ირლანდიური და მსოფლიო რაგბის ვარსკვლავი, ამჟამად ტოპ 14-ის "ლა როშელის" მთავარი მწვრთნელი რონან ო’გარა მიიჩნევს, რომ "შავი ლომის" ჩელენჯ თასზე მიწვევა ქართულ რაგბის „მწვერვალებისკენ უხსნის გზას“.

46 წლის ო’გარას ირლანდიის ნაკრებში 128 თამაში აქვს ჩატარებული (2000-2013 წლებში) და გუნდს 1083 ქულა შესძინა. გარდა ამისა, მან ორი შეხვედრა ჩაატარა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაში. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მან მწვრთნელობას მიჰყო ხელი და ჯერ "რასინგ 92"-სა და "ქრუსეიდერსში" მწვრთნელის ასისტენტი იყო, 2019 წელს კი "ლა როშელი" ჩაიბარა ზედიზედ ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა თასი (2022 და 2023).

„ქართული რაგბი ბოლო წლებში მუდმივად წინ მიიწევს. მე ვიცნობ საქართველოს ნაკრებისა და "შავი ლომის" რამდენიმე მოთამაშეს და ისინი ამაყები არიან მშობლიურ ქვეყანას რომ წარმოადგენენ. წარმომიდგენია ახლა როგორი ამაყები იქნებიან, როდესაც მათი გუნდი უმაღლესი დონის ჩემპიონატში ერთვება. ბევრი ქართველი თამაშობს ტოპ 14-ის კლუბებში და ისინი საკმაოდ კონკურენტუნარიანები არიან, მაგრამ არიან სხვა ნიჭიერი მორაგბეები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული გუნდის სახელით უმაღლესი რანგის ტურნირში თამაში“ – ამბობს ო’გარა და მიიჩნევს, რომ ჩელენჯ თასი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართული რაგბის წინსვლისთვის:

„ჩელენჯ თასზე წარმატებული თამაში მნიშვნელოვანი იქნება ქართული რაგბისთვის, რათა ის უმაღლეს ეშელონებში ავიდეს. ეს ტურნირი არის მაღალი დონის რაგბის საფუძველი, – თუ იქ ფეხი მოიკიდე და გაიმარჯვე, – გზა ხსნილია მწვერვალებისკენ. კონკურენტული საფუძვლის შესაქმნელად, ამაზე უკეთესი პლატფორმა არ არსებობს და მე ვხედავ პერსპექტივას, რომ "შავმა ლომმა" ჩელენჯ თასი მოიგოს“.

„მხოლოდ ტიერ2-ის, შენი დონის გუნდებთან თამაში სწრაფი განვითარებას შესაძლებლობას არ გაძლევს, საჭიროა შენზე ძლიერებს ეთამაშო და ფანჯარა, რომელიც ტიერ1-ზე გაგიყვანს. 20 წლის წინ ირლანდია ახლოსაც ვერ მივიდოდა ახალ ზელანდიასთან, მაგრამ როდესაც ძლიერებთან რეგულარულად თამაშის საშუალება გეძლევა, მისი უძლეველობის მისტიკაც ქრება. ახლა ირლანდიას და ზელანდიას გამარჯვების თანაბარი შანსები აქვთ და იგივე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც“.

„ამ მხრივ მნიშვნელოვანია თაობათა უწყვეტობა და ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე. სამწუხაროა ახალგაზრდებს ასეთ პირობებში, ასეთ მინდორზე რომ უწევთ თამაში, ეს მათ ცუდად ამახსოვრდებათ, სხვა მხრივ კი, ქართველებმა კარგი თამაში აჩვენეს და ვფიქრობ, მათ შორის რამდენიმე ამომავალი ვარსკვლავია“.

შეგახსენებთ, "შავი ლომი" ჩელენჯ თასის მესამე ჯგუფში ითამაშებს და "გლოსთერს" (9 დეკემბერს) და "კლერმონს" (20 იანვარს) „მიხეილ მესხზე“ დაუხვდება, "სქარლეთსა" (15 დეკემბერს) და "კასტრს" (13 იანვარს) კი სტუმრად ეთამაშება.

Rugby.ge

levan
Ronan John Ross O’Gara - ასე იწერება და შესაბამისად გამოითქმის მისი სახელი: რონან ჯონ როს ოგარა!
123
ო გარა არაა ო ჰარაა, გალანდია და გარი პოტერი კიდე
ირაკლი
მართალია, ასეთი დაბალი ხარისხის მინდვრები რაც სამხრეთ აფრიკაში იყო უბრალოდ დაცინვაა და არ ეკადრება მსოფლიო ჩემპიონატს
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
დიდი მხარდაჭერა - პსჟ-ის მანჩესტერში გულშემატკივართა არმია ჩაჰყვა
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"