მალაიზიელმა გულშემატკივარმა „ჩელსის“ ებრაელი ვარსკვლავი, იოსი ბენაიუნი შეურაცხყო
განრისხებულმა „ჩელსიმ“ მალაიზიის ფეხბურთის ასოციაციას პროტესტით მიმართა: ადგილობრივმა გულშემატკივარმა „ლურჯების“ ებრაელი ვარსკვლავი, იოსი ბენაიუნი შეურაცხყო. ეს ამბავი კუალა ლუმპურში, დასავლეთლონდონელებისა და „მალაიზია XI“-ის ამხანაგური შეხვედრის დროს მოხდა.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ არ იჩივლა ინგლისურმა გუნდმა დაუყოვნებლივ? ამ კითხვაზე „ჩელსის“ ხელმძღვანელები ასე პასუხობენ: მაშინ ჯერ ზუსტად არ იცოდნენ, რა იყო მაყურებლის ასეთი ქცევის მიზეზი. დღეს, როდესაც კლუბის წარმომადგენლებმა მალაიზიაში მცხოვრებ „ჩელსის“ გულშემატკივრებს ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხეს, მიზეზები გარკვეულია.

„ჩელსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „ვადასტურებთ, რომ მალაიზიის ფეხბურთის ასოციაციას ოფიციალური საჩივრით მივმართეთ. ამის მიზეზი გასულ სამშაბათს გამართული შეხვედრის დროს ჩვენი ფეხბურთელის იოსი ბენაიუნის მიმართ მაყურებლის ქცევა გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ტრიბუნაზე მსხდომთა უმეტესობა წესიერად იქცეოდა, გულშემატკივრის გარკვეულმა ნაწილმა ანტისემიტური განწყობა გამოავლინა და იოსი შეურაცხყო. ასეთი რამ დაუშვებელია. მსგავს ქცევას ფეხბურთში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

„ჩელსიმ“ საჩივარი დაუყოვნებლივ იმიტომ არ შეიტანა, რომ თავდაპირველად მაყურებლის ქცევის ბუნება არ იყო ცნობილი. იმ შეხვედრაში, დაახლოებით მსგავსი რეაქცია, ტრიბუნებს როგორც ერთი ასევე მეორე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის დანახვაზე ჰქონდათ. ზოგ შემთხვევაში ეს რეაქცია უფრო ხმამაღალი და ხანგრძლივი იყო, ზოგ შემთხვევაში კი ხანმოკლე. როდესაც დრო გავიდა და კლუბმა მაყურებლის ქცევის მიზეზები გამოიკვლია, აშკარა გახდა, რომ „ჩელსი“ ვალდებულია საქმეს ოფიციალური მსვლელობა მისცეს.

ზოგადად, ჩვენი მალაიზიური ტურნე ძალიან სასარგებლო გამოდგა, თუმცა სამწუხაროა, რომ ზოგიერთი გულშემატკივრის ქცევამ ცუდი მოგონებებიც გამოიწვია“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა