15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა კიშინიოვში (მოლდოვა), ევროპის ჩემპიონატზე, დიდი წარმატებით იასპარეზა. ჩვენმა გოგონებმა და ბიჭებმა 13 მედალი მოიპოვეს, ცალკეულ დისციპლინების გათვალისწინებით - 39! მოპოვებული მედლების რაოდენობით საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 15 წარმომადგენლიდან უმედლოდ არავინ დარჩენილა.

15-წლამდელებიდან ჩემპიონები გახდნენ დიმიტრი აბრალავა (61 კგ), ჯუმბერ ბეკოშვილი (89 კგ) და ჯაბა ტყეშელაშვილი (96 კგ). მეორე ადგილი დაიკავა ნიკა ჯიქიამ (81 კგ), მესამე ადგილი ერგო მიხეილ ახალაძეს (+102 კგ).

17 წლამდელებიდან ოქროს მედლები მოიპოვეს ლევან ოჩიგავამ (81 კგ), საბა ადამიამ (102 კგ) და ირაკლი ვეკუამ (+102 კგ). ვერცხლის მედლებით დაასრულეს ასპარეზობა გოგა ჯაჯვანმა (73 კგ) და გივი დარსაველიძემ (+102 კგ). ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა ლომაშვილმა (61 კგ). გოგონებიდან ამავე ასაკობრივ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა მარიამ მურღვლიანმა (81 კგ), ბრინჯაოს მედალი ერგო ნანა ხორავას (76 კგ).

აკვრაში მოპოვებული ბრინჯაოს მედლებით საქართველოს ნაკრების წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს ლუკა სილაგაძემ (89 კგ) და რევაზ მილდიანმაც (67 კგ).

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

გიორგი
ძალიან მაგარი კი არა, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით გუნდური პირველი ადგილი მედლების რაოდენობით წარმოუდგენელი შედეგია. ესე გააგრძელეთ.
მალხაზ ჯობავა
თქვენ გაგიმარჯოთ, ეს რა ხდება ხალხო, ჩვენი ახალგაზრდები ყველგან ყველაფერს იგებენ ერთ ხუთ წელიწადში ალბათ, ყველაზე პროგრესირებადი სპორტული ქვეყანა ვინებით.
ირაკლი
გენაცვალეთ! თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და იმედი!
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა