ბათუმის "დინამომ" თავის ოფიციალურ საიტზე დოკუმენტი, სახელწოდებით - "2022 წლის ფინანსური ანგარიშგება და ინფორმაცია აგენტებისა და შუამავლებისათვის გადახდილი თანხების შესახებ" - გამოაქვეყნა.

სწორედ ამ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით ჩაატარა გამოძიება და მოამზადა ვრცელი სტატია  Sports.ru-მ. სტატიის ერთ-ერთ მონაკვეთში ვკითხულობთ:

"2023 წლის ზაფხულში ბათუმის "დინამოს" ვებგვერდზე გამოჩნდა დოკუმენტი, სახელწოდებით "2022 წლის ფინანსური ანგარიშგება და ინფორმაცია აგენტებისა და შუამავლებისთვის გადახდილი თანხების შესახებ. 8-ფურცლიან დოკუმენტში კლუბი ავლენს ასობით ხარჯის პუნქტს, საუბრობს ვალებსა და ბალანსებზე, ასევე ადარებს ციფრებს 2021 წელთან.

ბილეთებმა, სპონსორობამ, ევროპული თასის საპრიზო თანხამ და ფედერაციის/მუნიციპალური შემოსავლებმა "დინამოს" დაახლოებით 8 მილიონი ლარი (2,8 მილიონი ევრო) მოუტანა. ამ მაჩვენებლის შესახებ 2022 წლის გაზაფხულზე ასლან ბალაძემ მითხრა ("დინამოს" გენერალური დირექტორი) (Sports.ru).

შემოსავლები მნიშვნელოვნად მხოლოდ ერთ კატეგორიაში გაიზარდა - "ფეხბურთელთა გაყიდვები". 2021 წელს "დინამომ" მოთამაშეები 0 ლარად გაყიდა, 2022 წელს - 39 მილიონ ლარად (13,8 მლნ ევრო). ცხადია, სწორედ ამ ხაზით მიიღო გუნდმა შემოსავლები.

2022 წელს "დინამომ" სამი მოთამაშე გაყიდა. ირაკლი აზაროვი "ცრვენა ზვეზდაში" 300 ათას ევროდ გადავიდა (+20% გადაყიდვიდან მიიღებენ), თორნიკე გაფრინდაშვილი - 200 ათასით პოლონურ "ზაგლებიეში" გადავიდა - რჩება ხვიჩა.

"ნაპოლის" ყოფილი სპორტული დირექტორის, კრისტიან ჯუნტოლისა და La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტების თქმით, "პარტენოპეიმ" ხვიჩას სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა. "დინამოს" ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ რეალური ფასი 13 მილიონი ევროა.

რაც შეეხება ხარჯვას, 2021 წელს საოპერაციო ხარჯებმა ოფიციალურად დაახლოებით 11 მილიონი ლარი (3,8 მილიონი ევრო) შეადგინა. ეს არის ხარჯები ძირითადი საქმიანობისთვის: ხელფასები, პრემიები, მატჩების ორგანიზება, საფასური და ფრენები. 2022 წელს ეს მაჩვენებელი მოულოდნელად გაიზარდა 350%-ით.

"დინამოს" საოპერაციო ხარჯები 2022 წელს თითქმის 39 მილიონი ლარია (13,6 მილიონი ევრო). აქედან 35 მილიონი ლარი (12,4 მილიონი ევრო) კატეგორიაში "ფეხბურთელების - ხელფასი და ანაზღაურება" ფიქსირდება. ეს 4,5-ჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით.

მთელი ფული ხვიჩას ხელფასზე წავიდა? - შარშან "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა ასლან ბალაძემ გვითხრა, რომ კვარაცხელიასთვის 70-100 ათასი ევროს მიცემა არ შეეძლოთ და მას სტანდარტული ხელფასი ჰქონდა.

თუნდაც ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს ჩემთან საუბარში ბალაძემ დეტალები არ იცოდა და რეალურად "დინამომ" ხვიჩას საბაზრო ხელფასი გადაუხადა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ფეხბურთელმა 3 თვეში 9,7 მილიონი ევრო გამოიმუშავა. "ნაპოლისთან" ხელახალი კონტრაქტის შემდეგაც მისი ხელფასი წელიწადში მხოლოდ 2,5 მილიონი ევრო იქნება.

რაში დახარჯა "დინამომ" თითქმის 10 მილიონი?

"სავარაუდოდ, საუბარია ხვიჩას გაყიდვიდან პროცენტის გადახდაზე. კვარაცხელიას ბათუმელებთან კონტრაქტის გაფორმებისას შეეძლო ეთქვა:

"მინდა, რომ ჩემი ტრანსფერის ღირებულების 70% გადამიხადოთ". ეს არის კარგი გზა კლუბიდან აგენტების თანხის გასატანად”, - ეუბნება Sports.ru-ს უცნობი წყარო.

"შეიძლებოდა ხვიჩა ბათუმში ჩასულიყო და კონტრაქტში მსგავსი პუნქტი ჩაედო?! - რა თქმა უნდა, შეეძლო. მით უმეტეს, რომ "რუბინიდან" ნულზე წამოვიდა. შეეძლო თუ არა "ნაპოლის" ფეხბურთელის შეძენა 13 მილიონ ევროდ? - შეეძლო.

შეუძლია თუ არა "დინამოს" ფეხბურთელს ტრანსფერის 70% გადაუხადოს? - შეუძლია.

ყველაფერი ლეგალურია, თუ ფული მოთამაშის ანგარიშზე მოხვდა. FIFA-ს აქვს წესი, რომელიც კრძალავს, მესამე მხარე ფლობდეს უფლებებს მოთამაშეებზე და მიიღონ პროცენტული გადაყიდვა. ეს მხოლოდ ფეხბურთელს და მის ყოფილ კლუბს შეუძლიათ".

13 მილიონი ევროდან "დინამომ" 3,7 მილიონი დაიტოვა. 2021 წელს კლუბის 3 მილიონი ლარის ზარალი (1,1 მილიონი ევრო) 9,4 მილიონი ლარის (3,3 მილიონი ევრო) მოგებით შეიცვალა, რაც 2021 წლის ბრუნვაზეც მეტია.

დავუბრუნდეთ თითქმის 10 მილიონს. რა არის იმის ალბათობა, რომ ფული არა მარტო ხვიჩას ანგარიშზე წავიდა, არამედ სხვა მოთამაშეების მეშვეობითაც გატანილიყო?

"ასეთი თანხა შეიძლება იყოს მხოლოდ გადაყიდვის პროცენტი. თუ ვინმე 300 000-ად გაყიდეს, მას მილიონს ვერ გადაუხდიან", - ეუბნება Sports.ru-s წყარო."

Zellllll
თუნდაც მასე იყოს მერე რა? ვისი რა საქმეა? მაგრამ ჩემი აზრით თუ ხვიჩასთან წავიდა ეს ფული შემდეგ რუბინში გადაირიცხებოდა ამაში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ და ამ იდეას რატომ არ წერენ? იმიტომ რომ ინტერესი გამოიწვიონ ხალხში, ამ გაბოროტებულ ადამიანებს კიდევ ეს უნდა? ხომ არ დაანებენ ამ ბიჭს თავი აცადეთ ცხოვრება რაც აქვს მისი შრომით აქვს არავისთვის წაურთმევია, მიხედავენ როგორმე მაგ ფულს ხვიჩაც რუბინიც და ბათუმიც
გიო
ჯუღელს სიფათზე არ ეტყობა ვინც არის
ბაბუაწვერა
ზუსტად ამას ვგულისხმობდი,როცა ვთქვი რო კვარაში გადახდილი ფული წავიდა ჯუღელის,უსმანოვის და რაღაც გროშები ბერიძის ჯიბეში და აქ ვიღაცეებმა დამიწერეს შენ რა საგადასახადოდან ხარო?არა ქვესკნელიდან ვარ,უბრალოდ ყველაფერი კეთილსინდისიერად უნდა მოხმარდეს გუნდს ვინც ფეხბურთელი გაზარდა,ვინც გაყიდა და ა.შ. კვერნაძეზეც იგივე მოხდა თორე სადაც თამაშობდა იქიდან ვერ გაიყიდებოდა? რა განსაკუთრებული ითამაშა ბათუმში?ბათუმში გადაიყვანეს ზუსტად იმიტომ,რო რაღაც მანიპულაციებით გაყიდულიყო და ფული ჯიბეში ჩაედოთ.იგივე მოხდება წიტაიშვილზე,გაიყოფენ თანხას კიევის დინამოს მფლობელი,ჯუღელი და გროშები ბერიძეს.რიგში დგანან u21 ფეხბურთელები-ივა გელაშვილი და ა.შ. ჯუღელმა ახალი გზა მონახა გამდიდრების და ქართული ფეხბურთის დაქცევის.მე ვფიქრობ მალეა ეს კაცი ჩამოსაშორებელი ქართულ ფეხბურს და საერთოდ უნდა აეკრძალოს ქართველ ფეხბურთელებთან კონტაქტი.
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
როცა დამნაშავე ყველა მხარეა - არამზადებიდან მსაჯების ოთახში სირბილამდე...
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი სეზონის ბოლომდე ლევან ხომერიკი იქნება
დინამო(ბთ)-დინამო(თბ) 1:2 - ის, რაც გულშემატკივარს უყვარს [VIDEO]
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ბათუმის "დინამოს" ოფიციალური განცხადება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს