ფეხბურთელი, ვის გამოც ისტლენდელებმა ყველაზე დიდი ფული დახარჯეს დიეგო მარადონას 23 წლის სიძე, არგენტინელი სერხიო აგუერო იქნება
„მანჩესტერ სიტიმ“ რეკორდი მოხსნა. ამიერიდან ფეხბურთელი, ვის გამოც ისტლენდელებმა ყველაზე დიდი ფული დახარჯეს დიეგო მარადონას 23 წლის სიძე, არგენტინელი სერხიო იგივე კუნ აგუერო იქნება.

აგუერო მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობდა. ისტლენდელებმა მადრიდელებს მის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი აღუთქვეს, რასაც ჩვეულებრივი „კუდები“ მოჰყვება და თანხა, ჯამში, 38 მილიონ ფუნტამდე ადის, რაც ევროებში 43 მილიონია. კუნის ხელფასი კვირაში 220 ათასი ფუნტის ტოლი იქნება. კონტრაქტი ხუთწლიანია, ასე რომ, რა თანხა წავა „ეტიჰედ სთედიუმიდან“ ამ თავდამსხმელის გამო, შეგიძლიათ მარტივად იანგარიშოთ.

აგუერო მანჩესტერში ოთხშაბათს დილით ჩაფრინდა. მან შვებულება შეიმოკლა - ოჯახთან ერთად სამშობლოში ისვენებდა. ცნობილია, რომ არგენტინელი „სიტიში“ 16 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ეტიჰედ სთედიუმზე“ მისვლის შემდეგ აგუეროს სამსაათიანი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს და მხოლოდ ამის შემდეგ დასვეს პირადი საკითხების შესათანხმებლად. ისტლენდზე მას ასობით აღფრთოვანებული გულშემატკივარი დახვდა. ვარსკვლავს გარკვეული დრო ავტოგრაფების დარიგებაშიც დაეხარჯა.

ყველაფერი რომ დასრულდა აგუერომ ახალ გუნდში გადასვლის ამბავი „ტვიტერით“ გამოაცხადა, არადა მანჩესტერულ კლუბს ოფიციალურად ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდა ნათქვამი. კუნმა დაწერა: „მე უკვე „სიტის“ ფეხბურთელი ვარ. მიხარია ამ კლუბსა და ქალაქში რომ მოვხვდი. მანჩესტერელებო, დიდი მადლობა გულთბილი მიღებისთვის“.

ამრიგად, დიდი დიეგოს სიძე კარიერის ახალი ეტაპისთვის ემზადება, „მანჩესტერ სიტი“ კი ფიქრობს ჩართოს თუ არა აგუერო იმ შემადგენლობაში, დუბლინში, ამხანაგური ტურნირის სათამაშოდ რომ მიემგზავრება.

თავად ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ ინგლისური ფეხბურთის სამყარო მისთვის უხერხული და შეუთავსებელი არ აღმოჩნდება. მან ესპანეურ „ლა ლიგაში“, ხუთ წელიწადში ასზე მეტი გოლი გაიტანა - საშუალოდ, ყოველ ორ შეხვედრაში ერთი გოლი გამოუვიდა. კუნი ამბობს, რომ ინგლისური ფეხბურთის თავისებურებებზე ძალიან ბევრი ელაპარაკა ხავიერ მასკერანოს, რომელიც, მოგეხსენებათ, არგენტინის ნაკრებში მისი თანაგუნდელია და სამი წლის განმავლობაში „ლივერპულში“ თამაშობდა.

„მასკერანოსთან როგორც ჩემპიონთა ლიგაზე ასევე პრემიერლიგაზე ძალიან ბევრი მაქვს ნალაპარაკები - თქვა აგუერომ - თავდამსხმელებზე კი ასე გეტყოდით: რაც მე ინგლისის პირველობას ვუყურებ, საუკეთესო თავდამსხმელი დიდიე დროგბაა და ფერნანდო ტორესიც სადღაც იქვეა“.

სერხიო აგუეროს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა, სავარაუდოდ, იმავე გუნდიდან მისი თანამემამულის, 27 წლის კარლოს ტევესის წასვლას ნიშნავს. ტევესი, მოგეხსენებათ, ისტლენდელთა კაპიტანი იყო. ამბობენ, რომ ის „ინტერში“ დაიდებს ბინას.

ზემოთ დუბლინის ტურნირი ვახსენეთ. ამ ტურნირში „სიტისთან“ ერთად, სწორედ „ინტერი“ მონაწილეობს. დუბლინის ტურნირზე გამოვა „სელტიკიც“. მანჩესტერელებმა 28 კაციან განაცხადში ჯერჯერობით მხოლოდ 27 მოთამაშე ჩაწერეს. რობერტო მანჩინის სიაში ორი თავდამსხმელი ჰყავს: მარიო ბალოტელი და ედინ ჯეკო.

აგუეროს კი „ატლეტიკოდან“ მწვრთნელის, გრეგორიო მანსანოს უკმაყოფილო კომენტარი გამოჰყვა:

„კუნს შეეძლო გაცილებით პროფესიულად, ფრთხილად და ღირსეულად გადასულიყო სხვა გუნდში. ახლა ჩემს ფეხბურთელებს უნდა ვუთხრა, რომ აგუეროს ისტორიას საერთოდ აღარ მიაქციონ ყურადღება და მთლიანად ევროლიგის შეხვედრაზე გადაიტანონ ფიქრი. კუნის მხრიდან კი გაცილებით ნორმალირი საქციელი იქნებოდა ერთი წუთით მაინც დაფიქრებულიყო, მისი როგორი ქცევა არგებდა „ატლეტიკოს“ და როგორი არა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zebraa
გაბანძდი უკვე კუუნ..ის აღარ ხარ..
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"