ახალგაზრდული ნაკრები ლიტვაში გაემგზავრება და ეროვნულ გუნდს უქომაგებს
საქართელოს 20-წლამდელთა ნაკრებმა 2012 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური მოიპოვა და სამშობლოში კარგი განწყობით დაბრუნდა.

კიდევ უფრო ხალისით გამოვიდნენ 20-წლამდელები სპორტის მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის კაბინეტიდან. გუშინდელი შეხვედრისას სპორტის ხელმძღვანელმა საქართველოში თასით დაბრუნებულებს ღირებული საჩუქარი გაუკეთა - ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად წაყვანას დაჰპირდა: 20-წლამდელთა ნაკრები სრული შემადგენლობით აგვისტოს ბოლოს ლიტვაში გაემგზავრება და უქომაგებს ეროვნულ ნაკრებს, რომელშიც მათი მეგობარი თორნიკე შენგელია იასპარეზებს.

მოვუსმინოთ სპორტის მინისტრ ლადო ვარძელაშვილის:

- ახალგაზრდულმა ნაკრებმა B დივიზიონში კარგად ითამაშა, ძლიერი ნაკრებები დაამარცხა და მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. მინდა, გუნდის თითოეულ წევრს მივულოცო ეს წარმატება და დავპირდე, რომ სამინისტროს მხრიდან კალათბურთის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება.

რაგბის და ფეხბურთის მსგავსად დიდი ყურადღება მიექცევა ინფრასტრუქტურის განვითარებას და შიდა ჩემპიონატის გაძლიერებას. 20-წლამდელთა ნაკრები კი სამინისტროსგან საჩუქარს მიიღებს, ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი დაფინანსებით გაემგზავრება.

B დივიზიონში გამოსვლა გაიხსენა მეორე მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა:

- ჩემპიონატში არაერთი ძლიერი გუნდი მონაწილეობდა და იოლად ვერც ერთის ძლევა მოვახერხეთ. გადამწყვეტი იყო ესტონეთთან ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა შეხვედრაში გამარჯვება, რომლის შემდეგაც საკუთარი შესაძლებლობებისა ბოლომდე ვირწმუნეთ და დავიჯერეთ, რომ დივიზიონის მოგება რეალური იყო. წლევანდელი გუნდიდან მომავალ ევროპის ჩემპიონატზე სამი კალათბურთელი ითამაშებს, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე და ნოდარ თენიეშვილი. იმედი მაქვს, მათ სხვებიც კარგად აუბამენ მხარს და ელიტაში ადგილის შენარჩუნებას შევძლებთ.

ბექა ჩიკვილაძემ სპორტის სამინისტროს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა და ბოსნიურ ამბებზე ილაპარაკა:

- გასახარია, რომ ერთთვიანი წინასაჩემპიონატო მზადებამ შედეგი გამოიღო - ევროპის პირველობის საგზური მოვიპოვეთ. დასაწყისში ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლა იყო. პირველი ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ესტონეთი დავამარცხეთ და ვირწმუნეთ, რომ ჩემპიონობაც შეგვეძლო. მომდევნო მატჩები კიდევ უფრო თავდაჯერებულად ჩავატარეთ და მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა.

ბექამ სამართლიანობაზეც ილაპარაკა:

- ფინალში ლიგის ორი საუკეთესო გუნდი გავიდა - ესტონეთი და საქართველო. ბალტიისპირელებს არცთუ მაღალი შემადგენლობა ჰყავდათ და პერიმეტრიდან ყველა კარგად ისროდა. ჩვენი გუნდი მეტ-ნაკლებად თანაბრად იყო დაბალანსებული, გვყავდა ლიდერი თორნიკე შენგელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ გუნდურად არ ვთამაშობდით. წარმატებას სწორედ გუნდური გარჯის წყალობით მივაღწიეთ.

ესტონეთთან დაპირისპირების გარდა იყო კიდევ ერთი გადამწყვეტი მატჩი - ნახევარფინალი ჩახეთთან, რომლის მოგება ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების ტოლფასი იყო. ჩეხების ფარქვეშეთს მეთვალყურეობდა 215 სმ სიმაღლის ონდრეი ბალვინი, რომელიც ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მისი მეურვეობა აკაკი დვალიშვილს უწევდა...

- ბალვინის შეჩერება რთული იყო, მაგრამ ეს მაინც შევძელით - ჩემთან ორთაბრძოლისას იგი ოთხჯერ დაჯარიმდა (სამჯერ შეტევაში), საბოლოოდ ხუთი ფოლი მიიღო და გადამწყვეტ მომენტში გუნდს ვეღარ დაეხმარა. ჩეხეთთან გამარვება არანაკლებ რთული იყო, ვიდრე ესტონეთთან... დანიელებსაც კარგი ცენტრი ჰყავდათ, მაგრამ მათგან მხოლოდ 2-3 კალათბურთელი იყო გამორჩეული და გამარჯვება არ გაგვჭირვებია, - აღნიშნა დვალიშვილმა.

დანიამ და ჩეხეთმა საქართველოს მოხსნებში აჯობეს, თუმცა საოცარია, რომ მოწინააღმდეგეებს ფარქვეშიდან ქართველთა კალათის დალაშქვრა უჭირდათ.

- ბოლო მატჩებში დაცვაში თამაში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ და ამის ბრალიც იყო დანიამ და ჩეხეთმა ფარქვეშიდან ბევრი რომ ვერ ჩააგდეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დანიასთან მატჩში სტატისტიკა აირია - მეტოქემ მოხსნებში კი გვაჯობა, მაგრამ არა იმდენით, რამდენიც ოქმში ჩაიწერა (29:38), - განაგრძობს დუდა სანაძე, რომელმაც ქართველთაგან ყველაზე მეტი სამქულიანი ჩააგდო. საინტერესოა, რომ დასკვნით მატჩებში ჩვენი გუნდის მიერ სამქულიანი ტყორცნების რაოდენობამ იკლო...

- ამის მიზეზი დაძაბულობის მატება იყო და მეტოქეებიც გაცილებით ძლიერები იყვნენ პირველ ეტაპთან შედარებით, - აღნიშნა სანაძემ.

ნაკრების მწვრთნელმა, დავით უსტიაშვილმა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ თქვა: ესტონეთთან შეხვედრა არასოდეს დამავიყდებაო. ამ მატჩის კულმინაციაზე შეხვედრის გმირი მერაბ ბოქოლიშვილი მოგვითხრობს:

- ესტონეთს ნომინალური ცენტრი არ ჰყავდა - ხუთივე კალათბურთელი ტანდაბალი გახლდათ და სწრაფ კალათბურთს თამაშობდა. ბოლო პერიოდში მეტოქემ 13-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და სირენამდე 14 წამით ადრე 87:86 დაწინაურდა. ბოლო შეტევის უფლება ჩვენ გვქონდა. ბურთი გავათამაშეთ, თუმცა თენიეშვილის ნატყორცნმა მიზანს ვერ მიაღწია. ფარიდან სახლეტილი ბურთი ჩემსკენ დაეშვა, მოვხსენი და დაუფიქრებლად ვესროლე, რადგან მატჩისთვის განკუთვნილი დრო იწურებოდა. ბურთი კალათში ჩაეშვა... ესტონეთს მეორედაც დავუპირისპირდით, თუმცა ფინალური შეხვედრა შედარებით ნაკლებად ემოციური იყო, რადგან ორივე გუნდს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა განაღდებული ჰქონდა.

სპორტის სამინისტროდან გასული კალათბურთელები ერთმანეთს ასე დაემშვიდობნენ - აგვისტოს ბოლოს, ლიტვაში, ევრობასკეტზე შევხვდებითო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
საქართველომ ეს შეძლო | 16-წლამდელთა ნაკრებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს