საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთკვირიანი შეკრება დასრულდა. ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა – ანატოლი ბოისამ, მანუჩარ მარკოიშვილმა და ფიზმომზადების მწვრთნელმა ირაკლი შიოშვილმა, ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ინტენსიურად ავარჯიშეს, რის შედეგადაც 18 კალათბურთელი შეირჩა, რომლებიც 21 ივლისიდან იტალიის ქალაქ ტრევიზოში შეკრების მეორე ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას.

ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შეკრებაზე რეკორდულად ბევრი – 34 კალათბურთელი იყო გამოძახებული. მწვრთნელებმა მოთამაშეები 2 ჯგუფად გაყვეს და დიღმის არენაზე ყოველდღიურად ავარჯიშებდნენ. შეკრებაზე არ იყვნენ თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ეს ოთხეული ნაკრებს პირდაპირ ტრევიზოში, 21 ივლისს შეუერთდება. კიდევ ერთი კალათბურთელი, რომელიც ტრევიზოში წამსვლელ 18 კალათბურთელს შორის მოხვდა, ლუკა ლიკლიკაძეა, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთ მაკედონიაში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში იმყოფება.

18-კაციან შემადგენლობაში არაერთი ახალგაზრდა მოხვდა, რამდენიმემაც მწვრთნელების დიდი მოწონება დაიმსახურა და ისინი ეროვნულ ნაკრებს მომავალში გამოადგებიან. სამწუხაროდ, ოჯახური მიზეზების გამო შეკრებას ბექა ბურჯანაძე გამოაკლდა.

17 და 18 ივლისს ეროვნული ნაკრების წევრები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და 20 ივლისს იტალიაში გაემგზავრებიან. შეკრება ტრევიზოში 21 ივლისს დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდი 10 დღე ინტენსიურად ივარჯიშებს. იტალიაში ნაკრები 18 კალათბურთელით გაემგზავრება, საიდანაც საბოლოოდ ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდებიან.

საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას შემუშავებული აქვს მოსამზადებელი გეგმა, რომელიც 7 ამხანაგურ მატჩს მოიცავს. იტალიაში, კემპის დასრულების შემდეგ ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები პირველ მატჩს ტრევიზოშივე, ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან გამართავს, რის შემდეგაც ლიეტუვაში, შემდეგ კი ლატვიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნების ნაკრებებთან შესაბამისად – 1-ელ და 5 აგვისტოს ითამაშებს.

12-13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, იორდანია და ირანი ითამაშებენ. 12-ში ნახევარფინალები: საქართველო–იორდანია და მონტენეგრო–ირანი გაიმართება, ხოლო 13 აგვისტოს - ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის. ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს, საქართველო ირანთან დახურული ტიპის სპარინგ-მატჩს გამართავს, რომელსაც მაყურებლები არ დაესწრებიან და ტელევიზიითაც არ გადაიცემა.

17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ოკინავაზე გაემგზავრება.

GBF

გივი
ლიკლიკაძის სტატისტიკას გადახედეთ მაინც...სხვა ბევრად უკეთესია
აბდულა
სანაძეს მამა სად მუშაობს და ვინ არის კარგად ვიცით ითამაშებს აბა რა
გია
საგულაოდ მიდიან
რრრ
თუ რამე ოჯახური ტრაგედიაა ბოდიში, მაგრამ სხვა რა ოჯახური პრობლემა ისეთი, რომ ბურჯანაძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოაკლდა?
ეეე
ეს თადეუში დარჩა არა, ვერ ვიპოვეთ უკეთესი?
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა