თბილისის "დინამოს" განვლილ მატჩზე მსჯელობა ასე უნდა დავიწყოთ - საქართველოს ჩემპიონმა შეხვედრის საშინელი სტარტიდან, სტუმრად ჩატარებულის ფაქტორიდან და ძლიერი სიცხიდან გამომდინარე, დამაკმაყოფილებელ შედეგს მიაღწია - "ასტანასთან" სტუმრად (1:1) ფრე. მაგრამ სათქმელი გაცილებით მეტია. თანაც, ახლა არც ძველი წესია, როცა სახლში უგოლო ფრე შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანდა.

ყაზახთა მწვრთნელმა ზუსტად იცოდა, სწრაფ გოლში მათი შანსი ყველაზე მეტად რომ იყო, მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი საკუთარ შესაძლებლობებს შესაბამისად გადაანაწილებდნენ. ამავდროულად, თბილისელები. ელოდნენ, რომ საწყისი წუთები მოწინააღმდეგის იქნებოდა, მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმაც ხომ მშვენივრად უწყის, მის გუნდს 90 წუთი პრესინგი და ტემპის კონტროლი გაუჭირდებოდა. ისე გამოვიდა, მასპინძლებმა შეხვედრა იდეალური პირობებით დაიწყეს - "დინამოელების" მარტივი შეცდომები, მალევე დაწინაურება, ამით ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვება და ბევრმა პირველი მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილადაც კი მიიჩნია. მართალია, ბაბაიანის გუნდმა პოზიციები დათმო და ჩვენს სისწრაფითა და ფანტაზიით ნაკლებად გამორჩეულ შეტევებს ფრთხილად იგერიებდა, თუმცა ის, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა შოკიდან გამოსვლა შეძლეს და უპირატესობასაც დაეუფლნენ, ეს აღნიშვნის ღირსია. ისევ გამოჩნდა, რომ ეროვნულ ლიგაში მაღალ ინტენსივობას მიუჩვევლებს საერთაშორისო დონეზე სათანადო მოძრაობა გვიჭირს. იოლად ამოიცნობდით მათ, ვინც შესაძლოა, შიდა ჩემპიონატში გამოირჩევა, თუმცა ახლა...

ის შემადგენლობა, რომელსაც ჭიაბრიშვილი დაეყრდნობოდა, ფაქტობრივად, ზუსტად გამოვიცანით. კარგია, შეცდომების გამოსასწორებლად მწვრთნელი ზედმეტად დიდ დროს რომ არ ანიავებს. 21-წლამდელთა ნაკრების რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული კალანდაძის შემოსვლისა და ტაქტიკის შეცვლის შემდეგ, დაცვის ხაზი უფრო საიმედო გახდა და ამავდროულად, ჭიაბრიშვილმა რამაზ სვანაძის ერთი მეთოდი გამოიყენა - როცა შეტევას ვიწყებდით, კალანდაძე ფლანგისკენ იწევდა და მისი ამ უნარის გამოყენებას ცდილობდა. იმავეს ვიტყოდით საბა ხვადაგიანზეც, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებში ფრთაზე მოქმედებდა. თბილისელთა მიზანი ბოლოს უფრო ანგარიშის შენარჩუნება იყო. ამავდროულად, უნდა აღვნიშნოთ, რომ კარგია გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერება; კარგია, როცა მწვრთნელი კარგად გიცნობს, მაგრამ თუკი მათ საუკეთესო ფორმა უკვე გადავლილი აქვთ, ახალგაზრდებზე მეტი ნდობა უნდა გამოცხადდეს, რაც გაბრიელ სიგუას შემთხვევაში სრულად გამართლდა, ის ჩვენი მთავარი ნათელი წერტილი იყო!..

სულ აღვნიშნავთ, რომ მომავალ თაობაზე აქცენტის გაკეთება, რომლებიც შემდეგ კარგი ლეგიონერები გახდებიან და ნაკრებს გამოადგებიან, ამ ეტაპზე იქნებ ჩვენი კლუბების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყოს. ამავდროულად, კონფერენს ლიგის ჯგუფში გასვლა ამ ბარიერის გავლის შემთხვევაში საკმაოდ რეალურია. ორივე გუნდის შემადგენლობაში ორი ვეტერანის მაღალ კლასს გამოვარჩევდით - მეკარე გიორგი ლორია და ხორვატი შემტევი მარინ ტომასოვი.

უფრო მეტი განმეორებითი მატჩის შემდეგ ვთქვათ, ახლა კი ვისურვოთ, ერთ კვირაში გულშემატკივრობაც შესაბამისი იყოს და ჩვენმა გუნდმა საკუთარ მოედანზე მეტოქეს თამაში თავს უფრო მოახვიოს. ამავდროულად, კონტრშეტევებზე მოწინააღმდეგეს შანსები უნდა შევუმციროთ. იმედია, პერიოდულ აფეთქებებს მეტად, "დინამოსგან" დომინანტურობასა და სტაბილურობას ვიხილავთ!..

ვანო
აი ჯენერი ხორავა რომ ყოფილიყო მსაჯი აუცილებლად მოიგონებდა რაღაცას დინამოს სასარგებლოდ, ასე იცის საკუთარ ქვეყანაში ჩემპიონატი რომ არ გაქვს და მსაჯების დახმარებით რომ ხდებიან ჩემპიონები.
Givi
კი მეგობარო რეგიონალური პრინციპია კენჭისყრისას, ანუ ჩვენ უნდა ვეთამაშოთ მეზობლებს ყაზახებს,აზერებს,თურქებს,უკრაინას, მოლდოვას... მაგათ მერე მოდიან ბერძნები,რუმინელები,ბალკანელები... და ამ დროს ვინც შედარებით სუსტია საწყის ეტაპზე უელსი,ჩრ.ირლანდია,ისლანდია....ესენი თამაშობენ ლატვიასთან,ლიტვასთან, გიბრალტართან...და შედეგად ჯგუფში გავიდა ჟალგირისი,გიმრალტარის გუნდიც და კიდევ სხვებიც გავლენ...თავს არ ვიმართლებ მაგრამ ესეც მოქმედებს საერთო რეიტინგი რომ გვიუარესდება თანდათან.
მიდი გელა!
ჯორდანო ბრუნო გვინდა თავდასხმაში
სოსო
ვისზე ლაპარაკობ?
არმენია_თბილისი
დღეს ჩვენი სამივე გუნდი იგებს
Master
კი უეფას უამრავი ლაფსუსი აქვს,რა რეგიონული დაყოფა,საბჭოთა კოლმეურნეობების ჩემპიონატი ხომ არაა.ყველაზე საოცრება კი ისაა რომ კოეფიციენტების ცხრილში ნიდერლანდი პერტუგალიაზე წინაა მაგრამ პორტუგალიას 3 კლუბი გაყავს ლიგაზე ნიდერლანდებს ორი.საიდან,რატომ,რომ კოთხო მგონო თვითონაც ვერ გიპასუხებენ.მოძველებული წესებით ხელმძღვანელობს უეფა.
მიტო
კობოური რაც მახსოვს თამაში არ უთამაშაია უხეში შეცდომების გარეშე, საერთოდ რატომ ყავთ ეგ ფეხბურთელი გუნდში ვერ ვხდები.
გივა
მახსოვს ერთი პერიოდი დინამოს სულ ფარერების და ირლანდიის გუნდები ხვდებოდა და ეხლა ან ყაზახეთი ან აზერბაიჯანი ვერ გავიგე რის გამო ხდება ასე
კიკი
რაის რეგიონალური პრინციპი კენჭისყრის შედეგად ხდება ეგ
ქ. გ.
თბილისში დიდი ანგარიშით მოვიგებთ.
არარატ ავლაბარი
ვაღიარებ კი შენგან გადავიღე,საავტორო უფლება დავარღვიე?
Givi
ისე სომხურ გუნდებს გაცილებით სუსტი მეტოქეები შეხვდათ და საერთოდ რეგიონალური პრინციპით დაყოფა არასწორია, ისლანდია,ირლანდია,უელსი,ჩრ.ირლანდია,ესტონეთი,ლიტვა....სულ ერთმანეთს ხვდებიან,ჩვენ კიდევ ფულით გაძეძგილ ყაზახებს და აზერებს ვეჭიდავებით ყოველ წელს და სულ უფრო დაეცა ჩვენი რეიტინგი...
G.LA
ეგ ჩემი იდეა რატომ მოიპარე?ეგ ჩემი ოცნებაა შევქმნა გუნდი სომხეთის ჰავლაბარი.უი ეს რა ვთქვი ოცნება მეთქი.ჩემი ქურუმი უნდა მეთქვა
არარატ ავლაბარი
დღევანდელი მატჩები:არარატ არმენია-ეგნატია ალბანეთი,პიუნიკი-ნარვა ესტონეთი,ალაშკერტი-არსენალ ტივატ მონტენეგრო,სხვათა შორის ალაშკერტში 2 ქსრთველი ლეგიონერი თამაშობს.
beqa
მეგრელიშვილი ძაან სუსტია ბევრ შეცდომას უშვებს პირველ გოლზეც უამრავი შეცდომა დაუშვა დილეტანტივით ითამაშა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია
კარგი ტრანსფერი - "ბაიერნის" ფეხბურთელთან შედარებული სიგუა, ნაკრების მომავალი, ყაველაშვილის გამოცდილება და კიდევ ერთი მატჩი ყაზახებთან
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა