პროფესიონალების კვალდაკვალ ახალგაზრდა ჩოგბურთელთა რეიტინგ-ლისტიც განახლდა.

პროფესიონალების კვალდაკვალ ახალგაზრდა ჩოგბურთელთა რეიტინგ-ლისტიც განახლდა. ბიჭებში სულ სამი ქართველია კლასიფიკაციაში, მათგან საუკეთესო პოზიცია ალექსანდრე მეტრეველს აქვს. სხვათა შორის, დიდი ქართველი ჩოგბურთელის შვილიშვილს გუშინ 17 წელი შეუსრულდა. მეტრეველი 235 ქულით მსოფლიოს 151-ე ჩოგანია ახალგაზრდებში. მისი თანატოლი გიორგი ცივაძე 37,5 ქულით 850-ე პოზიციაზეა. 16 წლის დავით ხუბუას ჯერ მხოლო 6 სარეიტინგო ქულა აქვს (1606-ე პოზიცია).

გოგონებში მსოფლიოს კლასიფიკაციაში 7 წარმომადგენელი გვყავს, მაგრამ მეტრეველივით დაწინაურებული არავინაა. ჩვენებიდან საუკეთესო პოზიციაზე იმყოფება თამარ ჩალაღანიძე, რომელიც 62,5 ქულით 672-ეა. შევნიშნავთ, რომ ჩალაღანიძე ჯერ 14 წლისაა. სხვები: 800. ბაბილინა მაჩაიძე - 47,5; 925. ნინო სუჯაშვილი - 35; 1223. ირინა თოიძე - 17,5; 1720. გვანცა რობაქიძე - 5; 1907. მარიამ სხირტლაძე - 2,5; 2031. თამარ კომახიძე - 1.

გასულ კვირაში მსოფლიო კლასიფიკაციაში მყოფ ქართველთაგან ექვსმა ყირგიზეთში "ბიშკეკ ოუფენზე" იასპარეზა, რომელიც ახალგაზრდულ ასპარეზზე მე-4 კატეგორიის ტურნირია. თავიდანვე ვიტყვით, რომ ორი მათგანი ტიტულს შეწვდა: ბაბილინა მაჩაიძის ნინო სუჯაშვილის დუეტმა წყვილთა თანრიგში ტურნირი მოიგო. ბიჭების ერთეულთა თანრიგში პირველივე ეტაპზე დამარცხდა დავით ხუბუა, რომელსაც უზბეკმა ახმედ ჯემალ მუხამედმა აჯობა - 6:0, 6:1. ხუბუამ ვერც რუს ილია კოშელევYთან დუეტში იყოჩაღა და ბადის პირველივე ეტაპიდან გამოვარდა.

გოგონების ერთეულთა ბადეში ბიშკეკის კორტებზე ერთბაშად 5 ქართველი დადგა, აქედან ორმა პირველივე წრეში დათმო, ირინა თოიძემ ავსტრალიელ სქაი ჰოპერთან წააგო - 0:6, 1:6, ხოლო მარიამ სხირტლაძემ - მოლდოველ ანა ბატირისთან - 1:6, 1:6. პირველი ეტაპი უპრობლემოდ გაიარა თამარ ჩალაღანიძემ, რომელმაც რუს ეკატერინა დესიატნიკოვას მოუგო - 6:1, 6:0. ნინო სუჯაშვილს მეტოქე, რუსი ანასტასია ტოკარევა დანებდა - 6:4, 4:1, ხოლო ბაბილინა მაჩაიძემ სამსეტიანი ორთაბრძოლა მოუგო თურქ იპეკ სოილუს - 3:6, 6:2, 6:0.

მერვედფინალში ჩალაღანიძე რუს დიანა რიაშკოსთან ბრძოლაში დამარცხდა - 6:4, 1:6, 4:6. მაჩაიძემ მასპინძელ ერიკა ტენიზბაევას გეიმიც არ მოაგებინა - 6:0, 6:0, არც სუჯაშვილს გასჭირვებია კიდევ ერთი ყირგიზის, ნელი ბუიუკლიანოვას დამარცხება - 6:2, 6:1. სამწუხაროდ, ჩვენებურებმა მეოთხედფინალური ეტაპი ვეღარ გადალახეს. სუჯაშვილს რუსმა ალისა დანილოვამ მოუგო - 7:5, 6:0, ხოლო მაჩაიძეს - უზბეკმა არინა ფოლტსმა - 7:5, 6:4.

წყვილებში ჩალაღანიძისა და თოიძის დუეტი პირველი წრიდან გამოვარდა, სხირტლაძე კი ყირგიზ აიტალიევას შეუწყივლდა და პირველ წრეში მათ მასპინძლები (პანფილოვა, ტენიზბაევა) დაამარცხეს - 6:3, 6:4. მომავალმა ჩემპიონებმა მაჩაიძემ და სუჯაშვილმა რუსებს (კლიმუშკინა, ვორონცოვა) მოუგეს - 7:5, 6:3. სხირტლაძე და აიტალიევა ფოლტსთან და ტოკარევასთან დამარცხდნენ - 1:6, 1:6. მაჩაიძემ და სუჯაშვილმა კი მეოთხედფინალური დაპირისპირება ჰოპერსა და სოილუს მოუგეს - 3:6, 6:0, 10:4. ნახევარფინალში ქართველებმა რიაშკოსა და ყირგიზ ვოლკოვიჩს აჯობეს - 7:5, 7:5. "ბიშკეკ ოუფენის" ფინალი ძალზე დაძაბული გამოდგა: მაჩაიძემ და სუჯაშვილმა მხოლოდ მესამე სეტში გატეხეს ფოლტსი და ტოკარევა - 6:7 (4), 6:3, 13:11. ახალგაზრდულ ასპარეზზე ჩვენმა გოგონებმა კარიერის პირველი ტიტული მოიგეს. სუჯაშვილი 16 წლისაა, ხოლო მაჩაიძე ნოემბერში შესრულდება 16-ის.

ლელო

ფოტოზე: ნინო სუჯაშვილი

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა