ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "ბაიერნის" საკუთრებაში მყოფი მეკარეები, ალექსანდერ ნიუბელი და იან სომერი, არ გეგმავენ, რომ მომავალ სეზონში მე-2 ნომრის სტატუსი ჰქონდეთ.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, მიუნხენურ გრანდში მომავალ სეზონშიც პირველი კიპერის სტატუსი მანუელ ნოიერს აქვს განაღდებული.

სათქმელია, რომ 37 წლის ვეტერანი ფეხის მოტეხვის შემდეგ ჯერჯერობით მოედანს ვერ დაუბრუნდება. ის "რეკორდმაისტერს" იაპონიაში მოსამზადებელ ტურში ვერ გაჰყვება და ასევე უცნობია, ითამაშებს თუ არა გერმანიის სუპერთასის შეხვედრაში, სადაც 12 აგვისტოს "ბაიერნი" "ლაიფციგს" უნდა დაუპირისპირდეს.

ნიუბელი გასულ წელს "მონაკოში" იყო განათხოვრებული და "ალიანს არენაზე" დაბრუნდა. მისით "შტუტგარტია" დაინტერესებული და "შვაბებში" გადასვლის შემთხვევაში, პირველი ნომრის სტატუსსაც დაისაკუთრებს, თუმცა მიუნხენელებს მისი მხოლოდ იჯარით გაშვება უნდათ.

რაც შეეხება სომერს, შვეიცარიელს სამსახურს, სავარაუდოდ, მილანის "ინტერი" შესთავაზებს, რომელიც ანდრე ონანას გარეშე რჩება.

მხოლოდ დროის საკითხია, რომ კამერუნელი "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრი გახდება, ასეთ შემთხვევაში კი "ნერაძური" ძირითადის კიპერს დაკარგავს.

ამ ყველაფრის ფონზე კი, იზრდება მამარდაშვილის "ბაიერნში" გადასვლის შანსი, მაგრამ როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, "რეკორდმაისტერის" კარს მომავალ სეზონშიც მანუელ ნოიერი დაიცავს და ამ ყველაფრის ფონზე, ქართველს კარიერის ამ პერიოდში მეორე მეკარეობა აწყობს?

სხვა საქმეა, რომ ნოიერი 37 წლისაა და ალბათ, ბუცებსაც ლურსმანზე მალე ჩამოჰკიდებს, თანაც გიორგი მასთან ერთად ვარჯიშით ბევრს ისწავლის.

ვნახოთ, ყველაფერს პასუხი მალე გაეცემა და მეკარეთა დიდი გადაადგილებებია მოსალოდნელი...

გიგა
არ უნდა გადავიდეს ბაიერნში. ფორმას დაკარგავს მეორე ნომრობით. დარჩეს ვალენსიაში ან გადავიდეს იქ სადაც პირველი ნომრობა გარანტირებული ექნება.
ირაკლი-ს
რა არ არსებობს ვიღაც მწერალი ყავთ სომხებს აშოტ მამარდიანი.
ან იმას რას ერჩის
არაფერს არ ვერჩი, ყარაბახის სათადარიგოობას ბავარიას სათადარიგოობა არ ჯობია?
G.LA
zura222-ს ჩემზე წერე რაც გინდა ჩემი სახელით. მამარდას თავი დაანებე იდიოტო. ადრე ხვიჩასაც უწერდი და რომ შემოიხედონ ბიჭებმა აქ რატომ აკეთებ მაგეებს თუ ტვინით ავადმყოფი არ ხარ? ჩემი სახელით რომ წერ მოვა ვინმე და ყურს მე ამიწევენ შენ გასახარად?
ირაკლი
მამარდიანი საერთოდ არ არსებული გვარია. მაგალითად არის სომხური გვარები მინასიანი, ავალიანი, ამბობენ რომ მინაშვილი ავაქიშვილი მინასიანიდან გადმოქართულდა, მაგრამ მამარდიანი ეგეთი გვარი ბუნებაში არ არსებობს და რა საჭირო იყო ეგ ბოროტი ხუმრობა
მადრიდისტი
ისწავლის არა კვატი, გიორგი ბევრად მაგარი მეკარეა ვიდრე ნოიერი, აქეთ ასწავლის ზოგ ზოგიერთებს კიდე!!
სოსო
ვთვლიდი ახლაც ვთვლი,რომ ბაიერნს,სჭირდება მეკარე,რომელიც ნოიერთან მიახლოებული მაინც იქნება,ფეხით და გამოსვლებზე თამაშში.რა თქმა უნდა,კარის ხაზზეც ძალიან ძლიერი უნდა იყოს.კარის ხაზზე,გიოს არაფერი დაეწუნება,თუმცა დანარჩენ კომპონენტებში,ძალიან მოსამატებელი აქვს და თუ ბაიერნში წავა,იმედი ვიქინიოთ,რომ ნოიერიც ისევე დაეხმარება,როგორც თავის დროზე სილესენიო ეხმარებოდა.ნოიერი კი,მართლაც საუკეთესოა ფეხით და ერთერთი საუკეთესოა გამოსვლებზე თამაშში.ისე ჩანს,რომ ნოიერი,კიდევ რამდენიმე თვე ვერ დაეხმარება ბაიერნს და ამ პერიოდში,გიომ შესაძლოა ისეთივე ნახტომი გააკეთოს წინ,როგორიც ვალენსიაში ჰქონდა.ისტორია არ მეორდებაო,ნათქვამია და ცოტა ძნელი წარმოსადგენია,ნოიერმაც სილესენის მსგავსად,მხოლოდ გუნდის ინტერესებისათვის იფიქროს,მაგრამ რა ვიცით,იქნებ...ნოიერზე უკეთეს დამრიგებელს კი,ვერც მამარდა და ვერც ჩვენ,ვერ ვინატრებთ.რისკი,რა თქმა უნდა დიდია,მაგრამ შესაძლოა გამართლებულიც იყოს.გიოს შრომისმოყვარეობაში და ნებისყოფაში,მგონი არავის გვეპარება ეჭვი.ასე რომ ძალიან კატეგორიულადაც ვეღარ უარვყოფ,ამ ტრანსფერს.ძალიან მადისაღმძვრელი სატყუარაა,ანკესზე.
ან იმას რას ერჩი ))
გუგეშაშვილიც მაგარი მეკარეა და იმედია მაქვს მალე გადავა რაიმე საშუალო დონის გუნდში მაინც. მეორე მეკარეობას არც ლუკა იმსახურებს არსად. თან ლორია ბერდება და ნაკრებში ორი მაგარი მეკარე გვჭირდება, ამიტომ ლუკასაც სულ უნდა ჰქონდეს პრაქტიკა
დავიდუს-ს
გაზრდილხარ დავიდუს,მოვიკითხავ…წვლილი დიდი მაქ
G.LA
ვა მამარდიანი ბაიერნში?
დავიდუსს
არა ქართველი კი არა,12 წლის ღლაპი იმ კატეგორიიდან იქნება,უცხოელ კუმირებს რომ აიდიალებენ და ქართველ ფეხბურთელს კი არა ძმაკაცს დაუპირისპირდებიან მაგათ გამო. გაიზრდება, თვითონ შერცხვება. ადრეც მინახია აქ კომენტარები,ვინისიუსს როგორ აიდიალებენ და მამარდას ლანძღავენ. რასისტი სულ არ ვარ,მაგალითად დიდ პატივს ვცემდი კობი ბრაიანტს,კლიუვერტს,ანრის და ა.შ მაგრამ ვინისიუსს არის პროვოკატორი ახ.... რომელიც სულ მსხვერპლის როლშია,ოღონდ რატომღაც მისი გუნდელები იგივე ჩუვამენი,კამავინგა,რუდიგერი,როდრიგო არა !
ეეე
მეორე მეკარე თუ უნდათ იყიდონ გუგეშაშვილი, მამარდა მეორე მეკარედ არსად არ წავა იმედია.
დავიდუსი
და ვინა რასისტი? მამარდა? თანაგუნდელი თუ დაიცვა ეს რასისტობაა? გეტყობა შენ ქართველი არ ხარ,ვიღაც ურჯულო ხარ!
დავითი
მასე რომ აწყობდეთ ,გერმანელი ნიუბელი ყავთ იჯარით გაშვებული ,პერსპექტიული თავიანთი ახალგაზრდა კადრი და სულ არ იჩალიჩებდნენ მამარდას ან ახალი მეკარეს დამატებას.უბრალო მეორე ნომრად ულირახიც ყავს. ბაიერნს ჭირდება ძლიერი მეკარე,რომელიც რამოდენიმე წელი ნოიერთან დაღვინდება და შემდგომ შეცვლის.ნიუბელი კიდე მაგას არ თანხმდება !
G.LA
zura222-ს აქ მაკოცეთ შენც და იმ შენმა ქურუმმაც.

გერმანიაში რასისტებს არ იღებენ
Მეზღვაური
იდეალური იქნება თუ იყიდიან მამარდას და იჯარით 1 სეზონით ისევ დატოვებენ ვალენსიაში.არაა გამორიცხული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერაც დაასრულოს ნოერმა და 2024წლიდან უკვე ძირითადის მეკარე გახდებოდა გიო.1 სეზონიც რომ დარჩეს ვალენსიაში არც ეს იქნება პრობლემა.დიდი ალბათობით ობლაკიც დატოვებს მომავალ წელს ატლეტიკოს და გიორგი ნომერ პირველი კანდიდატი იქნება სლოვენიელი რომ შეცვალოს.
beqa
დეხეა არავის უნდა?
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"ამაზე კარგი დრო როდისღა ექნება?" - კანმა ნოიერს ფეხბურთელის კარიერის დასრულება ურჩია
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ
ნოიერი: პსჟ ევროპაში საუკეთესო გუნდი არ არის
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
ცნობილი გახდა, როდის იგეგმება ნოიერის დაბრუნება
"ინტერს" იან სომერი გაურკვეველი ვადით გამოაკლდა
"ბაიერნმა" ახალწვეულები წარადგინა - იქნება მალე მათ შორის მამარდაშვილიც?
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ნოიერი ჯერ ვერ დაბრუნდება, სომერი წავიდა - ეს მამარდაშვილისთვის შანსია?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ზაფხულში ლუნინმა შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"ბაიერნის" ახალწვეული ბაზაზე ძველი "ფოლკსვაგენით" მივიდა, სახლში კი ახალთახალი Audi-თ წავიდა [PHOTO]
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
"ბაიერნმა" მამარდაშვილის შეძენა გამორიცხა? - რა გეგმები აქვთ მიუნხენელებს ნოიერის შესაძლო შემცვლელზე