კრის სამბამ „ბლექბერნის“ უფროსობა გააოცა, კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ „არსენალში“ გაშვება სთხოვა
კრის სამბამ „ბლექბერნის“ უფროსობა გააოცა, „არსენალში“ გაშვება სთხოვა. „როვერსის“ 27 წლის კაპიტანმა თქვა: „მინდა ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშო. განა არის ამქვეყნად ფეხბურთელი, ამაზე რომ არ ოცნებობდეს“?

არადა, 193 სანტიმეტრი სიმაღლის ფრანგმა „ივუდ პარკზე“ ახალ ხუთწლიან კონტრაქტს სულ რამდენიმე თვის წინ მოაწერა ხელი.

„მოთამაშეს, რომელიც უმაღლეს დონეზე გამოსვლას არ ეშურება, პროფესიად ფეხბურთელობა არ უნდა აერჩია. ამბობენ, რომ „არსენალს“ პრობლემები აქვს. არ ვიცი რა ხდება ამ გუნდში, რადგან იქ არ ვთამაშობ და ჩრდილოლონდონელთა პრობლემებსაც არ ვიცნობ. ჯერჯერობით, „ბლექბერნის“ ფეხბურთელი ვარ, მაგრამ, რომ გითხრათ, აქ დარჩენაზე ვოცნებობ და ჩემპიონთა ლიგაში თამაში არ მინდაო, მატყუარა ვიქნები.

ვერც იმას გეტყვით, რას გეგმავენ „ბლექბერნის“ მეპატრონეები და მწვრთნელები. არ ვიცი როგორ აპირებენ შემადგენლობის გაძლიერებას. ერთი სიტყვით, ამწუთას მოვლენათა განვითარებას ველოდები და ახალი სეზონისთვის ვემზადები“, - ამბობს მცველი.

ცნობილია, რომ „მეთოფეების“ თავკაცი, არსენ ვენგერი კრის სამბას ყიდვას ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილავდა, თუმცა ვერა და ვერ გადაეწყვიტა, შეეთავაზებინა თუ არა „ბლექბერნისთვის“ ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტი. საბოლოოდ, ვენგერმა ნაბიჯი არ გადადგა და კლუბებს შორის არც ვაჭრობა გამართულა.

მოგეხსენებათ, პრემიერლიგის ჩემპიონატი 13 აგვისტოს იწყება, „არსენალს“ კი დაცვა აქვს გასაძლიერებელი. პრესა წერს, რომ „მეთოფეთა“ სამიზნეზე კიდევ ერთი მცველი, 28 წლის ევერტონელი ფილ ჯეგიელკაა, რომლის სანაცვლოდაც ვენგერს თავიდან 10 მილიონი ფუნტი ემეტებოდა, მაგრამ ინგლისის ნაკრების მოთამაშის ამ თანხად გაყიდვაზე ლივერპულის გუნდმა უარი თქვა. გამოდის, რომ საქმე ჩაიშალა? შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა იმასაც წერენ, რომ „მეთოფეთა“ თავკაცმა შესაძლოა „ევერტონს“ ახალი წინადადებით მიმართოს. ამბობენ, რომ ვენგერი პირველად შეთავაზებულ თანხას 5 მილიონ ფუნტს დაამატებს. თურმე, „მეთოფეთა“ ფრანგ მწვრთნელს მიაჩნია, რომ სამბასა და ჯეგიელკას წყვილი მისი გუნდის დაცვის ცენტრში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა