17 წლის ირაკლი ბოლქვაძემ 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ბაქოში დამყარებული საქართველოს რეკორდი გააუმჯობესა
შანხაიში (ჩინეთი) გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი საწყლოსნო სახეობებში. კვარცხლბეკზე უკვე მოცურავეებიც ადიან. ქართველ სპორტსმენებს ამ ბედნიერებაზე მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ, თუმცა, დღევანდელი ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებით, საკითხავია, ვეღირსებით კი ოდესმე მსოფლიოს ჩემპიონატის რომელიმე სინჯის მედალს?!

მრუმე პრელუდიაა... მაგრამ ერთი სასიამოვნო ინფორმაციაც მინდა გაუწყოთ: შანხაიში 17 წლის ირაკლი ბოლქვაძემ 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში 25 წლის წინათ (!) სერგეი კოშკოს მიერ ბაქოში დამყარებული საქართველოს რეკორდი (2.08,31) გააუმჯობესა: დისტანცია 2.07,29-ში გაცურა და სამი თვის წინათ მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ნაჩვენებ თავის საუკეთესო შედეგს 6,5 წამი ჩამოაკლო. მართალია, ირაკლიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ 37-ე ადგილი დაიკავა, მაგრამ ეს მისი დებიუტია მნიშვნელოვან ტურნირებზე და, იმედია, მომდევნო შეჯიბრებებში უფრო გაგვახარებს.

თავისუფალი ყაიდით ცურვაში ირაკლი რევიშვილმა მოსინჯა ძალები. 200 მეტრზე (1.54,02) იგი 46-ე იყო, 400 მეტრზე (4.02,97) კი ათი საფეხურით წინ წაიწია, თუმცა არც ერთი შედეგია სანუგეშო და არც მეორე. საპრიზო ადგილები კი აქ ასე განაწილდა: 200 მ. 1. რუან ლოხტე (აშშ, 1.44,44), 2. მაიკლ ფელპსი (აშშ, 1.44,79), 3. პაულ ბიედერმანი (გერმანია, 1.44,88). 400 მ. 1. რაე ჰვან პარკი (კორეა, 3.42,04), 2. სუნ იანი (ჩინეთი, 3.43,24), 3. პაულ ბიედერმანი (გერმანია, 3.44,83).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა