გრძელდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში, რომლის მორიგ, რიგით მე-3 შესარჩევ ტურს თელავმა უმასპინძლა. თბილისსსა და ბათუმში შერჩეულ 10 საუკეთესო გუნდს თელავის ტურის გამარჯვებული “გუგულა” შეემატა, რომლის ღირსებასაც ოთო ამონაშვილი, ილია სეთური, რევაზ ხაჩიძე და ფირო ლომიაშვილი იცავდნენ.

შეგახსენებთ, რომ 3x3Geotour2023-ის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული შესარჩევი ტურნირების შედეგად უნდა შეირჩეს 12 საუკეთესო, რომლებიც ფინალურ ტურნირს თბილისში 15 ივლისს ითამაშებენ და გამარჯვებული გუნდი საქართველოს ჩემპიონის ტიტულს, საპრიზო 3000 ლარს და სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში აგვისტოში დაგეგმილ 3×3 კალათბურთის მსოფლიო მასტერსის საგზურს მიიღებს.

თელავში, ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარედ გამართულ შესარჩევ ტურნირში მონაწილეობას 7 გუნდი იღებდა, რომლებიც 2 ჯგუფში განაწილდნენ. 3-გუნდიანი ჯგუფიდან ფინალში გუნდი “ორი” გავიდა, ხოლო ოთხიანიდან – “გუგულა”. ფინალური დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გუნდი "ორის" წევრები – დავით გიგოლაშვილი, ჯუმბერ ყვარელაშვილი, ნიკა ბასილაშვილი და ვალერი სუმბაძე, ბოლომდე იბრძოდნენ. გამარჯვებული ბოლო წამებზე გამოვლინდა – გაიმარჯვა "გუგულამ" – 21:18 და ტურნირის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი და ფინალური ეტაპის საგზური დაიმსახურა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე "გუგულას" წევრი – რევაზ ხაჩიძე გახდა, რომელიც ფედერაციის 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

3x3Geotour2023-ის ორგანიზატორია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის განყოფილება, ხოლო მხარდამჭერი – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

მომდევნო, დასკვნითი ტური, რომელიც ფინალური ეტაპის მე-12 გუნდს გამოავლენს, რუსთავში 13 ივლისს გაიმართება.

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა