„ჩელსის“ 50 მილიონიანი შენაძენი ფერნანდო ტორესი აცხადებს, რომ მას არ დავიწყებია გოლის გატანა

არ დამვიწყებია გოლების გატანა!

ფერნანდო ტორესი აცხადებს, რომ მას არ დავიწყებია გოლის გატანა. „ჩელსის“ 50 მილიონიანი შენაძენი ბედნიერია, რადგან აზიურ ტურნეზე საკმაოდ კარგ ფორმას აჩვენებს და „ელ ნინიო“ ნელ-ნელა ძველ ბრწყინვალებასაც იბრუნებს. ესპანელმა გოლეადორმა თქვა: „მე 27 წლის ვარ, არ დამვიწყებია გოლების გატანა, აუცილებლად გავიტან! როგორც ჩემი თანაგუნდელები, მეც საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ. ჩვენ ყველანი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალი სეზონი წარმატებული იყოს. იმ ექვს თვეში, რაც აქ ვარ, დავინახე გუნდის უზადო მენტალიტეტი გამარჯვებებისკენ. წინ გრძელი და დამღლელი სეზონია. მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ და დიდი იმედებით ვარ განსჭვალული, რომ მომავალ წელს მაინც მოვიგებთ ტიტულებს“.

ლინდეგაარდი პირველობას უმიზნებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე ანდერს ლინდეგაარდი მზადაა იმისთვის, რომ დავიდ დე ხეას შეეცილოს „იუნაიტედის“ პირველ ნომრობას. დანიელმა კიპერმა თქვა: „მე მჯერა, რომ გუნდის პირველი ნომერი გავხვდები. თუმცა, ვაღიარებ, რომ კონკურენცია ძალიან კარგია - ამიტომაც, მე მზად ვარ დე ხეასთან საბრძოლველად. ვთვლი, რომ მწვრთნელებს ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებათ. იმედია, ისინი ჩემს თამაშს კარგად აღიქვავენ და შანსს მომცემენ. „იუნაიტედი“ ბრწყინვალე კლუბია. ჩვენს ღია ვარჯიშებზე იმაზე მეტი გულშემატკივარი მოდის, ვიდრე დანიის და ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩებზე. ეს დამატებითი სტიმულია“.

ვიდალი არაკაცია!

მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი ჩილელ ნახევარმცველ არტურო ვიდალს არაკაცს უწოდებს. მიზეზი: როგორც იცით, ვიდალი სულ ცოტა ხნის წინ ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდა, ხოლო ჰიონესი კი ამბობს, რომ მას ჩვენთვის სიტყვა ჰქონდა მოცემული ჰქონდა და მან ეს სიტყვა გატეხაო. ახლა კი ულის სიტყვებს გავეცნოთ: "ვიდალმა სიტყვა გატეხა, რაც არაკაცობას ნიშნავს! ვიცოდი, რომ ეს ასე მოხდებოდა. მას ისეთი მრჩეველი ჰყავს, რომელსაც არასდროს ვენდობოდი. ასეთი არაკეცები კი ჩვენს გუნდში არ უნდა გაჩერდნენ!“

დე ლაურენტისი: სირცხვილია იტალიელობა

ნეაპოლის „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ძალზე გაბრაზებულია სერია ა-ს ახალი სეზონის კალენდრის გამოქვეყნების შემდეგ. ის ამბობს, რომ მას სურდა, გუნდის ჩემპიონთა ლიგის მატჩებს არ დამთხვეოდა ჩემპიონატის რთული შეხვედრები, მაგრამ. .. ახლა კი მის სიტყვებს გავეცნოთ: „ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგაა! მორჩა და გათავდა, მე მეყოფა ეს - კინოინდუსტრიაში უნდა დავბრუნდე. უბრალოდ სირცხვილია იტალიელობა“.

კვირის ანტიგმირი

კვირის ანტიგმირად ჩვენ „მანჩესტერ სიტის“ აფრო-იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მივიჩნიეთ, რომელმაც შემდეგი რამ გააკეთა „ლოს ანჯელეს გალაქსისთან“ დაპირისპირებისას: ერთი-ერთზე იყო მეკარესთან გასული და წყნარად შეეძლო ბურთი კარში გადაეგზავნა, მაგრამ მან შემოტრიალება და ქუსლით გოლის გატანა მოინდომა, რაც არ გამოუვიდა და მწვრთნელ რობერტო მანჩინისაც მოთმინების ფიალა აევსო - 30-ე წუთზე შეცვალა.

გიორგი ფულარიანი

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა